x
მეტი
  • 16.10.2024
  • სტატია:137639
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511516
ვისკის კოქტეილების 5 შესანიშნავი რეცეპტი
image

გსურთ სტუმრები მაგარი კოქტეილით გააოცოთ? მაშინ ეს რეცეპტები თქვენთვის არის! ვისკის გარდა თქვენ რამდენიმე სხვა ინგრედიენტიც დაგჭირდებათ, მაგრამ ყინულის კუბიკების მომარაგება არ დაგავიწყდეთ.


1. „მანჰეტენი“

image

თქვენ დაგჭირდებათ:

რამდენიმე კუბიკი ყინული


50 მლ ჭვავის ვისკი

20 მლ ტკბილი, წითელი ვერმუტი

2-3 წვეთი ანგოსტურად

1 ცალი ალუბალი კოქტეილისთვის

ანგოსტურა არომატულ ვენესუელურ სასმელს წარმოადგენს 45%-იანი სპირტის შემცველობით. შედის ბიტერის, ძლიერი ალკოჰოლური სასმელების, კატეგორიაში.

მომზადება:

ჭიქაში რამდენიმე ყინულის კუბიკი მოათავსეთ, ალკოჰოლური ინგრედიენტები დაასხით და კარგად აურიეთ.

კოქტეილის ბოთლი წინასწარ გააგრილეთ, მასში სასმელი გადაასხით და ალუბლით გააფორმეთ. ყინულის დამატება საჭირო არ არის.


2. „ნათლი მამა“

image

თქვენ დაგჭირდებათ:

რამდენიმე კუბიკი ყინული

35 მლ შოტლანდიური ვისკი

35 მლ ამარეტო

მომზადება:

ჭიქაში რამდენიმე ყინულის კუბიკი ჩაყარეთ, ალკოჰოლური ინგრედიენტები დაამატეთ და კარგად აურიეთ.


3. „ყავა ირლანდიურად“

image

თქვენ დაგჭირდებათ:

80 მლ ცხელი ყავა

1 ჩ/კ ყავისფერი შაქარი

40 მლ ირლანდიური ვისკი

30 მლ - ათქვეფილი ნაღები

მომზადება:

მაღალ ჭიქაში ცხელი ყავა ჩაასხით, ყავისფერი შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ, შემდეგ ვისკი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ.

ჩაის კოვზით პირდაპირ ჭიქაში ნაღები ამოიყვანეთ, რომ კოქტეილის ზედაპირზე ერთგვაროვანი ფენა შექმნას.


4. „ცხელი ტოდი“

image

თქვენ დაგჭირდებათ:

50 მლ ვისკი

3 ჩ/კ თაფლი

1 ცალი დარიჩინის ჩხირი

200 მლ მდუღარე წყალი

რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი გემოვნებით

2 ნაჭერი ლიმონი

2 ცალი მშრალი მიხაკი

მომზადება:

ვისკი თაფლს აურიეთ. მიღებული ნარევი 2 ცეცხლგამძლე ჭიქაში ჩაასხით. დარიჩინი შუაზე გადატეხეთ და თითოეულ ჭიქაში ჩადეთ. 100 მლ მდუღარე წყალი დაასხით, დაუმატეთ ლიმონის წვენი, ლიმონის ნაჭერი და მიხაკი.


5. „ძველი მოდა“

image

თქვენ დაგჭირდებათ:

1 ცალი შაქრის კუბიკი

2 წვეთი ანგოსტურა

რამდენიმე წვეთი სოდიანი გემოვნებით

რამდენიმე კუბიკი ყინული

45 მლ ჭვავის ვისკი ან ბურბონი

1 ფორთოხლის წილაკი

1 ცალი ალუბალი კოქტეილისთვის

მომზადება:

ჭიქაში შაქრის კუბიკი მოათავსეთ, ანგოსტურა და სოდიანი დაუმატეთ. აურიეთ. დაუმატეთ ყინული, ვისკი/ბურბონი და ფრთხილად აურიეთ. გაფორმების მიზნით ალუბალი და ფორთოხლის წილაკი გამოიყენეთ.

0
431
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0