x
image
Yoona
დათუნია-მარმელადის მომზადების 12 ორიგინალური რეცეპტი
image

მარმელადის დათუნია არა მხოლოდ ბავშვებმა, არამედ დიდებმაც შეიძლება მიირთვან გემრიელად. მისი მომზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, ხოლო სპეციალური გემო შეგიძლიათ შემატოთ სხვადასხვა და ზოგჯერ მოულოდნელი დანამატების დახმარებით, რომელთაგან ზოგიერთი ალკოჰოლს შეიცავს და მხოლოდ მოზრდილებისთვის არის განკუთვნილი.

მარმელადის მომზადების ზოგადი წესები:

1.რეცეპტის მიხედვით მოამზადეთ ნარევი და ერთი ნახევარი პატარა თასში (ქვაბში) გადაიტანეთ. დაბალ ცეცხლზე დადგით და მუდმივად აურიეთ, ნარევი ოდნავ ადუღებამდე მიიყვანეთ.



2. მეორე ნახევარს 21 გრ ჟელატინი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ყურადღება მიაქციეთ: რეცეპტის მიუხედავად, მხოლოდ 21 გრ ჟელატინი უნდა დაამატოთ (რეცეპტში ის მითითებული არაა).


3. ორივე ნარევი ერთმანეთს შეურიეთ და როგორც საჭიროა აურიეთ, სანამ მთლიანად ჟელატინის კონსისტენციას არ მიიღებს.


4. მიღებული მასა დათუნიას ფორმებში გადაანაწილეთ.


5. ფორმები მაცივარში მინიმუმ 2 საათით შედგით, სანამ მარმელადი არ გამაგრდება.


6. ყველა მითითებული რეცეპტის მიხედვით, რაოდენობრივად დაახლოებით 100 ცალი მარმელადის დათუნია გამოვა.


image

1. ვარდისფერი ღვინით

თქვენ დაგჭირდებათ:

· 120 მლ ვარდისფერი ღვინო

· 2 ს/კ შაქარი

· ნატურალური საღებავი - გემოვნებით (შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭარხლის, სტაფილოს, კენკრის ან სხვა წვენი, მაგრამ ცოტა, რომ გემო ტკბილეულზე არ გადავიდეს)

როგორ მოვამზადოთ:

შაქარი ვარდისფერ ღვინოში გაადნეთ და ცოტა ნატურალური საღებავი დაუმატეთ.


image

2.მარწყვის დათუნიები

თქვენ დაგჭირდებათ:

· 150 გრ მარწყვი

· 0, 5 ცალი ლიმონი

· 2 ს/კ შაქარი

როგორ მოვამზადოთ:

მარწყვი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ და საცერში გაატარეთ. შაქარი და ლიმონის წვენი აურიეთ.


image

3.ყავის დათუნია

თქვენ დაგჭირდებათ:

· 120 მლ - კარგად მოხარშული ყავა

· 2 ს/კ შაქარი

როგორ მოვამზადოთ:

ადუღებული ყავა და შაქარი ერთმანეთს აურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.


image

4. კოქტეილი „მარგარიტას“ გემოთი

თქვენ დაგჭირდებათ:

· 60 მლ ტეკილა

· 60 მლ ლაიმას წვენი

· მწიკვი მარილი

· 2 ს/კ შაქარი

როგორ მოვამზადოთ:

ტეკილა, ლაიმას წვენი, შაქარი და მარილი ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.


image


5.დათუნია მოცვით

თქვენ დაგჭირდებათ:

· 170 გრ მოცვი

· 1 ცალი ლიმონი

· 2 ს/კ შაქარი

როგორ მოვამზადოთ:

მოცვი პიურეს მსგავსი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ, ლიმონის წვენი დაუმატეთ და საცერში გაატარეთ. შემდეგ შაქარი აურიეთ, მის ბოლომდე გადნობამდე.


image

6.ხუჭუჭა კომბოსტოს გემოთი

თქვენ დაგჭირდებათ:

· ხუჭუჭა (იგივე კალე) კომბოსტო - რამდენიმე ფურცელი

· 120 მლ წყალი

· 1 ცალი ლაიმა

· 1 ცალი მწვანე ვაშლი

· 1 ს/კ შაქარი

როგორ მოვამზადოთ:

კომბოსტოს ფოთლები ბლენდერში მოათავსეთ, წყალი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. მიღებული მასა საცერში გაატარეთ. ლაიმას და ვაშლის წვენი, შაქარი კომბოსტოს ნარევს დაუმატეთ და კარგად აურიეთ.


image

7.ფერადი დათუნიები

თქვენ დაგჭირდებათ:

· საკონდიტრო ფხვნილი - რამდენიმე სუფრის კოვზი

· 120 მლ წყალი

· 3 ს/კ შაქარი

· 1 ცალი ვანილის ექსტრაქტი

როგორ მოვამზადოთ:

საკონდიტრო ფხვნილი ფორმებში გადაანაწილეთ. წყალი, ვანილის ექსტრაქტი და შაქარი ერთმანეთს აურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება.


image

8.ფორთოხლის ნაყენის გემოთი

თქვენ დაგჭირდებათ:

· 120 მლ ახალდაწურული ფორთოხლის წვენი;

· 2 ს/კ ქოქოსის რძე

· 2 ს/კ შაქარი

· 1 ცალი ვანილის ექსტრაქტი

როგორ მოვამზადოთ:

ფორთოხლის წვენი, ქოქოსის რძე, შაქარი და ვანილის ექსტრაქტი შაქრის ბოლომდე გადნობამდე კარგად აურიეთ.


image

9. ვაშლის სიდრას გემოთი

თქვენ დაგჭირდებათ:

· 120 მლ ვაშლის სიდრა (იგივე ძმარი)

· 0, 5 ცალი ლიმონი

· 2 ს/კ შაქარი

როგორ მოვამზადოთ

ნახევარი ლიმონის წვენი ვაშლის ძმარს აურიეთ, შაქარი დაუმატეთ და მის ბოლომდე გახსნამდე კარგად აურიეთ.


image

10. ჩაი მატჩას გემოთი

თქვენ დაგჭირდებათ:

· 1 ს/კ იაპონური მწვანე ჩაი მატჩა

· 120 მლ ქოქოსის რძე

· 2 ს/კ შაქარი

როგორ მოვამზადოთ:

ჩაი, ქოქოსის რძე, შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.


image

11.ყავა ლატეს გემოთი

თქვენ დაგჭირდებათ:

· 120 მლ ძლიერი ყავა

· 4 ს/კ ქოქოსის რძე

· 2 ს/კ შაქარი

როგორ მოვამზადოთ:

ყავა, ქოქოსის რძე და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.


image

12.კოქტეილი „მანჰეტენის“ გემოთი

თქვენ დაგჭირდებათ:

· 120 მლ ვისკი

· 2 ს/კ ალუბლის სიროფი

· ¼ ჩ/კ ბიტერი

· 2 ს/კ შაქარი

როგორ მოვამზადოთ:

ვისკი ალუბლის სიროფს და ბიტერს აურიეთ, შემდეგ შაქარი დაუმატეთ და მის ბოლომდე გადნობამდე კარგად ურიეთ.

1
556
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
556
  
2018, 30 ოქტომბერი, 16:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1