x
მეტი
  • 21.01.2022
  • სტატია:116348
  • ვიდეო:353102
  • სურათი:490186
თეთრი სახლი აღშფოთებულია – "შიშველი მელანია ტრამპი "რეპერ T. I.-ის კლიპში(ვიდეო)
image

აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის პრეს-მდივანმა, სტეფანი გრიშემმა რეპერ T. I.-ის ბოიკოტი გამოუცხადა მას შემდეგ, როდესაც მომღერალმა Twitter- ზე ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა.



"მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ის პირველი ლედია და ეს თეთრი სახლია", - ციტირებს CNN - პრესმდივანის განცხადებას.


თავად რეპერის ნამდვილი სახელი კლიფორდ ჰარისია. ამ კლიპით მას სურდა ეჩვენებინა სხვაობა მასა და რეპერ კანიე უესტს შორის, რომელიც თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან სტუმრობის შემდეგ პრეზიდენტს აქებს და ადიდებს.





T.I.- ის ახალი ალბომის პრომოვიდეოში მოდელი ძალიან ჰგავს დონალდ ტრამპის მეუღლეს, მელანია ტრამპს, ხოლო ოთახი მოგვაგონებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს. ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი სცენარის მიხედვით, ქალაქგარეთ, აგარაკზე მიდის.



რეპერის Twitter- ზე გამოქვეყნებულმა ვიდეოჩანაწერმა შეერთებულ შტატებში სკანდალი გამოიწვია. ისინიც კი, ვინც ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილია, აღნიშნეს, რომ არ შეიძლება, თუნდაც პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულების გამო, პრეზიდენტის ოჯახის წევრებზე გადასვლა.


0
1699
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1699
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0