ფეხბურთი თორნიკე ოქრიაშვილის ეფექტური "მაკრატელა" ბოლო წუთებზე 2018, 6 ოქტომბერი, 12:59
ევროპალიგის პირველ შეხვედრაში თორნიკე განაცხადშიც კი არ ყოფილა კრასნოდარის შემადგენლობაში. მეორე ტურში კი კრასნოდარი ერთ-ერთ ძლიერ ესპანურ გუნდს, სევილიას დაუპირისპირდა, ანგარიში 1:1 გახლდათ, როდესაც თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა. აქვე აღსანიშნავია, რომ მას ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა. 88-ე წუთზე კი საჯარიმოს გათამაშების შემდეგ მან ეფექტური „მაკრატელათი“ გოლი გაიტანა და თავის გუნდს გაამარჯვებინა ანგარიშით 2:1. მართლაც რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს თორნიკეს სახით საქართველოს ნაკრებს. წარმატებები ვუსურვოთ მას. 51 4-ს მოსწონს
|