ფოტოგრაფია პაპარაცების გადაღებული ცნობილების სკანდალური ფოტოები, რომლებიც ძვირად გაიყიდა +13 2018, 23 ოქტომბერი, 11:24 ვიცით, რომ პაპარაცი არის სკანდალური ფოტოების გადაღების მიზნით გამოჩენილი, ადამიანების პირად ცხოვრებაში დაუპატიჟებლად შეჭრის მოსურნე აბეზარი ჟურნალისტ-ფოტოგრაფი. СМИ -ც მზად არის, კოლოსალური თანხები გადაიხადოს მათ მიერ მოპოვებულ სკანდალურ ფოტოებში, რომლებსაც შემდეგ საკუთარი ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით უკეთებს ტირაჟირებას. წარმოგიდგენთ ცნობილების პაპარაცულ ფოტოებს, რომლებიც ძალიან ძვირად გაიყიდა. 1. ფოტო, რომელზეც შიდსით მძიმედაა დაავადებული Freddy Mercury და ის ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში როკ-ვარსკვლავთან, გარი გლიტერომთან საიდუმლოდ ვახშმობდა, პაპარაცმა, რომელიც ის 1990 წელს გადაიღო, 230 000 $ -ად გაყიდა. ფოტოს ფასი განაპირობა ფაქტმა, რომ დაავადებული ფრედი სახლიდან თითქმის არ გადიოდა და ეს ფოტო მისი ერთ-ერთი უკანასკნელია. 2. პაპარაცმა, ვინმე "დენნი ბოიმ" 250 000 $-ად გაყიდა Britney Spears-ის ფოტო, სადაც ბრიტნი ქოლგით ხელშია. დენნის თქმით, ფოტო გადაღებულია 2007 წლის 21 თებერვალს ბრიტნის ყოფილი ქმრის, კევინ ფედერლაინის სახლთან, სადაც ბრიტნი პაპარაცის ჯიპს ქოლგით კაწრავს იმის გამო, რომ მან მისი სურვილის გარეშე გადაუღო ეს ფოტო. მოგვიანებით, პაპარაცმა საკუთარი ჯიპი, რომელიც მომღერალმა დაკაწრა, 40 000 $-ად გაყიდა. აი, ასე მარტივად იშოვა დენნი ბოიმ 300 000 $ -მდე. 3. 300 000 $ გადაიხადა გამომცემლობამ The Daily Mirror -მა ფოტოში და თავისი ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში გარეკანზე დაბეჭდა, სადაც მოდელი Kate Moss კოკაინს სუნთქავს მეგობარ ბიჭთან, "პიტ დოერტისთან" ერთად. ფაქტმა უარყოფითად იმოქმედა მოდელის კარიერაზე, ვინაიდან Chanel–ის და Burberry-ის სააგენტოებმა მასთან სამსახურებრივი კონტრაქტი გააუქმა. ქეითს კი თაყვანისმცემლებისა და საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდა მოუხდა და ასევე გაიარა მკურნალობის კურსი, რის შედეგადაც ნარკოტიკების მოხმარებას თავი დაანება. 4. მსოფლიოში ცნობილმა პაპარაცმა, ნეკი ფრენკმა ჟურნალ Penthouse-ს 500 000 $-ად მიჰყიდა ვითომდა ცნობილი რუსი ჩოგბურთელის, ანა კურნიკოვას შიშველი ფოტო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტო ყალბი იყო და მასზე გამოსახული გოგონა Judith Soltis Benetton-ია. (ერთ-ერთი იტალიური მოდური ბრენდის დირექტორის ქალიშვილი) 5. 1 მილიონ $-ად გაყიდა პაპარაცმა Steve Sands-მა 2004 წელს გადაღებული ფოტო, სადაც აღბეჭდილია მსახიობი Gwyneth Paltrow-ს ქალიშვილი. სწორედ ამ მომენტის შემდეგ დაიწყო ბევრმა წყვილმა პაპარაცებისთვის აკრძალვა, რომ მათი შვილებისთვის ფოტო გადაეღოთ. 6. 1, 1 მილიონ $ -ად გაიყიდა და 1982 წელს 54 ჟურნალის გარეკანზე მოხვდა პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია მონაკოს პრინცესა Caroline და ტენისისტი Guillermo Vilas. 7. 1, 2 მილიონ $-ად გაყიდა ფოტო 70-ნი წლების ყველაზე პოპულარულმა პაპარაცმა Ron Galella-მ, რომელზეც ა.შ.შ.-ს პირველი ლედი Jacqueline Onassis შიშველია გამოსახული მექსიკის ბაღში. 8. 1, 4 მილიონ $ -ად გაიყიდა ფოტო, რომელზეც 1958 წლის 15 აგვისტოს ეგვიპტის მეფე Farouk-ია გამოსახული. კადრში მეფე თავს ესხმის ფოტოგრაფ Tazio Secchiaroli-ს. 9. 1, 5 მილიონ $ -ად გაიყიდა Playboy-ს ვარსკვლავის, Anna Nicole Smith-ის უკანასკნელი, მძიმე კადრები, სადაც ვარსკვლავი შოკურ მდგომარეობაშია და მალევე გარდაიცვალა. ვიდეომასალა, სადაც ვარსკვლავს ხელოვნურ სუნთქვასა და გულის მასაჟს უკეთებდნენ, იყიდეს სააგენტოებმა Splash News & Picture Agency. ხოლო ფოტო, სადაც ის გარდაცვლილი პროზექტურაში გადაჰყავთ, იყიდა ამერიკულმა ტაბლოიდმა National Enquirer-მა და არც შერცხვენია ამ ყველაფრის გამოქვეყნება. 10. 6 მილიონი $ დაუჯდა პოპულარულ СМИ-ს Princess Diana-ს ფოტოთა სერია, სადაც ინგლისის დედოფალი სენ-ტროპეში საყვარელთან, Dodi Fayed-თან ერთად 1997 წელს ისვენებდა. იხილეთ აგრეთვე: ისტორიული კადრები, რომლებიც არცერთ გაზეთსა და ქრონიკას არ გაუშუქებია და ახლა გაამჟღავნეს 13634 14-ს მოსწონს
|