x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ჩემი შვილები, ჩემი ორი ბედნიერება სასწაულებრივად გადარჩნენ. მადლობა უფალს!

imageზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილები ჩემი სუნთქვაა, ჩემი გული, ჩემი გონება, ჩემი სისხლი და ჩემი სხეულის ნაწილია. როდესაც დამირეკეს და მითხრეს, თქვენს სახლში შემთხვევა მოხდა და ბავშვები რეანიმაციაში გადაგვყავსო, სუნთქვა შემეკრა, გული გამიჩერდა, გონება დამეხშო, სისხლი გამეყინა და სხეული ისე მომედუნა, თითქოს არსებობა შევწყვიტე. როგორც კი ცოცხლები დავინახე, თითქოს მეც თავიდან დავიბადე. მიუხედავად მათეს მძიმე მდგომარეობისა, ვირწმუნე და ვგრძნობდი, რომ არანაირად არ დამძიმდებოდა, ეხლა ვხდები რატომ. სულ ღმერთს ვუხმობდი ჩემს შვილებთან და ამიტომაც. ეს იყო ტრაგედია, რომელიც ბედნიერებით დასრულდა, ჩემი შვილების, ჩემი ორი ბედნიერების სასწაულებრივად გადარჩენით. მადლობა უფალს! რწმენა და სიყვარული გადაარჩენს ადამიანს.
2017 წლის 10 დეკემბერი. ძალიან მიჭირს და მიმძიმს ამ დღის გახსენება. თუმცა გვერდს ვერ ავუვლი. მეგონა დავიწყებას მივცემდი, მაგრამ, ვერ დავივიწყე! თუმცა როგორ დავივიწყებ, როცა ყოველი დაღამება იწყება ხან ერთი შვილის და ხან მეორის შეკითხვებით: - კიდევ იქნება აფეთქება? ყოველთვის ვპასუხობ არა, დედა! -სახლი აგვიშენდება? ქუჩაში არ დავრჩებით? რა თქმა უნდა არა-თქო! ნუთუ სასწაული არაა? რომ მეორეჯერ დაიბადნენ ჩემი შვილები და მათი გამზრდელი ბებია, თუმცა ბებიამ ვეღარ გადაიტანა და 4 თვის შემდეგ ცაში გაფრინდა. პატარა ალექსანდრე კი ვერ იჯერებს, რომ მისი ბებია ცაშია. მთხოვს, რომ დავუძახო და მოვიყვანო.
შარშანდელი 10 დეკემბრის შემდეგ თითქოს ეკლით გადაბურდულ უღრან ტყეში აღმოვჩნდით, სადაც უამინდობა არ მთავრდება და გზასაც ვერ ვპოულობთ! ხან ბილიკი გამოჩნდება, ხან კი უკვალოდ ქრება.უფლის ნებით გადავიტანთ ამ ქარტეხილს, ჯერ მზე გამოანათებს, გზა გაგვინათდება, შავი ღრუბლები გაიფანტება, ცა გადაიწმინდება და ჩვენს თავზე მხურვალე მზე იკაშკაშებს. მე ამ ზღაპრის ასე მჯერა! დაე, ჩემი შვილების მომავალი განათებული და მზით მოკაშკაშე ყოფილიყოს! მინდა ბედნიერები ვიყოთ მათი ბედნიერებით! მინდა ბედნიერი ოჯახი გვერქვას!image

0
78
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0