x
image
დოზა26
"რაც შეეხება ამ მამლაყინწა ყმაწვილკაცს, იძი ნა ჩაი, რა, შვილოსან!"-ცოტნე გამსახურდია

image
ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდიას ვაჟი სოციალურ ქსელში წერს:

ვაშაძის შვილი თუ შშმ პირია, ამაში არაფერია ცუდი ან დასაძრახი, ორი აზრი არ არსებობს. არ არსებობს შეზუდული შესაძლებლობები, ყველა ადამიანი უფლებრივად თანასწორია. მაგრამ ხშირად ამ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს სულაც არ სურთ ამ განსხვავებულობის აფიშირება და ესეც მათი უფლებაა. და არცერთ არამკითხე ქინძს არა აქვს უფლება, ჩააფრინდეს მკლავში და სცენაზე გამოიყვანოს, გამოდი, მთელ ქვეყანას მოუყევი შენს შესახებ და ყველა უსაქმურის სალაპარაკო გახდიო. ამას ქვია პირადი ცხოვრების უფლება და ქვეყანაში, სადაც ყველა სხვის ცხოვრებით ცხოვრობს, ამის გაგება გაუჭირდებათ. ვერც იმაში დაადანაშაულებ ვაშაძეს, რატომ თქვა შვილზე – ღვინის ბიზნესი აქვს, თუ ასეთი იყოო. და საქართველოში როდიდან უკვირთ საკუთარი შვილების აღმატებულ, არა, ზეაღმატებულ ხარისხში წარმოდგენა? მიხედეთ თქვენს საქმეს, რა! რაც შეეხება ამ მამლაყინწა ყმაწვილკაცს, რომელმაც დედასთან ერთად ქართულ პოლიტიკაში შემოსეირნება გადაწყვიტა. პიარმენეჯერმა კი ურჩია, დედის დამცველად წარმოაჩინეთო, მაგრამ დედას ვაშაძის შვილი დაესხა და მისგან იცავს? ან იქნებ იმ ვაშაძის შვილს, რომლის რუს დედასაც 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი 30 წლის უკან დაშორდა და რომელსაც საქართველოში საერთოდ არ უცხოვრია, სულ არ აინტერესებს მამის პოლიტიკური საქმიანობა, არც ეს არჩევნები, და არც ეს გორჯესტან-კაშია? იძი ნა ჩაი, რა, შვილოსან! დედა მაშინ უნდა დაგეცვა, ბიძინესთან რომ საქმე დაიჭირა. სჯობს იმაზე იფიქრე, მილიონის გადახდაში როგორ დაეხმარო .imageimage

0
510
3-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0