x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში 43 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლა
image


სუიციდის შემთხვევა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.

სოფელ გამარჯვებაში 43 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დედოფლისწყაროს ტელევიზიის ექსკლუზიური ინფორმაციით, მარტოხელა მამაკაცი მეზობლებმა მოიკითხეს, რის შემდეგაც ოთახში გარდაცვლილი ნახეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცმა თავი მისივე კუთვნილი სანადირო თოფით მოიკლა.


სოფელ გამარჯვებაში ამბობენ, რომ მამაკაცს ფინანსური პრობლემები არ ჰქონდა, ამიტომ მომხდარის მიზეზებზე საუბარი ოჯახის ახლობლებსაც უჭირთ.



„რამდენიმე კვირაში შვედეთში მიემგზავრებოდა, ბილეთებიც უკვე ნაყიდი ჰქონდა. ამიტომ ყველასთვის გაუგებარია, რამ აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგა. განათლებული და წესიერი ადამიანი იყო, ორი უმაღლესი და მაგისტრატურა ჰქონდა დამთავრებული. 4-5 წელი სოფლის რწმუნებულთან მუშაობდა, მანამდე სასაზღვრო პოლიციაში იყო. ფინანსურად არ უჭირდა, ბევრი მიწა ჰქონდა, ნაკვეთებს და ვენახს ამუშავებდა, ძმაც ეხმარებდა. საჯარო სამსახურიდან ამიტომ წავიდა, რომ სოფლის მეურნეობისთვის მიეხედა. შარშან და შარშანწინ მშობლები დაეღუპა და მას შემდეგ მარტო ცხოვრობდა. ნადირობა უყვარდა და ეს თოფიც მისი იყო, გაფორმებულიც ჰქონდა. თურმე ძმა ურეკავდა და რომ არ პასუხობდა, მერე მეზობლებთან დაურეკიათ, დაგვალაპარაკე, საქმე გვაქვს და არ გვპასუხობსო. მეზობლები შევიდნენ და ეს საშინელი სურათი დახვდათ. არ სვამდა, არ თამაშობდა, ძალიან ეკლესიური იყო და სოფელში ტაძრის მშენებლობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მისმა ოჯახმა ეკლესიის მშენებლობას საკმაო თანხა შეწირა, ყველა პატივს სცემდა და გაოგნებულია ხალხი, “ - აცხადებენ დაღუპულის ახლობლები.


ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად გურჯაანში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიებას შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

.

ამავე თემაზე: ქორწილში მიმავალი დედოფლისწყაროელების ავტოავარიას 24 წლის სოსო ჯალიაშვილი ემსხვერპლა (ვიდეო)

.

ავტოსაგზაო შემთხვევა დედოფლისწყაროში - დაშავდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი

0
574
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0