ადმინისტრაციული თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი 2018, 1 დეკემბერი, 18:57
ქუთაისის აეროპორტში მომხდარ თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის წესით, ძალადობის ბრალდებით, სამი კი, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ერთმა პირმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს, ჯონი გიგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სამმა პირმა კი სიტყვიერი. თავდასხმა, დიდი ალბათობით პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა.
თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს, თუმცა ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ამოღებული ინფორმაციის შედეგად მათი დაკავება ოპერატიულად მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 166-ე მუხლით მიმდინარეობს. 578 1-ს მოსწონს
|