x
image
ღიმილიანი
სამსახური დაიწყეთ და უკვე პრობლემები გაქვთ? – კელი ფლენეგენი გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ გაუმკლავდეთ მათ
image

იყავი მამაცი, როდესაც რაღაც არ გამოდის და მარცხდები. სიმამაცე შიშის უგულვებელყოფაა. სიმამაცე შენი კომფორტის სივრცეში ახლიდან დაბრუნება და ახალი დასაწყისის პოვნაა, რადგან ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ შანსს სხვანაირი ცხოვრების.

ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას არა არიან უკეთესები, რადგან არიან წარმატებულები. ისინი უკეთ გრძნობენ თავს, რადგან გარკვეული სურვილი დაიკმაყოფილეს. როცა მათ წარუმატებლობა ხვდათ წილად, არ უფიქრიათ, რომ სხვა რამ უნდა ეკეთებინათ. ისინი არ უსმენდნენ ადამიანებს, რომლებიც მათ მიუთითებდნენ წარუმატებლობაზე, როგორც განაჩენზე. ისინი დაბრუნდნენ უკან და კიდევ ერთხელ სცადეს, იმ რწმენით, რომ მათი მონდომება ერთ დღესაც წარმატებას მოუტანდათ მათ. სხვანაირად რომ ვთქვათ, წარმატება ყოველთვის არ არის საოცარი განცდა. უფრო ხშირად ესააა წარუმატებლობა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას გავჩერდეთ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ დაფიქრდეთ თქვენს პრობლემებზე, გაანალიზოთ და გადალახოთ დაბრკოლებები.


  • სამსახური არ არის ყოველთვის სასურველი, სამსახური არის ადგილი, სადაც მუშაობ შენი სურვილებისთვის, ესაა ადგილი, სადაც ხარ იმისთვის, რომ წახვიდე იქ, სადაც გინდა და აისრულო შენი სურვილები.
  • ყველა თავისებურად აკეთებს. არ ინერვიულო შედეგზე, სანამ დაიწყებდე მუშაობას. შედეგი დამოკიდებულია შენს ჭკვიანურ ქმედებაზე და არა იმაზე რამდენად განიცდი, რა იქნება.
  • წინდახედულობა საჭიროა დასაწყისში, როდესაც ვმუშაობთ ჩვენს სურვილებზე: ისწავლე იყო ადამიანი, რომელსაც სულ აინტერესებს, როგორ გააკეთოს და შეიყვარე შენი საქმიანობა.
  • შიში გაიძულებს დანებდე, დაამარცხე იგი მასთან საუბრით, ვისაც ნამდვილად ენდობი.
  • სიჯიუტე არის სიმამაცის შემცვლელი სიტყვა.
  • რაც არ უნდა ვთქვათ, ჩვენი სურვილები ჩვენს ნამდვილ "მეს" განსაზღვრავენ, ჩვენ ასევე გამოცვდით უიმედობას, გულისწყრომას და ტკივილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავნებდეთ.
  • ჩვენ ვსწავლობთ სწორედ შეცდომების დაშვებით.
  • ხშირად პრაქტიკა არ განსაზღვავს ჩვენს კომპეტენტურობას, უბრალოდ უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის დაცვა და დასაბუთება, რატომ გვინდა ვაკეთოთ ესა თუ ის საქმე, იქამდე სანამ არ მიიღებთ შესაბამის გამოცდილებას.

სტატია მომზადებულია კელი ფლენეგენის წიგნის "საყვარელი" მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:


მამის წერილი პატარა ქალიშვილს (მისი მომავალი ქმრის შესახებ)


image

შეგიძლიათ 21 დღე გაატაროთ ისე, რომ არ იწუწუნოთ? სცადეთ! ვილ ბოუნის ძალიან საინტერესო მოხსენება - სამყარო წუწუნის გარეშე


image

0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0