x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო"-სინამდვილეში რას მოუწოდებდნენ ბოლშევიკები კომკავშირელებს?
image

"საბჭოთა კავშირში სექსი არ არის" – ეს ცნობილი კომიკური გამოთქმა აშშ-საბჭოთა კავშირის ტელეხიდის დროიდან ექოდ მოსდევს თაობებს, მაგრამ მართლაც ასე მკაცრი იყო მორალური დოგმები საბჭოთა კავშირში? დრო გადის, სრულიად ბუნებრივია, როდესაც ადამიანს ახალგაზრდობის ნოსტალგია აქვს, გვახსოვს ყველაფერი კარგი, ცუდი კი, რაც ხდებოდა, მოგონებებში ილექება.


ამ დღეებში კომკავშირს 100 წლისთავი შეუსრულდა(1918 წლის 29 ოქტომბერი).

კომკავშირი, რომელიც ლენინის სახელს ატარებდა(ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი), წარმოადგენდა კომუნისტური პარტიის საიმედო რეზერვს. კომკავშირში იღებდნენ 14-იდან 28 წლამდე ახალგაზრდებს. მისი მთავარი ამოცანა იყო პარტიისადმი დახმარების გაწევა ქალიშვილებისა და ჭაბუკების აღზრდის საქმეში, მარქსიზ-ლენინიზმის იდეებზე, რევოლუციური ბრძოლის გმირულ ტრადიციებზე, მუშების, კოლმეურნეების, ინტელიგენციის შრომის მაგალითებზე – ჩაუნერგა და განემტკიცებინა მოზარდი თაობისთვის კლასობრივი მიდგომა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მოვლენისადმი.



კომკავშირელი არ იყო მარტო "მაღალპროდუქტიული რობოტი", რომელსაც დღეში 12 საათი უნდა ემუშავა; სადღაც ტაიგაში "საუკუნის მშენებლობაზე" უნდა ემღერა გიტარაზე კოცონის პირას და ა.შ. თუ ისტორიაში ღრმად ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ ისეთ ფაქტებს, რომ დღევანდელ მორალისტებსაც კი თმები ყალყზე დაუდგებათ.


სექსუალური რევოლუცია სწორედ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაიწყო. ბოლშევიკებს რადიკალურად განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ ოჯახზე და ურთიერთობაზე.


ლე ტროცკი: ეჭვგარეშეა, სექსუალური შევიწროება არის ადამიანის დამონების მთავარი საშუალება. სანამ ასეთი შევიწროება არსებობს, არ შეიძლება რეალური თავისუფლების შესახებ საუბარი. ოჯახი, როგორც ბურჟუაზიული ინსტიტუტი, სრულიად მოძველებულია. ამ საქმის შესახებ უნდა ვისაუბროთ ...


ვლადიმირ ლენინი: არა მარტო ოჯახი. სექსუალური ხასიათის ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას ... ერთსქესიანი სიყვარულის აკრძალვაც უნდა გაუქმდეს.


(ლენინი-ტროცკის 1911 წლის მიმოწერა)



ბოლშევიკების ერთ-ერთი პირველი ბრძანება იყო ჰომოსექსუალებზე სასჯელის გაუქმება.

მეფის რუსეთში მამათმავლობისთვის 5 წლით აციმბირებდნენ.


1917 წელს ეს სასჯელი მთლიანად გაუქმდა და საბჭოთა "გეებმა" სრული თავისუფლება 15 წლის განმავლობაში მიიღეს. ამ დროში არავინ მოუწოდებდა, სექსუალურ უმცირესობებს შეერთებოდა ვინმე და არც მათ მიმართ დევნა ყოფილა დაფიქსირებული. "გეები" აწყობდნენ მხატვრულ და ლიტერატურულ შეხვედრებს, არსებობდა "გეების" "არისტოკრატებად" და "უბრალოებად" დაყოფა.


"არისტოკრატებში" შედიოდა შემოქმედებითი ინტელიგენცია, რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში დარჩენილი თავადები, ოფიცრები და ჩინოვნიკები.

"უბრალოებში" - ჯარისკაცები, მეზღვაურები და კლერკები. იყო ქორწინების შემთხვევებიც. მაგრამ ეს ექსპანსია დიდხანს არ გაგრძელებულა, 1933 წელს "გეების" წინააღმდეგ რეიდები დაიწყო, ხოლო 1934 წელს მიიღეს კანონი, რის მიხედვითაც მამათმავლობა 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

imageფოტოზე: ჩეკას აგენტის და ახალგაზრდა მატროსის გეი-ქორწილი, 1921 წელი




რაც შეეხება ტრადიციულ სექსუალურ ცხოვრებას, კომუნისტები ფართო მასებში ნერგავდნენ "ჭიქა წყლის" თეორიას. ამ იდეის ავტორები იყვნენ ალექსანდრა კოლენტაი და კლარა ცეტკინი, რის მიხედვითაც სქესობრივი ურთიერთობა გათანაბრებული იყო ადამიანის ნებისმიერ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებასთან, მაგალითად: წყურვილის მოკვლის გრძნობასთან, ფორმულირებით: "არა სიყვარული, არამედ ინსტინქტური მოთხოვნილება"

imageფოტოზე:ალექსანადრა კოლონტაი


20-იანი წლების შუა ხანებში ამოქმედდა მოძრაობა "ძირს სირცხვილი". ესენი იყვნენ რადიკალური ნუდისტები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ადამიანების ჭეშმარიტი თანასწორობა მხოლოდ სიშიშვლით გამოიხატება.


1918 წლის ივნისში რამდენიმე ასეულმა ქალმა და მამაკაცმა მთლიანად დედიშობილამ გაიარა პერტოგრადის ქუჩებში. ამის შემდეგ მათ კიდევ რამდენიმე მსხვილ ქალაქში გამართეს მსვლელობა, თუმცა საზოგადოება ნამდვილად არ იყო მზად ასეთი "პროგრესული იდებისთვის" და საბოლოოდ მოძრაობა – "ძირს სირცხვილი" 1925 წელს აიკრძალა.

image

დღეისთვის ბევრმა იცის და გაუგია "კომუნა", სადაც ყველაფერი საერთო იყო:საცხოვრებელი, საკვები, ნივთები და სექსუალური პარტნიორები. წყვილების მუდმივად განცალკევება აკრძალული იყო, იდეა – "თანასწორობა" გადაიქცა სექსუალური ჟინის მარტივად დაკმაყოფილების ობიექტად, კომკავშირლები მართავდნენ ე.წ. "ვეჩიორკის"(вечёрки). კრებაზე ჯერ კითხულობდნენ ლექციებს კლასობრივ ბრძოლაზე, მარქის, ენგელსის და ლენინის ნაშრომებს, შემდეგ კი სექს-ორგიებს აწყობდნენ. კომკავშირლები აღარ დარბოდნენ საროსკიპოში, კომკავშირელმა გოგონებმა სექს-მუშაკები შეცვალეს.

image

იმ ეპოქის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მიხეილ უვაროვის დეკრეტი, რომელიც შემდეგ ანარქისტებმა მოკლეს:"სარატოვის გუბერნიის საბჭოს დეკრეტი ქალების კერძო მფლობელობაში გაუქმების შესახებ".



დეკრეტში საუბარი იყო იმაზე, რომ "მშვენიერი სქესის წარმომადგენლები" ბურჟუაზიის საკუთრებაში აღმოჩდნენ, რაც დიდი უსამართლობა იყო. 1918 წლის 1 მაისიდან ყველა ქალი 17-იდან 32 წლამდე(გამონაკლისი იყო მხოლოდ ის ქალები, რომლებსაც 5 და მეტი შვილი ჰყავდათ)კერძო მფლობელობიდან გადადიოდა "მშრომელი ხალხის საერთო მფლობელობაში". დეკრეტში აღწერილი იყო რეგისტრაციის და მოხმარების წესები, მაგალითად, ერთ მამაკაცს შეეძლო ერთ ქალთან ჰქონოდა კავშირი "არაუმეტეს ოთხჯერ კვირაში და მხოლოდ სამი საათის განმავლობაში". ქალის ყოფილ ქმრებს უფლება ჰქონდათ, "ურიგოდ მისულიყვნენ ცოლთან". წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მას ეს უფლებაც ეკრძალებოდა.(თუმცა ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ უვაროვის დეკრეტი ფეიკია)

image

ხელისუფლებაში სტალინის მოსვლის შემდეგ "ბოლშევიკური სექსუალური რევოლუცია" აღარ განხორციელდა, სამაგიეროდ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი კარგად აითვისეს ნაცისტებმა და ჰიტლერმა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

1
1203
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1203
  
2018, 11 ნოემბერი, 0:40
გეი არა პიდარასტი
0 1 1