x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"..ან ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა - პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს?
image
"ცოტა ხნის წინ სრულიად სოციალური მედია "შოკში ჩააგდო" აღმოჩენამ – "რაც მოგივაო დავითაო, ყველა შენი თავითაო", დათოზე კი არა, დავაზე ყოფილა.

ამჯერად, პროფესორი თამარ ბუკია წერს, რომ ყველასთვის ცნობილი ლექსი, ყველას არასწორად გვცოდნია და ბებერი არა ალაზანში, არამედ არაზანში ჰკიდია.

"ალბათ ყველას გახსოვთ საბავშვო ლექსი :

"აჩუ, აჩუ, ცხენო, საით გაგაჭენო?..."


ამ ლექსის მცოდნეთა 80 % ამბობს;

"ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია,

პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია"-ო.

ნუთუ არავინ დაფიქრებულხართ, ან ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა - პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს? ის პური ხომ ალაზნის წყლით იქნება დამბალ-დაშლილი?

სინამდვილეში, ლექსში ის ბებერი ა რ ა ზ ა ნ შ ი ა ჩაკიდული.

არაზანი - დიდი თონეა, რომელშიც ბევრი პური ცხვება ერთდროულად.

აი, როგორ თავის ადგილას დადგა ყველაფერი: ბებერი დიდ თონეში ბეეევრ პურს აცხობს (ცოტა პურის გამოსაცხობად არ ჩაანთებდნენ არაზანს!), მაგრამ ისეთი ძუნწია, რომ ჩამოვლილ მშიერ მგზავრს პური არ მოუტეხა. ამიტომაც ამბობს ის მგზავრი, - "პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია"-ო.

გუგლში რომ მონახოთ, წერია, "არაზანი - დიდ, თავსხმა წვიმას ნიშნავსო"

მე კი გავიხსენე, სად გავიგე, არაზანი რომ დიდი თონე ყოფილა. ეს კახეთში მოხდა, იმ ოჯახში, რომელიც პურის ცხობას მისდევს.

"გადავწყვიტე, არაზანი ჩავდგა თონის ნაცვლად, თორემ თონე ვერ აუდის ამდენი პურის ცხობასო."- ბრძანა დიასახლისმა.

"არაზანი - რა არის-მეთქი?" - რომ ვიკითხე, გაეცინათ.

"პროფესორი ქალი ხარ და მა ეს არ უნდა იცოდეო? არაზანი - დიდი თონეა. ჩვეულებრივ (კახურ) თონეზე ორჯერ დიდი მაინც იქნებაო"...

აი, მაშინ შევხტი მოულოდნელობისგან... იმწუთას ეს ლექსი გამახსენდა... ხმამაღლა ვთქვი და... "ვნახე", როგორ განლაგდა ყველაფერი თავ-თავის თაროზე. დანარჩენი - ავხსენი უკვე.

ერთს ჩავამატებ:

"არაზანი", ალბათ, მხოლოდ კახეთში იყო მიღებული თონის სახელად. არაზანს რომ ჩაანთებდნენ, იმხელა იყო, რომ მთელი თუ არა, ნახევარი სოფელი მაინც აცხობდა პურს იმ დღეს.

წარმოიდგინეთ, რამხელა იყო არაზანი:

ჩვეულებრივ თონეში 4-5 "სვეტად" აკრავდნენ პურებს და თითო სვეტში 5-6 პური ცხვებოდა. ანუ 20 მოზრდილი ან 30-მდე - მომცრო ზომის პური.

არაზანში ჩაკრული პურების სვეტების რაოდენობა - 8-დან 12-მდე მაინც იყო და თითო სვეტში 7-8 პური ცხვებოდა. ანუ 56-დან 96-მდე პური ცხვებოდა ერთდროულად.

იმედია, ამის მერე მაინც იტყვით ამ ლექსს სწორად და ბავშვებსაც ასევე ასწავლით!!!" - წერს ოთარ ნიჟარაძე

2
681
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
681
  
2018, 18 დეკემბერი, 23:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 18 დეკემბერი, 14:31
შეიძლება მართლაც არაზანია, მაგრამ ეს ,,ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ბებერიო" იმისავით მოუვიდა, ნოდარ დუმბაძის მოთხრობაში რომაა-,, მასწავლებელო, გოგია უიშვილი თუ მატარებელმა მოკლა,იმისი სიზმარი ვინ მოყვაო?"
0 1 2