x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ევოლუცია - უდიდესი სანახაობა დედამიწაზე - მეცნიერების სიმფონია

ევოლუცია - უდიდესი სანახაობა დედამიწაზე - მეცნიერების სიმფონია

ქვემდებარე ტექსტი და ვიდეო აწყობილია დიდი მეცნიერების და მეცნიერების პოპულარიზატორების გამონათქვამების მიხედვით. ეს არის ის ხალხი, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიოს ახალგაზრდობაში მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში და დააინტერესეს ისინი კოსმოლოგიით, ევოლუციით და სამყაროს ისტორიით: რიჩარდ დოკინსი, დეივიდ ეთენბორო და ბილ ნაი.


"როგორ შეიძლება რომ გარდაიქმნას ერთი სახეობა მეორედ? როგორ მოხდა, რომ ჩვენ გარშემორტყმულნი ვართ სიცოცხლის ამგვარად რთული და მომხიბლავი ფორმებით, ამგვარი მრავალფეროვნებით და მრავალსახოვნებით? შენი და ჩემი გენები, ისინი დნმ-სგან (დეზოქსირიბონუკლეინმჟავასგან) შედგება. ყველა ცოცხალი არსება ერთნაირი ქიმიური ნაერთებით შევდგებით. ჩვენ, ყველა დნმ-სგან შევდგებით. გარემოსთან მხოლოდ ყველაზე კარგად შემგუებელი და მორგებული გადარჩება. ესაა გასაღები ზემოთდასმული კითხვისა. ბუნებრივი გადარჩევა - ესაა კითხვაზე პასუხი.



4 მილიარდი წლის სიცოცხლის ხე - იგდრაზილი



ჩვენ გარშემორტყმულნი ვართ დაუსრულებლად ბევრი, ულამაზესი, უმშვენიერესი, თვალწარმტაცი სიცოცხლის ფორმებით. ევოლუცია - ესაა უდიდესი სანახაობა დედამიწაზე. ესაა დიდებულება სიცოცხლისა. მისმა 4-მილიარდწლიანმა ისტორიამ სიცოცხლის ხის გამაოგნებლად ბევრი ტოტი წარმოშვა, უამრავი განაყოფი და მიმდინარეობა. ორგანიზმთა 5 სამეფო ადრიდანვე წარმოიშვა. ბაქტერია, პროტისტები - ამებას მსგავსი ერთუჯრედიანები, სოკოები, მცენარეები და ცხოველები. ჩვენ ვსხვედვართ ამ უზარმაზარ, 4-მილიარდწელნაზარდი ხის ერთ-ერთ უმცირეს ტოტზე და საკუთარი თავი სამყაროს ცენტრი გვგონია. ბოლო 4 მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწაზე უკვე გადაშენებულია დაახლოებით 190 მილიარდი სახეობის ცოცხალი არსება, ხოლო დღეს გარშემორტყმულნი ვართ მილიონობით სხვა სახეობით: მოსიარულეებით, მფრინავებით, მხტუნავებით, მორბენლებით, მხოხავებით, მცურავებით... ყოველი მათგანი იბრძვის, რომ მიაღწიოს ერთ საერთო მიზანს - გადარჩეს და უზრუნველყოს მომავალი თაობის დატოვება, გააგრძელოს საკუთარი სახეობის ისტორია. ერთი მიზნით ცოცხლობს ყოველი - გააგრძელოს სიცოცხლის უსწყვეტი ციკლი მომავალ თაობებში.


როდესაც სიცოცხლის უდიდეს ისტორიაში შორს ვიყურებით, ვხედავთ დაუსრულებელ, მუდმივად განახლებად სახეობათა და ქვესახეობათა რიგებს. ის ცხოველები ჩვენთვის შესაძლოა შორეულებად ჩანდნენ, უცნაურებად ან ფანტასტიკურებადაც კი, მაგრამ რეალურად ყველა და ყველაფერი დღეს არსებული სწორედ მათი დანატოვრები ვართ და მათ უნდა ვუმადლოდეთ არსებობას. ევოლუცია მართლაც უდიდესი სანახაობაა დედამიწაზე."


თუ გინდათ, რომ დარწმუნდეთ ევოლუციის აბსოლუტურ უმცდარობაში, მაშინ გადადით ამ ლინკზე და გაეცანით იქ მოცემულ სტატიებს: ევოლუცია - უდავო მეცნიერული ფაქტი.

და ასევე: ადამიანის გადაშენებული სახეობები





ასევე დაგაინტერესებთ:

1) გორაკებს იქით, ჰორიზონტს მიღმა - მეცნიერების სიმფონია

2) საზღვრის კიდემდე - მეცნიერების სიმფონია

3) ვარსკვლავთა საიდუმლოება - მეცნიერების სიმფონია

4) კვანტური სამყარო - მეცნიერების სიმფონია

5) ბრწყინვალე განთიადი - მეცნიერების სიმფონია

6) კოსმოსის მონსტრები, ტრილიონობით შავი ხვრელი - მეცნიერების სიმფონია

7) გონიერების ახალი ტალღა - მეცნიერების სიმფონია

8) ჩვენ, ყველანი დაკავშირებულნი ვართ - მეცნიერების სიმფონია

9) დიდი დასაწყისი - მეცნიერების სიმფონია


განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
122
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0