x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ ცდილობენ რესტორნები ჩვენს მოტყუებას - 13 ეშმაკური ხერხი, რომელიც უნდა იცოდეთ
კაფეში ან რესტორანში შესვლა დროის გატარების სასიამოვნო გზაა. ამიტომაც ამ დროს არ ვფიქრობთ, რა ხერხებს იყენებს რესტორნის მფლობელი ჩვენს მოსატყუებლად და როგორ ცდილობს, მეტი ფული დაგვახარჯინოს. ზოგი ადამიანი კერძის მირთმევის შემდეგ დღესაც კარგად ამოწმებს ხოლმე ქვითარს, ყველაფერი სწორად წერია თუ არა, თუმცა, ქვითარში ტყუილს დღეს იმდენად ხშირად აღარ მიმართავენ. კლიენტებისგან მეტი სარგებლის მისაღებად ახლა უფრო შეფარული და დახვეწილი ხერხები გამოიყენება, რომლებსაც სტატიაში გაგაცნობთ.








1. ფულისა და დროის დაზოგვა ნატურალური წვენის გაკეთებისას

ბარმენები ხშირად ბევრ დროს არ ხარჯავენ წვენის გაკეთებაზე, იმიტომ კი არა რომ პროდუქტები არ აქვთ, უბრალოდ, ეზარებათ. მაგალითად, ერთი შეიქის გასაკეთებლად 3 ფორთოხალია საჭირო, ხშირად ისინი, უბრალოდ, გამზადებულ ფორთოხლის წვენს გისხამენ ჭიქაში, რაც დროს უზოგავთ.

image








2. მყუდრო მაგიდები რესტორანში

თითქმის ყველა რესტორანი დაინტერესებულია იმით, რომ რაც შეიძლება მეტი მყუდრო მაგიდა ჰქონდეს. კვლევის თანახმად, ადამიანები მეტი რაოდენობის საჭმელს უკვეთავენ, თუ სხვა მომხმარებლის თვალისგან დამალულები არიან. ასე რომ, მყუდრო კუთხის მაგიდასთან მჯდარი კლიენტი მეტს უკვეთავს, რადგან იცის, რომ ამისთვის არავინ განსჯის მას.


გარდა ამისა, კომფორტულ მაგიდასთან ჯდომა ნიშნავს, რომ ადგილზე დიდ ხანს დარჩებით, ანუ მეტს შეუკვეთავთ. დააკვირდით, ყავისა და ჩაის სახლებში ხშირადაა მყუდრო მაგიდები ოთახის კუთხეებში განთავსებული.

image








3. კერძის მოხერხებულად შეთავაზება

Bournemouth University-ის კვლევის თანახმად, მენიუში კერძების დიდი რაოდენობის წყალობით რესტორნები და კაფეები ყოველთვიურად დამატებით მოგებას იღებენ.

ექსპერტ აარონ ალენის თქმით, რესტორანს მარტივი მარკეტინგული ხრიკების გამოყენებით შეუძლია მოგების გაზრდა. მაგალითად, ადამიანები უმეტესად უკვეთავენ კერძებს, რომლებიც მენიუს შუაში წერია. ამიტომაც არის, რომ რესტორნის მფლობელები ამ ადგილას უმეტესად ძვირიან კერძებს წერენ. იმისთვის რომ ყველა პროდუქტი თანაბრად გაიყიდოს, ყველა დესერტს ერთსა და იმავე ფასებს ადებენ, მათი სიდიდისა და ინგრედიენტების მიუხედავად.

image








4. ფულის დაზოგვა ძვირადღირებულ პროდუქტზე

ასოციაცია National Restaurant Consultants-ის პრეზიდენტი დევიდ კინჩელოი ამბობს, რომ ხშირად მზარეულები ამა თუ იმ კერძის მოსამზადებლად ძალიან ცოტა ინგრედიენტს იყენებენ, მაგრამ მენიუში მაინც უთითებენ მათ. მაგალითად, შეიძლება მენიუში ეწეროს, რომ კექსი შეიცავს კენკრას, ხორბალს, თხილს და ტრუფელს, მაგრამ თქვენს თეფშზე აღმოჩნდეს უბრალო კექსი, რომელსაც ერთი მოცვი ადევს თავზე. ამით კი, კლიენტები, უმეტეს შემთხვევაში, მოხარულები რჩებიან.

image








5. უჩვეულო სახელები კერძებისთვის

რესტორნის მეპატრონეებმა იციან, რომ კერძების უჩვეულო, ეგზოტიკური სახელები კლიენტზე შთაბეჭდილებას ახდენს. The Guardian-ის მიხედვით, მარკეტერები დიდ ხანს ფიქრობენ ამა თუ იმ კერძის სახელსა და მენიუში აღწერილობაზე. მაგალითად, სახელი "თევზის ფილე" მომხმარებლებში დიდ აღტაცებას არ იწვევს, ისინი მეტი სიამოვნებით დააგემოვნებდნენ იმავე კერძს, რომელსაც ეგზოტიკური სახელი ერქმეოდა. ასევე, "შოკოლადის ტორტი" ჩვეულებრივი სახელია, მაგრამ "ტორტი ბელგიური შოკოლადით" მეტ ინტერესს იწვევს კლიენტში.

image








6. შემცირებული პორციები და პატარა თეფშები

შეიძლება თქვენც შეამჩნიეთ, რომ ბოლო დროს რესტორნებმა პორციების შემცირება დაიწყეს, მაგრამ ფასები იგივე დატოვეს. ასევე, დააპატარავეს თეფშებიც, რათა კერძის დამაკმაყოფილებელი ზომის ილუზია შეუქმნან კლიენტს.

image








7. კერძების ფოტოები და ვალუტის სიმბოლოს არარსებობა

რესტორნების მენიუს სპეციალისტ გრეგ რაპის თქმით, მენიუში კერძების სურათების განთავსებით კლიენტი მეტს დახარჯავს. ეს რესტორნის მოგებას 3-ჯერ ზრდის, ამიტომაც მფლობელები ძალიან ფრთხილად არჩევენ იმ კერძების ფოტოებს, რომლებიც მენიუზე უნდა განათავსონ.

ამას გარდა, ზოგი რესტორნის მფლობელი მენიუზე ვალუტის სიმბოლოს არ წერს. აშშ-ს კორნელის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ მენიუდან, სადაც ვალუტის ნიშანი არ წერია, ადამიანები მეტს უკვეთავენ.

image







8. "თევზის ორშაბათი"

რესტორნების უმეტესობა ახალ თევზს სამშაბათსა და ხუთშაბათს იღებს. ამიტომაც არის, რომ ბევრგან თევზი ხდება "ორშაბათის კერძი", რადგან მფლობელებს პროდუქტის დამთავრება ახლის მიღებამდე სურთ. გარდა ამისა, ხშირად "გასასაღებელ" კერძებს წინასწარ ამზადებენ.

image








9. უფასო წასახემსებელი

კარგია, როდესაც კერძის შეკვეთამდე ოფიციანტს წინასწარ მოაქვს უფასო წასახემსებელი, არა? ეს შეიძლება იყოს ზეთისხილი, კრეკერი ან ჩიფსები. თუმცა, ეს რესტორნის კეთილგანწყობილი ჟესტი სულაც არ არის, როგორც ბევრი შეიძლება ფიქრობდეს. ამ ხერხის უკან დამალული რეალური მიზეზი ისაა, რომ წასახემსებელი, რომელიც ბევრ მარილს შეიცავს, კლიენტს აწყურებს, რის შემდეგაც ის მეტ სასმელს უკვეთავს და რესტორანიც მოგებაში მიდის.

image








10. სპეციალურად შერჩეული მუსიკა

ჭამის დროს მუსიკის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. ძვირადღირებული რესტორნები ხშირად ირჩევენ კლასიკურ მუსიკას, რადგან ეს კლიენტებს თავს უფრო მდიდრად აგრძნობინებს და ახალისებს, დახარჯონ მეტი ფული. მაგალითად, ადამიანები 10%-ით ნაკლებს ხარჯავენ კაფეში, სადაც პოპ-მუსიკას უკრავენ.

image








11. 2 პორციის ზომა

ზოგჯერ მენიუში ერთი კერძი ორ პორციად შეგხვდებათ: დიდად და პატარად. ამ სტრატეგიას bracketing-ს უწოდებენ. კლიენტმა არ იცის, რამხელაა სინამდვილეში პატარა პორცია და ფიქრობს, რომ მისი შეკვეთით ფულს დაზოგავს. სინამდვილეში, რესტორნები პატარა პორციებს მის მოსამზადებლად დახარჯულ პროდუქტზე გაცილებით მეტ ფასს ადებენ. ყველაფრის გათვალისწინებით, კლიენტისთვის დიდი პორციის შეკვეთა უფრო მომგებიანია ხოლმე.

image








12. ბუნდოვანი სინათლე

განათება გავლენას ახდენს გარემოზე, სადაც ადამიანები ჭამენ. ჩვეულებრივ, ძვირადღირებული რესტორნები ბუნდოვან სინათლეს ირჩევენ, რომელიც სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის. ასეთ გარემოში ადამიანებს უფრო მოსწონთ დროის გატარება და მეტ ფულს ხარჯავენ.

image








13. მეგობრული ოფიციანტები

ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ რესტორნებში მხიარული და მეგობრული მიმტანები. რესტორნის მფლობელები ფიქრობენ, რომ კარგი ოფიციანტი კარგი გამყიდველიც უნდა იყოს. ამიტომაც არის, რომ ისინი კლიენტებს კომპლიმენტებს ეუბნებიან, ხუმრობენ და რეკომენდაციას უწევენ კერძებს. ხშირად კლიენტები მათ უჯერებენ, თანხმდებიან სპეციალურ შემოთავაზებებს და ოფიციანტების რჩევვით, მძიმე ვახშმის შემდეგ დესერტსაც კი მიირთმევენ. ასეთი მეგობრული მომსახურე პერსონალის გამო, მათ კლიენტები ხშირად უტოვებენ არც თუ ისე ცოტა ჩაის (ზედმეტ ფულს).

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ უნდა დაიცვათ სახლი ქურდებისგან, როცა მიემგზავრებით

image


2. რამდენჯერ შეიძლება ტანსაცმლის ჩაცმა, სანამ გარეცხავთ

image


3. რატომ უნდა გააგრძელოთ მუშაობა მაშინაც კი, თუ მილიონს მოიგებთ

image


0
1984
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1984
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0