x
image
თორ ნიკე
უძველესი ევროპელები მუქკანიანები იყვნენ
უძველესი ევროპელები მუქკანიანები იყვნენ


450 საუკუნის წინ პირველი ევროპელები ჩამოყალიბდნენ, ვინაიდან ორად გაიყვნენ ახლო აღმოსავლეთში აფრიკიდან გადმოსული მონადირე-შემგროვებელი ჰომო საპიენსები და ერთმა ნაწილმა კავკასია, ხოლო მეორემ დასავლეთ ევროპა დაასახლა. ასე რომ ჩამოყალიბდა პირველი ევროპელების 2 ჯგუფი: კავკასიელი მონადირე შემგროვებლები და დასავლეთის მონადირე-შემგროვებლები. მეცნიერებმა გენეტიკური ანალიზით შეძლეს დადგენა, თუ როგორ გამოიყურებოდნენ თანამედროვე ევროპის ტერიტორიაზე განსახლებული ეს უძველესი ადამიანები. მთელი ევროპის, მათ შორის კავკასიის ტერიტორიაზე განსახლებულ ადამიანებს 45, 000 წლის წინანდელი პერიოდიდან 11, 000 წლის წინანდელ პერიოდამდე ჰქონდა მუქი კანი და მუქი თვალები, თუმცა შავი ზღვის რეგიონში პირველად დაახლოებით 10, 000 წლის წინ მოხდა პოპულაციაში თვალის გაღიავების, გამწვანების და მოცისფრო ელფერის მიღება და შემდეგ ეს მთელი ევროპის მასშტაბით გავრცელდა. ევროპაში ადამიანების კანის გათეთრების პროცესი დაიწყო ძვ.წ. ძვ.წ. 90-ე საუკუნიდან ძვ.წ. მე-60 საუკუნემდე მიმდინარეობდა.


უძველესი ევროპელები მუქკანიანები იყვნენ


ამ აღმოჩენამ გააოცა მეცნიერები, რადგან მათი უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ "ძველი ევროპელები" თეთრკანიანები იყვნენ. მოულოდნელი შედეგების ახსნას ბარსელონას ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი კარლეს ლალუესა ფოქსი შეეცადა. "ღია ფერის კანი ევოლუციის შედეგად გაცილებით გვიან გაჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით." - განაცხადა მან.



პირველყოფილი ადამიანის 2 ჩონჩხი, რომლის გამოკვლევის საფუძველზეც ეს დასკვნა გაკეთდა, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან ხეობაში 2006 წელს აღმოაჩინეს. ეს ჩონჩხები სიცივისა და სიბნელის წყალობით კარგად არის შენახული. გენეტიკური ანალიზისთვის საჭირო მასალა, სპეციალისტებმა ერთ-ერთის კბილიდან აიღეს.


კვლევებით ასევე ირკვევა, რომ ეს კონკრეტული აღმოჩენილი ძველი ევროპელები გენეტიკურად ყველაზე ახლოს დღევანდელ შვედებთან და ფინელებთან დგანან. თუმცა ცისფერი თვალების მიუხედავად, შავი ან მუქი ყავისფერი თმა და მუქი კანის ფერი ჰქონდათ. მეცნიერები კი ვარაუდობდნენ, რომ ძველ ევროპელებს უკვე 45, 000 წლის წინ, ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ და კავკასიისკენ გადმოსახლების შემდგომ მალევე გაუღიავდათ კანიც და თვალის ფერიც.


ლალუესა ფოქსი ამბობს: "მიიჩნევდნენ, რომ კანის გაღიავება აფრიკიდან ჩრდილოეთში (ჯერ ახლო აღმოსავლეთში, შემდეგ ევროპაში) გადმოსახლებისას მოხდა, სადაც ულტრაიისფერი გამოსხივება გაცილებით სუსტია. ადამიანის კანში D ვიტამინის სინთეზიც ამიტომ ხდება, კანი სწრაფად იცვლის ფერს და ღიავდება. აშკარაა, რომ ასე არ ყოფილა. ადამიანები, რომელთა ჩონჩხებსაც გენეტიკური ანალიზი გაუკეთდა, დაახლოებით 40 ათასი წლის წინ (ძვ.წ. 380-ე საუკუნეში) ცხოვრობდნენ, თუმცა მათი კანი არ იყო ღია."

ასევე საინტერესოა 10, 000 წლის წინ (ძვ.წ. მე-80 საუკუნეში) ბრიტანეთში მცხოვრები კაცის აღმოჩენა და მისი ანალიზის შედეგები - "ჩედერი კაცი".


ჩედერი კაცი



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
473
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
473
  
2018, 27 დეკემბერი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1