x
მეტი
  • 21.01.2022
  • სტატია:116348
  • ვიდეო:353102
  • სურათი:490186
"მის კალიფორნია" მანქანამ იმსხვერპლა იმ დროს, როდესაც ფეხსაცმელს იხდიდა

image

კალიფორნიის შტატის სილამაზის დედოფალი იმ დროს დაიღუპა, როდესაც შუა გზაზე გაჩერდა იმისთვის, რომ შემაწუხებელი ფეხსაცმელი გაეხადა.
image

იმ საღამოს იანა ლავრენტიევამ რესტორანში ქმართან და მეგობრებთან ერთად ივახშმა, შემდეგ კი დაახლოებით ღამის 12 საათზე რამდენიმე დაქალთან ერთად გზის მეორე მხარეს გადასვლა დააპირა, სადაც კაფეში ყავის დალევას აპირებდნენ. ახალგაზრდა ქალი გადასასვლელზე შუა გზაში გაჩერდა იმისთვის, რომ ფეხსაცმელი გაეხადა, რომელმაც ძალზე შეაწუხა. როგორც მასთან მყოფი მეგობრები აცხადებენ, შუქნიშანზე მწვანე შუქი ენთო და კიდევ 18 წამი ჰქონდათ დრო, ამ დროს დიდი სისწრაფით ჩამოიქროლა ავტომობილმა და იანას დაეჯახა. მძღოლს არც შეუნლებია სიჩქარე და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.მოწმეების განცხადებით ეს იყო Toyota 4-Runner-ი.

image

"ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ რეაგირებაც ვერ მოვასწარით" - აღნიშნეს იანას მეგობრებმა, რომლებიც გზაზე ოდნავ წინ იყვნენ გადასულები.

30 წლის იანა ლავრენტიევა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

image

ლოს-ანჯელესის პოლიციამ ამოიღო სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერები, დაწყებულია გამოძიება.

image

0
282
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0