სისხლის სამართალი სანდრო ეულის ქუჩაზე ახალგაზრდა დაჭრეს 2018, 26 ნოემბერი, 20:46
სანდრო ეულის ქუჩაზე სროლის დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა რურუა ავრცელებს.
ის ამბობს, რომ თავად შეესწრო ფაქტს.
"-ვერანდაზე, მეზობელ მაგიდასთან მსხდომ ახალგაზრდებს, პარკინგის ტერიტორიიდან ვიღაცამ, ან ვიღაცებმა იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, შუა ქალაქში, დღისით, მზისით. მინიმუმ ერთი ახალგაზრდა დაიჭრა, სხვა ყველა სასწაულებრივად გადარჩა. " -წერს ნიკა რურუა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 44 1-ს მოსწონს
|