x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სამარხვო ნამცხვარი მარტივად

სამარხვო ნამცხვარი


image

საჭირო მასალა:


1, 5 ჭიქა შაქარი;
0, 5 ჭიქა ზეთი;
1 ჭიქა მინერალური წყალი;
1 ჭიქა ქოქოსის ფანტელები;
1 ლიმონის ცედრა(დახეხილი კანი);
1 შეკვრა ვანილი;
1 შეკვრა გამაფხვიერებელი;
ფქვილი - დაახლოებით 3, 5 ჭიქა;
2 ცალი ვაშლი.


მომზადების წესი:



შაქარი, ზეთი და მინერალური წყალი ავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ ქოქოსის ფანტელები, ვანილი, ლიმონის ცედრა, გამაფხვიერებელი და ფქვილი. ბოლოს შევურიოთ კუბუკებად დაჭრილი ვაშლი.


ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.


თავზე მოვაფრქვიოთ შაქარის პუდრა.


ანა კოსტავას კულინარიული ექსპერიმენტი

0
1293
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
1293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0