x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138434
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
6 ფაქტი ჯგუფი "ქვინის" შესახებ, რომელიც პროდუსერებმა შეცვალეს, "ბოჰემური რაფსოდია" მსოფლიო კინო-ეკრანებს იპყრობს
image

სულ ცოტა ხნის წინ " ბოჰემური რაფსოდია " გამოჩნდა მსოფლიოს კინო-ეკრანებზე.


ალბათ, გასაკვირი არაა, რომ ამ ფილმის პრეზენტაციას ყველა მოუთმენლად ელოდა.


მისი ნამდვილი სახელი ბარუკ ბასლარა გახლდათ, ფრედი სასწავლებეში მეგობრებმა შეარქვეს. 1970 წლის აპრილში მოხდა ის, რამაც მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრია შეცვალა. ფრედი მერკური ჯგუფი "სმაილის " სოლისტად მიიწვიეს, იგი დათანხმდა, იმ პირობით, რომ ჯგუფს სახელს შეუცვლიდა და მან ჯგუფი "ქვინად" ანუ დედოფლად აქცია, ხოლო სიმღერა " ბოჰემური რაფსოდია" მსოფლიო ჰიტი გახდა, ეს იყო სრულიად განსხვავებული რამ მუსიკის ისტორიაში.


ამავე სახელწოდებით სულ ახლახანს გამოსული ფილმი კრიტიკოსების განხილვის საბაბი ხდება.


გაინტერესებთ, რა არის შეცვლილი ფილმში და რა არ შეესაბამება სიმართლეს?


გთავაზობთ 6 ფაქტს:



image


1. ფილმზე დაყრდნობით, ფრედი მერკური პირველად შეხვდა ბრაინ მეის და როჯერ ტეილორს მათი ბენდის "სმაილის" მიერ სიმღერის შესრულების შემდეგ, როცა ტიმ სტაფილმა გადაწყვიტა თავისი კარიერა ამ ბენდთან დაესრულებინა, სწორედ ამ ღამეს მერკურიმ თავად შესთავაზა ბენდს თავი სოლისტად, უთხრა, რომ წერდა ტექსტს სიმღრისთვის და შეასრულა სიმღერა, რომლითაც ბენდის წევრების აღფრთოვანება გამოიწვია და ისინიც დათანხმდნენ მის ბენდში მიღებას.


სინამდვილეში:

ორივე სოლისტი კოლეჯის მეგობარი იყო და სწორედ ტიმ სტაფილმა წარუდგინა მერკური ბენდს 1960 წელს და როცა, ტიმმა უარი თქვა სოლისტობაზე 1970 წელს ფრედიმ დაიკავა მისი ადგილი.



image


2. ფილმში ჩვენ ვხედავთ გიტარისტი ბრაიან მეი უჩვენებს ბენდს სიმღერის " We´ll rock you " რიტმს 1980 წელს და ბენდმა აღნიშნული სიმღერა შეასრულა ნიუ იუორკ არენაზე.


სინამდვილეში:

ეს სიმღერა უკვე შედიოდა 1977 წელს გამოცემულ ალბომში.



image


3. ფილმი შთაბეჭდილებას გვქიმნის, რომ ფრედი მერკურის სოლო კარიერამ ჯგუფი დაშალა და მხოლოდ ის იყო ცალკე კარიერის აწყობის მსურველი.


სინამდვილეში:

ბრაიან მეის თქმით, ეს მხოლოდ ფრედის მცდელობა არ ყოფილა, თითოეული მათგანი ცდილობდა ბენდის დატოვებას. დანარჩენებიც უშვებდნენ სოლო ალბომებს.



image


4. ფილმში, როდესაც ისინი ისევ გაერთიანდნენ ლაივ ეიდის კონცერტისათვის, ამბობენ, რომ მათ წლებია ერთად არ დაუკრავთ და შერცხვებიან, თუ ამდენი ხნის შემდეგ, ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე შეასრულებენ გამოსვლას მილიონობით ადამიანის წინაშე.


სინამდვილეში:

ეს კონცერტი შედგა 1985 წლის ივლისის შუა რიცხვებში და იქამდე ერთი წლით ადრე ისინი მუშობდნენ ალბომზე.


image


5. ფილმში მერკური მეგობრებს 1885 წელს უტყდება, რომ შიდსით არის დაავადებული


სინამდვილეში:

ეს მან ორი წლის შემდეგ გაიგო, ლაივ აიდის კონცერტის შემდეგ.



image


6. კბილების პროთეზის, ხელოვნური ცხვირის, ტყუილი წვერის და ა.შ საშუალებით მსახიობი რამი მალეკი გამოიყურებოდა ფრედი მერკურივით, ერთადერთი რაც არ შეცვალეს პროდუსერებმა ეს მისი ღია თვალების ფერი იყო,

ფრედის კი მუქი ფერის თვალები ჰქონდა.


ფილში წარმოჩენილია ფრედი მერკურის ემოციური მხარე და კარგადაა აწყობილი სტრუქტურულად.

შეიძლება ითქვას, რომ ფაქტების დამახინჯების მიუხედავად, დიდ ეკრანზე ფილმის ნახვა ლეგენდარული ადამიანის ცხოვრებას გვიხატავს და ხაზს უსვამს მის მარტოსულობასა და გენიალურ ტალანტს, მის დამოკიდებულებას სიყვარულის მიმართ და იმას, რომ მისი ცხოვრება მის შემოქმედებაში პირდაპირაა ასახული.


თუ გსურთ ნახოთ მეტი ინფორმაცია ფილმის შესახებ, ინსტაგრამზე ძალიან კარგი გვერდია გაკეთებული.



image


3
3468
6-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
3468
  
2018, 9 ნოემბერი, 12:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 7 ნოემბერი, 20:32
კარგი იყო
0 1 3