x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
13,700 წლის წინ საფლავებს ყვავილებით ამკობდნენ
13, 700 წლის წინ საფლავებს ყვავილებით ამკობდნენ


ისრაელში ყვავილებით შემკულ უძველეს საფლავებს მიაკვლიეს 2013 წელს. კარბონული დათარიღების მეთოდმა აჩვენა, რომ მათი ასაკი დაახლოებით 13, 700 წელია ანუ ეს ადამიანები დაიკრძალნენ დაახლოებით ძვ.წ. 126-ე საუკუნეში. ეს ადამიანები განეკუთვნებოდნენ ნატუფის კულტურის ხალხს. ეს იყო პერიოდი, როდესაც ადამიანებმა ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობის განვითარებამდე მიატოვეს მომთაბარე ცხოვრება და სოფლებში მუდმივი დასახლებების შექმნა დაიწყეს.


სამარხებს აყვავებული მცენარეების ანაბეჭდებით კარმელის მთასთან ახლოს მიაკვლიეს. ისინი ძველი საფლავის ტალახმა აღბეჭდა. მცენარეთა შორის არის პიტნა და აბზინდა.

"მანამდე, ნატუფის პერიოდის (13, 050 - 7, 550 წლის წინ) სამარხებში ყვავილები არ აღმოჩენილა. ადამიანები შესაძლოა, ყვავილებს საფლავების შესამკობად ამ მთელი პერიოდის განმავლობაში იყენებდნენ, მაგრამ ამ ყვავილების ნარჩენების მოძებნა ახლა რა თქმა უნდა რთულია, ვინაიდან ისინი მალევე ლპება და იხრწნება." - ამბობს ჰაიფას უნივერსიტეტის არქეოლოგი - დანიელ (დანი) ნადელი.



დანიელ ნადელი


ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ მიცვალებულის დაკრძალვისთვის იმ პერიოდში თხრიდნენ მიწას, შემდეგ ასხამდნენ ტალახს და ფსკერს სხეულამდე ყვავილებით ფარავდნენ. მცენარეებს კი არომატისა და სილამაზის მიხედვით არჩევდნენ.


მთავარი კულტურები, რაც გავრცელებული იყო 55, 000 წლის წინანდელი პერიოდიდან 120, 000 წლის წინანდელ პერიოდამდე როგორც არქეოლოგიური მონაცემების დამუშავებით ირკვევა, კრძალავდნენ თავიანთ გარდაცვლილებს დიდი პატივით, აბარებდნენ მიწას და აყოლებდნენ მათ საფლავში სპეციალურად შერჩეულ ცხოველების ძვლებს (ან თავად მოკლულ ცხოველებს). დაკრძალვის ცერემონია საკმაოდ ორგანიზებული გახლდათ და დამაკმაყოფილებლად მაღალი კულტურის ნიშნებს ატარებდა, რაც მრავალი თაობის განმავლობაში გრძელდებოდა, როგორც ტრადიცია. (იხ. წყარო)




ასევე დაგაინტერესებთ:

1) უძველესი პროტოცივილიზაციები

2) არიელების წარმოშობა და გავრცელება



განაგრძეთ ძალიან საინტერესო სტატიების კითხვა


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
173
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
173
  
2018, 25 დეკემბერი, 21:48
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1