x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
იცოდით, რატომ არ აქვს საერთო აბანოს საშხაპეს "კაბინებს" კარები?
ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული და (ერთ-ერთი ვარიანტით ვახტანგ გორგასალს) ქართველ მეფეს ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია. უბანი სახელგანთქმული იყო ცხელი წყლის წყაროებით, რომლებმაც აქ მრავალი აბანოს გაჩენა განაპირობა.



image



ისტორიული ცნობებით XIII საუკუნეში თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV საუკუნეების ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII საუკუნის რუსი ვაჭარი და ასევე ვახუშტი ბაგრატიონი.


imageimage






თუ თქვენ ხშირად სტუმრობთ საერთო აბანოებს, აუზებს ან ფიტნეს ცენტრებს, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ, რომ საშხაპე კაბინები კარის გარეშეა.


image




ექსპერტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ კარების არ არსებობა მსოფლიო პრაქტიკაა და ეს ტრადიცია სათავეს ძველი ცივილიზაციიდან იღებს. ასევე ექსპერტების თქმით, კარის არ არსებობა სამი მარტივი მიზეზით იხსნება:


1. ეკონომიკა - მშენებლობის დროს გაწეული ხარჯების შემცირება, უფრო შემოსავლიანია.


2. ჰიგიენა - რეგულარული სანიტარიის საჭიროება აღარ არის.


3. მხოლოდ დაწესებული მიზნებისთვის გამოყენება - სტუმრებმა სხვა მიზნებისთვის რომ არ გამოიყენონ საშხაპე. მაგ: მოშარდვა, დაბინძურება, ვანდალიზმი და ა.შ.



თუმცა, დღეს უკვე არის შესაძლებელი კარიან საშხაპე კაბინებს შეხვდეთ "პრემიუმ-კლასის" ფიტნეს ცენტრებში, კერძო აუზებსა და VIP ტიპის აბანოებში.





იხილეთ აგრეთვე:



რა მოგვივა თუ ტანს 2 დღე არ დავიბანთ? გაითვალისწინეთimage





2
2554
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2554
  
2018, 9 ნოემბერი, 12:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 2 ნოემბერი, 18:55
მატიანე იმას რატომ არ წერს, საქართველოში მხოლოდ კოლხეთში, რომ იყო ხოხობი, რომელსაც ამდენი საუკუნის მერეც კოლხური ხოხობის სახელით იცნობენ!
რუსულად ფაზანი ჰქვია რაც ფაზისთანაა კავშირში....
0 1 2