პროფესიონალურ კრივში უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს IBF ვერსიით სუპერმძიმე წონაში ქამარში ამერიკელი ტონი ტომსონი ეცილებოდა, მაგრამ ამაოდ. შვეიცარიის ქალაქ ბერნში, 36 წლის უკრაინელმა ამერიკელ მეტოქეს მეექვსე რაუნდში ნოკაუტით მოუგო და ტიტული შეინარჩუნა.
ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა დაძაბული აღმოჩნდა. პირველი რაუნდი თანაბრად წარიმართა, მეორეში კი კლიჩკოს უპირატესობა გამოიკვეთა, მან ორჯერ წააქცია რინგზე ტომპსონი. აშკარად გამოჩნდა, რომ კლიჩკომ სწრაფი დარტყმებით დაჯაბნა მოწინააღმდეგე. მესამე და მეოთხე რაუნდში ტომპსონმა იძალა, მაგრამ კლიჩკო საიმედოდ იცავდა თავს და მომენტებში იქით უტევდა ამერიკელს. მეხუთე რაუნდში უკრაინელის უპირატესობა უკვე საგრძნობი გახდა. მეხითე რაუნდის დასრულებამდე 19 წამით ადრე, ვლადიმირმა ტომპსონი ნოკდაუნში ჩააგდო, მეექვსეში კი მეტოქეს წერტილი დაუსვა. კლიჩკომ ტომპსონი კუთხეში მიიმწყვდია და ნოკაუტში გაგზავნა. ტომპსონმა ფეხზე წამოდგომა კი შეძლო, მაგრამ წონასწორობის დაცვა აშკარად უჭირდა, არბიტრმა ბრძოლა შეწყვიტა და გამარჯვებულად ვლადიმირ კლიჩკო დაასახელა.
ამ მოგების შედეგად, პროფესიონალურ კრივში ვლადიმირ კლიჩკოს უკვე 58 გამარჯვება აქვს, აქედან 51-ჯერ ნოკაუტით იმარჯვა. 36 წლის უკრაინელი კლიჩკო 3 ვერსიითაა (WBA WBO IBF) მსოფლიოს ჩემპიონი.