x
image
კატო ემხვარი
საქართველოში შობის მარხვა დაიწყო!
image

საქართველოში დღეს, 28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო, რომელიც ქრისტეშობამდე, ანუ 7 იანვრამდე გაგრძელდება. საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი. ქრისტიანები მას პირველი საუკუნიდან იცავენ. 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე მარხვის ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.


image

სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით, „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისაგან ქვის ორი ფირფიტა მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი, ორმოცი დღის მარხვის შედეგად, ვიხილავთ და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან ვღებულობთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული და ხორციელად შობილია, რომლის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით“.



image

25 დეკემბრამდე მარხულთათვის თევზით ხსნილია.




აგრეთვე, იხილეთ:

> მარხვის საიდუმლოებანი

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0