სხვა 6 საშიში სიმპტომი, რომელთა დაიგნორება არ შეიძლება 2018, 10 დეკემბერი, 10:25 ხშირად, სტრესი, დაღლილობა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები რჩება სათანადო ყურადღების გარეშე. თითქმის ყველა ქალი უფრო მეტად ზრუნავს სხვებზე, ვიდრე საკუთარ თავზე, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ რომ ზოგიერთი სიმპტომი სახიფათოა და მათი დაიგნორება, ნამდვილად არ ღირს.
1. ხშირი შარდვა. გარდა იმისა, რომ ხშირი შარდვა დაკავშირებულია თირკმელებისა და საშარდე გზების პრობლემასა თუ ანთებით პროცესებთან, მას ასევე შეუძლია სიგნალი მოგვცეს ჰორმონალურ დარღვევებზე და ასევე ვაგინალური მიკროფლორის პრობლემებზე. თუმცა, თუ ხშირ შარდვასთან ერთად ხშირად გაქვთ წყურვილის გრძნობა და სვამთ დიდი რაოდენობით სითხეს, ეს დიაბეტის ნიშნებია. 2. წონაში კლება უმიზეზოდ. თუ არ ხართ ახალი ნამშობიარები, არ დაგიცავთ დიეტები და არ გიავადმყოფიათ, თუმცა უცებ გაურკვეველი მიზეზით 3-4 კგ დაიკელით, მაშინ ნუ დააიგნორებთ ფაქტს, რადგან წონის უმიზეზო დაკარგვა დაკავშირებულია კრონის დაავადებასთან (კრონის დაავადება არის უცნობი ეტიოლოგიის ავადმყოფობა, ხასიათდება გასტროინტესტინური ტრაქტის ტრანსმურალური ანთებით. კრონის დაავადება შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინალური ტრაქტის ნებისმიერ მონაკვეთში, პირიდან პერიანალური არემდე, თუმცა როგორც წესი ნანახია ტერმინალურ თეძოს ნაწლავსა და პერიანალურ არეში), II-ე ტიპის დიაბეტთან და ასევე ის შეიძლება იყოს კიბოს ერთ-ერთი სიმპტომი. 3. მომატებული თმიანობა. თუ ჭარბთმიანია ადამიანი ცხოვრების მანძილზე, ეს სიგნალი არ არის, თუმცა თუ გაურკვეველი მიზეზით, იმ ადგილებში, სადაც უწინ ზომიერად იყო თმის მოცულობა და ახლა გახშირდა, ყურადსაღებია, რადგან ეს მიუთითებს მამაკაცის ჰორმონების არსებობაზე, ძუძუს კიბოზე ან მეტაბოლურ პრობლემებზე. 4. გაუგებარი გამონადენი. თუ გაუგებარ გამონადენს შეამჩნევთ, არავითარ შემთხვევაში არ დააიგნოროთ და მიმართეთ გინეკოლოგს, რადგან ეს შეიძლება ანთებითი პროცესების ან ინფექციების დაავადებების სიგნალი იყოს. 5. მკერდის ცვლილება. თუ საეჭვო სიწითლეს ან ხელის შეხების შედეგად საეჭვო კვანძებს და სიმაგრეს შეამჩნევთ, თუ ტკივილის შეგრძნებები გექნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. არ განიხილება მენსტრუალური ციკლის დროს არსებული სიმძიმე და ტკივილი. 6. სისხლდენა. სისხლდენის მიზეზი არა მხოლოდ აკლიმატიზაცია, მემკვდირეობითი ფაქტორი ან მომატებული ვარჯიში შიძლება იყოს, ის შეიძლება გამოიწვიოს ანთებითმა პროცესებმა, საშვილოსნოს მიომამ, ენდომეტრიოზმა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლამ. 401 10-ს მოსწონს
|