x
image
ინტერ-გოგონა
დიკა სალაყაია : "წვიმებს რა ვუყო სულში რომ იცის, თორემ ამინდი გამოიდარებს"

image
დიდიხანია თვალს ვადევნებ ამ მშვენიერი ქალბატონის პოეზიას, ხშირად მის ლექსებში საკუთარი თავიც მიპოვნია... სურვილი გამიჩნდა, გამეცნო და მესაუბრა მასთან მისი ლექსების შესახებ...

-დიკა გვიამბეთ თქვენზე?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR)სპეციალისტი და სოციალური მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი..

36 წლის, მყავს მეუღლე და ორი შვილი, წარმოშობით სამეგრელოდან, ამჟამად თბილისში ვცხოვრობ...


გარდა პროფესიული საქმიანობისა ჩემი მკითხველი სოციალური მედიის საშვალებით მიცნობს როგორც ავტორს თუმცა ქვეყანაში სადაც თანამედროვე ლიტერატურას ჰყავს პოეზიის ხევისბერი- ტარიელ ხარხელაური პოეტს საკუთარ თავს როგორ ვუწოდებ, უბრალოდ ვწერ..პირველი ჩემი ლექსი რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა პოპულარული გახდა იყო "არ დამეღალო დედი"ალბათ გახსოვთ კიდეც, სწორედ ეს ლექსი იყო რომელიც სატელევიზიო პროექტ "ნიჭიერში" წაიკითხა ერთ-ერთმა მონაწილემ და საკმაო წარმატება მოუტანა მას..

ამ ლექსს მოჰყვა სხვა ლექსები და დღეს ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი მკითხველია..ხშირად მიგზავნიან ვიდეოჩანაწერებს სადაც შვილები დედებს უკითხავენ ლექსებს, აწყობენ საღამოებს და მიხარია ცხოვრების გიჟური ტემპისა და გადატვირთული ყოველდღიურობის მიუხედავად უამრავი ადამიანისთვის სულისმოთქმის საუკეთესო საშვალება პოეზიაა...

შეიძლება ითქვას რომ კითხვა და თანამედროვე ლიტერატურა მოდური ტრენდი გახდა..

-ნამდვილად, ბევრი აპრილია თქვენს ირგვლივ და მე ეს ძალიან მომწონს, პირადად ჩემთვის აპრილი სილამაზესთან სიყვარულთან და რაღაც ახლის ძალიან კარგის დაწყებასან ასოცირდება...და თქვენი აზრით რომ შეგვეძლოთ სიყვარულს ფერი მივანიჭოთ რა ფერი იქნებოდა ის?

თითოეულ ჩვენგანს საკუთარი სიყვარული და სიყვარულის ისტორია გვაქვს...გამოდინარე აქედან სიყვარული შეიძლება ზოგიერთის წარმოსახვაში ღია ტონებში იყოს გადაწყვეტილი და ზოგისთვის კი პირიქით...

ამასთან დაკავშირებით გამახსენდა და ძალიან მიმწონს კანადელი მეცნიერის, ჯონ ალანის ჰიპოტეზა სიყვარულის ფერებზე, რომლის ვარაუდითაც ისევე როგორც ფერთა გამაზე არსებობს სამი ძირითადი ფერი და დანარჩენი ფერები მათი კომბინაციის შედეგად არის მიღებული, სიყვარულშიც ზუსტად ასეა, გვაქვს სიყვარულის გამომხატველი სამი ძირითადი სახე:ეროსი, ლუდუსი და სტორგი დანარჩენი გრძნობები მანია, პრგამა და აღაპი კომბინაციის შედეგია..

ალანის თეორემაში ყველა გრძნობას საკუთარი ფერი და მნიშვნელობა აქვს.მე ჰიპოტეზიდან ყველაზე მეტად სიყვარულის ნარინჯისფერი მომწონს, იგი არის გრძნობის ფერი რომელსაც "აღაპი" ეწოდება და ბერძნულად სულიერებას ნიშნავს...სიყვარულს რომელსაც წარმოსახვაში ნარინჯისფერი აქვს შეუძლია თავდაუზოგავი სიყვარული, მისი საფუძველი მოთმინება, სიკეთე და ერთგულება...

აი, ჩემს სიყვარულს კი იასამნისფერი აქვს...ალბათ იმიტომაც, რომ აპრილი და გლიცინიები მიყვარს....ისე იმავე თეორემის მიხედვით, ვინც თავის სიყვარულს იასამნისფერში ხედავს მისი სიყვარული არის ემოციების ნამდვილი "ამერიკული მთების ატრაქციონი" და კოკისპირული წვიმა, რაც ზუსტად ასეა...

-დიკა თქვენ გაქვთ თქვენი სავტორო გადაცემა "ნაწვიმარი ალუბლები" ...

"ნაწვიმარი ალუბლები"-ს იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა, მაშინ როცა ელექტრონულმა მედიამ და ტექნოლოგიების განვითარებამ ფართო შესაძლებლობები მოიტანა..ეს იყო ერთ-ერთი ლიტერატურული გვერდი სოციალურ ქსელში რომელსაც საკმაოდ დიდი მკითხველი ჰყავდა..შემდეგ ნაწვიმარმა ალუბლებმა სატელევიზიო ფორმატის სახე მიიღო და ყოველკვირეული ლიტერატურული გადაცემის ციკლი გაკეთდა, რომელიც თითქმის ყველა თანამედროვე ავტორს მიეძღვნა...ეს იყო გადაცემა სადაც ავტორები წრსდგენილნი იყვნენ თავიანთი ისტორიებით, მოგონებებით, სევდით, სათქმელით და უთქმელით, სადაც მთავარი მხოლოდ ლიტერატურა და შემოქმედი იყო, მისი სახასიათო შტრიხებით...ეხლა კი ვთვლი რომ ამ გადაცემა საკუთარი სათქმელი თქვა და რესურსი ამოწურა“მალე ახალი, კიდევ უფრო საინტერესო პროექტი ელოდება პოეზიის მოყვარულებს...

-ცოტა ბანალური კითხვა მაგრამ მაინც გკითხავთ, ყველაზე მეტად რომელი ლექსი გიყვართ?

თითქმის ყველა ლექსი გულიდან წამოსული სათქმელია, ისინი ისეთები არიან რისი თქმაც იმ წუთას მინდოდა (ყოველგვარი კორექტირების გარეშე)რისი უთქმელობაც ცუდად გამხდიდა...

ლექსები ერთგვარი თერაპიაა, დასვენება და შვება...

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მკითხველმა მომწერა:

"სანამ თქვენი ლექსების წაკითხვა შემეძლება დეპრესია არ დამემართებაო"

ჩემი აკვიატებული ტერმინიც #ჩაისუნთქებედნიერება ერთ-ერთი მკითხველისგან წამოვიდა..

ასეა, ყოველდღე ჩვენ ვსუნთქავთ ბედნიერებას...

ყოველდღე ვაგროვებთ წვრილმანებს პოზიტივისთვის...

ყოველდღე ვალაგებთ ჩვენი ცხოვრების თაროზე ისტორიებს...

ყოველდღე ვხედავთ რომ მზე ასრულებს ღამეს...

მაგრამ ხანდახარ ყველაფერი ჩვენი სურვილების შესაბამისად არ ხდება, ზოგჯერ მზეს ვკარგავთ და იწყება სულში წვიმების სეზონი...

წვიმა კი ყველაზე ტკივილიანი და უსაშველაო, მით უფრო, როცა გრძნობ, რომ ყველაფერი იდარებს მის გარდა...

"წვიმებს რა ვუყო სულში რომ იცის, თორემ ამინდი გამოიდარებს"

მერე ვიკრებთ ძალებს და ვცდილობთ საკუთარი თავი თვითონვე წამოვაყენოთ....

ზოგჯერ ამ წვიმით სიარულს ვსწავლობთ ან უბრალოდ ვეჩვევით...

მეც ასე ვარ, სულის წვიმების პრევენციას ვახდენ თითქოს აპრილით და ჩემს ყველა ლექსში სევდასთან ერთად ამიტომაც არის ღიმილი და იასამნისფერი გლიცინიები...

რაც შეეხება ლექსებს გამიჭირდება რომელიმე გამოვარჩიო... თუმცა არის ლექსები რომლებიც მე თვითონაც მაქვს ამოჩემებული და ესენია: "ხშირად გაიღიმეთ დარდები დამალეთ", "რომ შემეძლოს ვიცხოვრებდი სოფელში", 'შენი მაჯებიდან დაწყებული" და ლექსები "ბებოზე"...


-ქალი ძლიერი უნდა იყოს?

უალტერნატივოდ (ღიმილის სმაილიკი)ასეც არის !

მგონია რომ ქალი მამაკაცზე ძლიერია თავისი ფსიქიკით, ემოციებით, შესაძლებლობებით, ნებისყოფით და თუნდაც ტკივილის გაძლების უნარით..ყველამ ვიცით რომ ადამიანის ორგანიზმს შეუძლია გაუძლოს 45 დელ ტკივილს, მაგრამ ქალი შვილის გაჩენისას უძლებს 57 -ს და ასე ხდება სიცოცხლის საწყისი....

მართალია, ყველა ქალს მოსწონს როცა მასზე ზრუნავენ, აღმერთებენ და ხელისგულზე ატარებენ მაგრამ, ქართველი ქალების უმრავლესობას ყოფითი პრობლემებიდან თუ სოციალური ასპექტებიდან გამომდინარე ამაში არ გაუმართლა და სანაცვლოდ როცა დასჭირდა შეძლო გაცილებით მეტი ძალების მობილიზება საკუთარ თავში, ვიდრე ეს მამაკაცმა...

სწორედ ქალების სიძლიერის შედეგია რომ, დედებმა გაუგონარი სიმძიმის ჯვარი დაიდეს მხრებზე და თითქმის ყოველდღიურად "ომობენ" რეალობასთან ...

რამდენი ათასი ემიგრანტი ქალი არჩენს ოჯახში დარჩენილ შვილებსა და ქმარს...რამდენი ათასი ქალი ყოველდღიურად უარს ამბობს საკუთარ სურვილებზე კერისა და ჭერის კეთილდღეობის სანაცვლოდ...რამდენი ქალი საკუთარ ტკივილს ითმენს და ამბობს, რომ არ სტკივა სხვების ღიმილის სანაცვლოდ...

განა ეს არ არის სიძლიერე?

მართალია ზოგადა მიიჩნევა, რომ ქალი სუსტი არსება და ქართველი ქალის შესაფასებლად ხშირად იყენებენ ეპითეტებს:კლდემამოსილი, მორჩილი, მშვიდი, დამყოლი ნაზი და ა.შ...

მაგრამ სწორედ ამ კლდემამოსილი ქალების "ვაჟკაცობამ" გადარჩინა ქვეყანა და შიმშილისთვის განწირული უამრავი ოჯახი ჩვენს უახლოეს წარსულში...

ისტორიულადაც ხომ ასეა, საქრთველო პატრიარქალური კულტურის ქვეყანა და ერთ-ერთია მსოფლიოს იმ ქვეყანათა შორის რომელშიც ე.წ დედის კულტია დომინატი...

მადლობა თითოეულ ქალს, რომელმაც საკუთარ თავში იპოვა ძალა და იცის თუ დასჭირდა სრულიად მარტომ როგორ აიაროს ყველაზე დიდი აღმართი!


- ამბობენ თუ ქალი ლექსებს წერს მასში ორი ქალი ცხოვრობსო, დედა და პოეტიო...თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

ზოგადად პოეტი ქალი ალბათ პუბლიკის წარმოსახვაში ძალიან ნაზი, სუსტი და ღრუბლებში მოფარფატე არსება...

არ ვიცი სხვა პოეტი ქალები როგორები არიან მაგრამ, მე იშვიათად "დავფრინავ"..

დედაც და ქალიც ზუსტად ერთნაირი ვარ....თუმცა თუ პროცენტულად შევხედავ საკუთარ შინაგან მდგომარეობას უფრო დიდი დოზით ვარ დედა...

-ისე კი იცით როგორი ვარ?

აი, ისეთი თანამედროვე მაისურზე რომ ძველისძველი ბროშის დაბნევა მინდება ხოლმე და ვიბნევ...(აქ ღიმილის სმაილი)

ხმაურიან "ივენთებზე" მიწვეული, რამოდენიმე დღით ადრე რომ საგულდაგულოდ შევარჩევ კაბას და მერე უეცრად ჩემთვის, ჩუმად სამზარეულოში ყავის სმა მოინდება და ...(უბრალოდ არ მივდივარ)

აი ისეთი ბავშვების პატარა სეიფში ფულს რომ ვაგროვებ ზაფხულისთვის მერე დეკემბერში ვხსნი და და თავშესაფარში მივდივარ...

ძირითადად დამთმობი და მიმტევებელი...

როცა ვტირივარ, რომ უნდა ჩამეხუტონ ისეთი...

მაგრამ ვერ ვიტან როცა ფეხს გაბიჯებენ, გთელავენ, გტკენენ..ჰო, მაშინ ვარ აი ისეთი, არაფრის და არავისი, რომ არ მეშინია და არ ურჩევ ბევრს მიცნობდეს ასეთს...(იშვიათად ვარ)

ისე კი ხშირად მეზარება რომ გავბრაზდე და არც ვბრაზობ ხოლმე...(თორემ სიბრაზისთვის მიზეზებს რა გამოლევს)

არ მხიბლავს ულტრა და მეტალის თანამედროვეობა, მთა და ბუხარი ქრონიკულად რომ შემეყარა აი ისეთი ვარ...

ალბათ არც ისე ადვილი ვარ....

რაც მთავარია ზარმაცი არ ვარ, არასოდეს მეზარება გამოწვევებს ვუპასუხო და ახალი სირთულეები გამოვიგონო...

ხშირად მგონია რომ სოციალურ პასუხისმგებლობა გამძაფრებულად შემეყარა და სხვების დარდი, ტკივილი, სიცივე მომეტებულად მცივა...

ვიცი რომ ბევრი აღმოაჩენთ საკუთარ თავს...

ვიცი რომ თქვენც ჩემსავით ძვირადღირებული ქურქის მოხვევას უბრალო პლედი და ბუხარი გირჩევნიათ....

ჰო, ჩვენი ბედნიერება ჩვენ უნდა შევქმნათ...

ჩვენი წვრილმანებით, ხასიათებით, ეპიზოდებით...

წიგნის ფურცლებში ბავშვობის დროს ჩადებულ ერთ ყლორტ ენძელას რომ წლების შემდეგ წააწყდები ეგეც ხომ სიახარულია?

რამდენი რამეა სიხარული....

ამიტომაც მე ყოველ დღე ვსუნთქავ ბედნიერებას...


პ.ს ასე დასრულდა ჩვენი საუბარი და მე დადებით ემოციებით ვარ სავსე... ვფიქრობ ეს დადებითი ემოცია კიდევ კარგახანს გამყვება...

წერის დროს იქნებ უვურიე კიდეც რამე, მე მაპატიეთ...ყველაზე ძალიან მაბედნიერებს წერა იმაზე რაც გულთან ძალიან ახლოს არის...

#მეჩავისუნთქებედნიერება

და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა დიკა სალაყაიას...


ესეც ჩემი ფავორიტი ლექსი

"მოდი, თითქოს ბავშვები ვართ, გამიტაცე,

მერე სადმე გადამხიზნე მთებში,

სიყვარული სულ თავიდან ამიხსენი,

არ გამიშვა არ გამიშვა სახლში..

ყვავილები დამიწენი გვირგვინებად,

სამკაულად კესანები მართვი,

საღამოჟამს ბუხარს ცეცხლი შეუკეთე,

ცხელი ჩაი მოვიმზადოთ მაყვლით....

მერე დილით განთიადზე გამაღვიძე,

ნაწვიმარზე მასეირნე ბაღში,

ხელის გულზე შენი ხელი დამაფარე

ისე, თითქოს შემეშინდა რამის...

მოდი, თითქოს ბავშვები ვართ გამიტაცე,

მერე სადმე გადამხიზნე მთებში,

სიყვარული სულ თავიდან ამიხსენი,

არ გამიშვა არ გამიშვა სახლში..."

დიკა სალაყაია

და ბოლოს თავად დიკა სალაყაიას ლექსით დაგემშვიდობებით


"იცი რა მინდა?

ღრმა სიბერემდე მე და შენ დღეებს ერთად ვითვლიდეთ,

მე მქონდეს ბაღი მინდვრის ყვავილის

და შენ ყოველდღე გვირგვინს მიწნიდე"

გისურვებთ ყველას ასეთ ლამაზ ცხოვრებას...ძალიან, ძალიან ღრმა სიბერემდე გყოლოდეთ გვერდით და გულთან ახლოს საყვარელი ადამიანი...

imageimage






4
396
2-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
396
  
2019, 17 იანვარი, 0:06
მეც მომწონს ამ გოგოს პოეზია
2018, 9 დეკემბერი, 21:34
მადლობა ჩემო კარგოოო
2018, 9 დეკემბერი, 21:25
კარგი იყო
0 1 4