x
მეტი
  • 29.09.2024
  • სტატია:137329
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
გამხდარი ვარსკვლავები საცურაო კოსტუმებში
სიგამხდრე ყოველთვის იდეალურ სხეულს არ ნიშნავს, საცურაო კოსტუმის არჩევისას გარკვეული „ხარვეზის“-პატარა ზომის მკერდი, ვიწრო ან განიერი თეძოები, წელის ხაზის უქონლობა-შენიღბვა ხდება საჭირო.

მსგავსი პრობლემები არც გამხდარი ვარსკვლავებისთვის არის უცხო. თუმცა ყველა მათგანი ვერ ახერხებს შესაფერისი საცურაო კოსტუმის არჩევას და ფიგურის ღირსების ხაზგასმის ნაცვლად, მის ნაკლს წარმოაჩენს. გადავხედოთ როგორ გაართვეს თავი გამხდარმა ვარსკვლავებმა საცურაო კოსტუმების შერჩევას.


ახალგაზრდა მაილი საირუსი (Miley Cyrus), ბოლო დროს სწრაფად იკლებს წონაში, ამიტომ მას ე.წ. Push up საცურაოების ტარება უწევს, რადგან გახდომა პირველ რიგში მკერდის ზომაზე აისახება.

image
ეშლი ოლსენი (Ashley Olsen) საკმაოდ ხშირად ჩნდება მოდურ ჩვენებას თუ პრეზენტაციებზე, პლიაჟზე სასიარულოდ კი ნაკლებად იცლის. თუმცა საცურაო კოსტუმის არჩევას პასუხისმგებლობით მოეკიდა და განსხვავებული მასალის ორნაწილიანი საცურაო სწორად შეარჩია.


image
ნაომი უოტსმა ( Naomi Watts) უპირატესობა მიანიჭა წლევანდელი ზაფხულის სეზონზე მოდურ მთლიან საცურაო კოსტუმს, რითაც აქცენტი ჩამოსხმულ ფეხებზე გადაიტანა.
image
მიუხედავად იმისა, რომ კეიტ მოსი (Kate Moss) მოდელია, ის ყველა რაკურსში მიმზიდველად არ გამოიყურება. საცურაო კოსტუმის ზოლები და მსხვილი ნასკვები კეიტის თეძოებს სიგანეს მატებს.

image
გვინეტ პელტროუ (Gwyneth Paltrow) ჭარბი წონის პრობლემა არ აქვს. მისი ნაზი და მკვრივი სხეული შესანიშნავად გამოიყურება ნებისმიერ სამოსში, თუმცა არა საცურაო კოსტუმში. გვინეტის არჩეული მინი-ბიკინი ხაზს უსვამს მსახიობის არამარტო ბრინჯაოსფერ ნამზეურს, და არამედ ნაკლსაც. ზედმეტად პატარა და განზე გასული ბიუსჰალტერის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ გვინეტს მკერდი საერთოდ არ აქვს.

image
რიანამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო, რაც მას არ ახარებს, რადგან წონის კლება აისახა მის მიმზიდველ სხეულზე, მკერდი და თეძოები ზომაში შემცირდა. ამიტომ მომღერალი არჩევს მსხვილი დეტალებით გაფორმებულ საცურაოს ან "ბახრომებიან" ბიუსჰალტერს.

image
პატარა ზომის მკერდის ვიზუალურად გაზრდას მშვენივრად ახერხებს მინიატურული კეიტ ბოსუორტი (Kate Bosworth), რომელიც დიაგონალურ-ზოლებიან რეტრო-სტილის საცურაო კოსტუმს ანიჭებს უპირატესობას.
image
დაუტცენ კრეზმა (Doutzen Kroes) ბავშვის დაბადების შემდეგ სწრაფად აღიდგინა იდეალური ფორმა, მისი უზადო სხეული შესანიშნავად გამოიყურება ნებისმიერ საცურაო კოსტუმში.

image



1
221
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:maia
maia
221
  
0 1 1