სხვა 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ 2018, 8 დეკემბერი, 16:47
ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს სხვადასხვა წარმოუდგენელი ფაქტის შესახებ ალბათ გსმენიათ. ზოგიერთი მათგანი ჩვენს გაოცებას იწვევს, ზოგის დაჯერება კი გვიჭირს. ხოლო ზოგიერთი დღემდე მითად მიგვაჩნია. წაიკითხეთ 11 ფაქტი, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ.
იცით თუ არა, რომელ ქიმიურ ნივთიერებას შეუძლიან გონება ერთი შესუნთქვით დაგაკარგვინოს? შეიძლება თუ არა რომ სახიფათო მკვლელმა იცხოვროს, როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავმა და ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავდეს? მართალია თუ არა, რომ ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი მეკობრე ქალი იყო? ამ ყველაფრის შესახებ ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.
11 წარმოუდგენელი ფაქტი ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს შესახებ: დროა ცოდნა შევავსოთ!
ფაქტი 1. ტიოაცეტონი მსოფლიოში ყველაზე მყრალ სუნად არის აღიარებული ეს აქროლადი სითხე ქიმიურ ლაბორატორიაში შექმნეს. სხვათა შორის, ქალაქ ფრაიბურგში მისი გახსნის შემდეგ მოსახლეობის პანიკური ევაკუაცია დაიწყო. მთელი ღამე უცნობი წარმომავლობის სუნის გამო ქალაქის მაცხოვრებლებს პირღებინება დაეწყოთ. ამასთან სუნი იმდენად საშინელი იყო, რომ ბევრი ადამიანი გონებას კარგავდა. რა უნდა ვთქვათ, რომ 70-იან წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამ ნივთიერებით სავსე კოლბა გახსნეს და 200 მეტრის რადიუსში მყოფ ადამიანებს მასობრივი პირღებინება დაეწყოთ. ფაქტი 2. ამერიკულ მთებზე სრიალი თირკმლებიდან ქვების გამოტანა შეუძლია. თავდაპირველად, ამ საეჭვო ფაქტზე ყურადღება ექიმმა უორტინგერმა გაამახვილა. მისი პაციენტები წარმოუდგენელ ისტორიებს ჰყვებოდნენ იმის შესახებ, რომ ატრაქციონის სტუმრობის შემდეგ პრობლემა მოიშორეს. სწორედ მაშინ მან კვლევის ჩატარება გადაწყვიტა: 3D მოდელის თირკმელები შექმნა და ალბათობის გამოთვლა დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო მეტს ისრიალებს ადამიანი ამერიკულ მთებზე, პრობლემის მოგვარების მით უფრო მეტი შანსი არსებობს. ფაქტი 3. პინოქიოს ეფექტი არსებობს მრავალრიცხოვანმა კვლევამ ადამიანებზე, რომლებიც ტყუილს ამბობენ, საინტერესო შედეგამდე მიგვიყვანა. ასე რომ, წარმოუდგენელი ფაქტი ამბობს: ტყუილის განზრახვის დროს ტვინი ნეირონების ქსელს ააქტიურებს. და ეს უკანასკნელი შეიძლება ცოტათი გაიზარდოს. მარტივად რომ ვთქვათ, ტყუილი ცხვირის გარშემო კანის გათბობას იწვევს, რასაც პინოქიოს ეფექტს უწოდებენ. ფაქტი 4. ტკივილი ტვინს ანგრევს და დემენციას იწვევს თუ ტკივილგამაყუჩებლების გამოყენების მოწინააღმდეგე ხართ, უნდა იცოდეთ, რომ მოთმინება - გამოსავალი არაა. ტკივილი განწყობას აუარესებს და შრომისუნარიანობას აქვეითებს, მას ტვინის სერიოზული დარღვევის გამოწვევა შეუძლია. ექიმებმა მოახერხეს იმის დამტკიცება, რომ ადამიანები, რომელთაც ტკივილი სხვადასხვა ადგილას (მუხლებში, ზურგში, თავში და ა.შ.) აწუხებს, დემენციის განვითარების რისკი 10 %-ით უფრო მაღალი აქვს. ფაქტი 5. რაც უფრო ნაკლები კბილი - მით უფრო ცუდი მეხსიერება როგორც აღმოჩნდა, კბილები ინფორმაციის დამახსოვრების პროცესზე გავლენას ახდენს. ასე რომ, ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ადამიანს რაც უფრო ნაკლები ჯანსაღი კბილი აქვს, მით უფრო ცუდი მეხსიერება აქვს. კბილების ამოვარდნის დროს არა მხოლოდ ღრძილები და კბილების ნერვები ღიზიანდება, არამედ თავის ტვინის ნეირონული ქსელი. და მათი დიდი ნაწილი მსოფლიოს გარშემო არსებული ფაქტების ათვისებასა და დამახსოვრებაზე არის პასუხისმგებელი. ფაქტი 6. ძლიერმა იმუნიტეტმა შეიძლება გველის შხამისგან დაგიცვათ ადამიანის ორგანიზმის შესახებ წარმოუდგენელი და გასაოცარი ფაქტები ამბობს, რომ შავი მამბას ნაკბენის შემდეგ გადარჩენა არავის შეუძლია...თუ მისი ნაკბენიდან 15 წუთის შემდეგ შხამის საწინააღმდეგო ნემსს არ გაიკეთებთ. თუმცა, ტიმ ფეიჯმა შეუძლებელი დაამტკიცა: ის გადარჩა! ასეთი „იღბლის“ მიზეზი იმაში იმალებოდა რომ თავად მამაკაცმა ცხოვრების 20 წელი გველის შხამის საწინააღმდეგო შრატის შექმნას მიუძღვნა. ის საკუთარ იმუნიტეტში ბუნებრივი ანტი სხეულის გამომუშავების ხარჯზე ქმნიდა. ამისთვის სხეულში მცირე რაოდენობის გველის შხამი შეჰყავდა, შემდეგ კი აკეთებდა „ვაქცინებს“, 170-ზე მეტი სახეობის შხამიან გველს კბენის საშუალებას აძლევდა. ფაქტი 7. პაბლო ესკობარის დაქირავებული მკვლელი პოპულარული ბლოგერი გახდა ჯონ ველასკესი - ცნობილი ნარკობარონის პირადი დაქირავებული მკვლელი, რომელმაც 250-ზე მეტი ადამიანის სასტიკი მკვლელობა აღიარა. ის ჰოლივუდში ცხოვრობს, ათასობით თაყვანისმცემელთან სურათებს იღებს და სოციალურ ქსელ, Youtube-ზე ვიდეო რგოლებს აქვეყნებს. ამ ვიდეოებში წარსულსა და შეცვლის მცდელობებზე საუბრობს. ამასთან ჩადენილი დანაშაულის გამო არ ნანობს და საკუთარ გამოცდილებაზე სიამოვნებით საუბრობს. ასევე მისი ისტორიის შესახებ ფილმის გადაღებას აპირებენ. ფაქტი 8. უძილობის მიზეზი უმუშევრობა და ზედმეტი წონა არის ლაიფციგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 10 ათასზე მეტი ადამიანის ანკეტა შეავსეს, რომლებიც უძილობას უჩიოდნენ. მათ წონას, რესპოდენტების ეკონომიკურ სტატუსსა და ძილის პრობლემებს შორის პირდაპირი კავშირი იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, სიმსუქნე და ფულის ნაკლებობა არა მხოლოდ ცხოვრების, არამედ ძილის ხარისხსაც ამცირებს. ამ წარმოუდგენელ ფაქტებს იმ აზრამდე მივყავართ, რომ პრობლემა მოგვარდება, თუ სხეულზე მუშაობას დაიწყებთ და ახალ საქმიანობას იპოვით. ფაქტი 9.ისტორიაში ყველაზე მკაცრი და ძლიერი მეკობრე ქალი იყო ის მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა და ხალხში ცნობილი იყო, როგორც ქალბატონი ჯენი. ისტორია დუმს იმის შესახებ, რომ მეძავი ქალი მეკობრეების ცნობილი კაპიტნის მეუღლე გახდა. კაპიტანს გულში იმდენად ჩაუვარდა, რომ კეთილ მეორე ნახევარს თავისი ფლოტი აჩუქა, რომელიც ჯენამ 1800 ხომალდამდე გაზარდა. სხვათა შორის, ამბობენ, რომ მისი წარმატების საიდუმლო მდგომარეობდა მკაცრ დისციპლინაში: მისი ხელმძღვანელობის დროს მეკობრეს საერთო სახაზინოდან ქურდობა, დაუმორჩილებლობა და ტყვედ აყვანილი ქალების გაუპატიურება თავის ფასად უჯდებოდა. ამასთან, იღბალი არავის გამოურიცხავს! ფაქტი 10. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფირმა - აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია იყო თუ მის კაპიტალს დღევანდელ კურსში გადავიყვანეთ, ის კომპანია Apple-ის შემოსავალს 8-ჯერ აღემატებოდა და 7 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. თავად სავაჭრო საზოგადოება ჰოლანდიაში მე-17 საუკუნის დასაწყისში დაარსდა. სხვათა შორის, ის ცნობილი იყო იმით, რომ დამფუძნებლებს შორის საქმიან პასუხისმგებლობაში სააქციო ტიპის პრაქტიკა დაიწყო. რით იყვნენ დაკავებულნი? ჩაის, ძვირფასი ლითონების, აბრეშუმის, კერამიკის და ოპიუმით ვაჭრობით ევროპას, ჩინეთსა და ინდონეზიას შორის. ფაქტი 11. ანტარქტიდის ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიაზე ძაღლების შემოყვანა აკრძალა ეს ცხოველები ყველაზე ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალებაა, ამასთან მკაცრ საცხოვრებელ პირობებთან ადაპტირებული. მიუხედავად ამისა, 90-იან წლებში მათი შემოყვანა და გამრავლება მკაცრად აკრძალული იყო. ის საფრთხეს უქმნიდა ჩრდილოეთის სელაპის განვითარებას, რომელთა იმუნიტეტიც ძაღლების გამოჩენის შემდეგ ძლიერად შესუსტდა. თავად კანონი კვლავ აბსურდულად ითვლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, 2009 წელს ის 50 წლით გაახანგრძლივეს. მსოფლიოს შესახებ ეს წარმოუდგენელი ფაქტები მოგეწონათ? ასევე დაგაინტერესებთ: 1. 7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ 2. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ 3. 6 ნიშანი, რომ თქვენ შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფებით 4. კოშმარული ჰოროსკოპი: გაიგეთ, რომელ სერიულ მკვლელს აქვს იგივე ზოდიაქოს ნიშანი, როგორც თქვენ 5. 6 სახიფათო აქსესუარი მანქანაში, რომლებიც უნდა მოიშოროთ უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 5185 შეფასება არ არის
|