პროფილაქტიკა რეცეპტი, რომლის წყალობით სამუდამოდ დაივიწყებთ ხველას და ხველის სიროფებს 2018, 11 დეკემბერი, 11:07 ზამთრის მოახლოებასთან ერთად მატულობს სურდო და გრიპი, რასაც თან ახლავს ხველა, რომელიც იწვევს ყელის გაღიზიანებას. აფთიაქები კი სავსეა ხველის საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალებებით, ჩვენც უმალ მივდივართ მათ შესაძენათ, თუმცა ეფექტურია თუ არა ისინი და მალე გავთავისუფლდებით თუ არა ამ ვერაგი გრიპისგან და ხველისგან, მხოლოდ დროის საკითხია.
მინდა გაგიზიაროთ მარტივი და მეტად ეფექტური, ხველის საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც არ ახლავს უკუჩვენებები და რეკომენდებულია მოზარდებისთვისაც და ბავშვებისთვისაც. საჭირო ინგრედიენტები: 2 ჩ.კ. გამოწურული ლიმნის წვენი. 1 ჩ.კ. თაფლი. 0, 5 ჭიქა წყალი 1 ჩ.კ. შაქარი. 0, 5 ჩ.კ. დაცეხვილი იმბირი (ჯინჯერი). 0, 5 ჩ.კ. დაცეხვილი ნიორი მომზადების წესი: ყველა მოცემული ინგრედიენტი წყლის გარდა მოათავსეთ ბლენდერში და ადღვიბეთ. სქელი მასის მიღების შემდეგ შეურიეთ მოცემული წყალი, მოათავსეთ "ემალის" ჭურჭელში და დადგით ქურაზე. წამოადუღეთ მანამ, სანამ მასა არ შესქელდება. როდესაც გაცივდება, დაყავით აბის ფორმებათ და მიიღეთ დღეში 2-3 -ჯერ გაციებისა და ხველის წინააღმდეგ, შედეგი გაგაოცებთ. შენიშვნა: ეს საშუალება ნამდვილად ეფექტურია გრიპისა და ხველის წინააღმდეგ, რადგან მასში შემავალი იმბირი (ჯინჯერი) აძლიერებს იმუნურ სისტემას; თაფლი- კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა; ნიორი ანტიბაქტერიული ეფექტით გამოირჩევა; ლიმონი C ვიტამინითაა მდიდარი და გაციებას შველის. P.S. გისურვებთ ჯანმრთელობას. 850 10-ს მოსწონს
|