x
image
Yoona
Mediator image
10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება
თუ საფუძვლად ავიღებთ ერთ შენობას და მცირე რაოდენობის გმირს, ყველაფერ ამას დაძაბულ დრამატულ სიტუაციას დავუმატებთ, შედეგად საინტერესო კინოს მივიღებთ. სწორედ ასეთ ციხის მსგავს სიტუაციაში შეიძლება ადამიანის სულის სიღრმის დანახვა, და განცდები ბევრად უფრო მეტია, რადგან გმირებს წასასვლელი არსად აქვთ.


დღეს გთავაზობთ 10 სხვადასხვა ჟანრის ფილმს, სადაც მოქმედება სწორედაც რომ ასეთ ჩაკეტილ სივრცეში ვითარდება. შეინახეთ და აუცილებლად უყურეთ ჩამოთვლილ ფილმებს.

წრე, 2015

circle,  2015ფილმი, რომელიც ლოს-ანჯელესში მხოლოდ 10 დღეში გადაიღეს, ძალიან ჰგავს თამაშს „სუსტი რგოლი“, ამასთან დამშვიდობების პირდაპირი მნიშვნელობით. წარმოიდგინეთ: ოთახში 50 ერთმანეთისგან განსხვავებული სოციალური სტატუსის, ასაკის, რასის, სქესისა და მრწამსის მქონე ადამიანი. მათ აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ - თამაში, სადაც უნდა გადაწყვიტონ, ვინ მოკვდება შემდეგი. ეს სანახაობა საინტერესო იმით არის, რომ გმირების მოქმედება დაფუძნებულია საინტერესო რამეზე სახელით „პატიმრის დილემა“, რომელიც გულისხმობს რომ ყველა რაციონალური მოთამაშე თვითგადარჩენის მიზნით პარტნიორის ღალატს ირჩევს.

გაფრთხილებთ, აქ უფრო ბევრი კითხვები იქნება, ვიდრე პასუხები. სწორედ ამიტომ ფილმი რეკომენდებული არაა მათთვის, ვინც ნახევრად გაუგებარის ფილმის ბოლოს ამბობს: „და რა იყოს ეს? რას ნიშნავს?“. არამედ მათთვის, ვისაც უბრალოდ ადამიანის ბუნების გამოვლენის თემა აინტერესებს.


მოჩვენების ისტორია, 2017

a ghost storyდამოუკიდებელი კინო ფესტივალის Sundance Film Festival ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი, რომელიც ჰოლივუდისთვის თეთრებად 100 ათას $ გადაიღეს, ვარსკვლავების მონაწილეობით, შესანიშნავი ოპერატორებით და პრომოუშენის გარეშე - ეს ყველაფერი „მოჩვენების ისტორიის“ შესახებ. დიახ, სწორად გაიფიქრეთ: სურათზე ნამდვილად მოჩვენებაა, რომელიც თეთრ ქსოვილში არის გახვეული. ვინ იფიქრებდა რომ ფსიქოლოგიური ფილმი მოჩვენებაზე, რომელიც გარდაცვალების შემდეგ საკუთარი სახლი პატიმარი გახდა და მისი ისტორია ასეთი შესანიშნავი სანახავი იქნებოდა. ფილმში პრაქტიკულად ყველა დიალოგი და გმირების ემოცია სტატიკური ჩარჩოებით არის ჩანაცვლებული, რომლებიც, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ერთდროულად აჩვენებს დროის ხანმოკლეობას და ისეთ მარადიულ გრძნობას, როგორიცაა მწუხარება.

სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ფილმი რეკომენდებული არაა ექშენის და ღრმააზროვანი ფილმის მოყვარულებისთვის. ეს ფილმი-ემოციაა, რომელიც კი არ უნდა გაიგოთ, არამედ შეიგრძნოთ.


ექსპერიმენტი „ოფისი“, 2016

the belko experimentექსპერიმენტი „ოფისი“ – „ბუზთა ბატონის“ ერთგვარი ვარიაციაა, როცა მაყურებელს აჩვენებენ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს გადარჩენისთვის, როცა ცივილიზებული საზოგადოების მორალი და ნორმები აღარ მოქმედებს. უბრალოდ სცენა ჩვეულებრივ ოფისის ოთახში არის გადატანილი, ხოლო მას ოფისის პლანქტონი მართავს. უფრო სწორად, კომპანიის 80 თანამშრომელს ოფისში კეტავენ და შემდეგ ეუბნებიან, რომ მოკლან ისინი, ვინც აღიზიანებთ. თავიდან ამას ხუმრობად აღიქვამენ, მაგრამ ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ აქეთ-იქით სროლას იწყებენ. ზოგადად, ყველაფერი პროგნოზირებადია: პატიოსანი, სასტიკი და უაზრო - როგორც, თავად ცხოვრება.


ბონუსი სერიალების მოყვარულებისთვის: აქ მონაწილეობს მსახიობი, რომელიც „კლინიკაში“ ექიმი კოკსის როლს ასრულებს, მაგრამ აქ სასაცილო როლი სულ არ აქვს.


დრეიფი, 2006

open waterდრეიფი - ალბათ უკვე კლასიკური ჟანრის კამერული დრამაა, რომელიც ღია სივრცეში უკიდეგანო ზღვაში არის გადატანილი. სიუჟეტის მიხედვით, რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი იახტას ქირაობს, ღია ზღვაში გადიან, შუა მხიარულობის დროს წყალში ხტებიან, მაგრამ მოულოდნელად აცნობიერებენ, რომ კიბის დაშვება დაავიწყდათ, რომლის გარეშეც იახტაზე მოხვედრა შეუძლებელია... ვის არ მოსვლია?

ეს ადამიანების ბუნებასთან და ერთმანეთთან ბრძოლის საშინელი ისტორიაა, განსაკუთრებით ტიტრების შემდეგ „დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე“.


უკანასკნელი გაკვეთილი, 2008

the last lessonფრანგული კინო ყოველთვის ემოციურობით გამოირჩეოდა, და „უკანასკნელი გაკვეთილი“ - ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ფილმი გვიამბობს მასწავლებლის შესახებ, რომელიც სკოლაში რთულად აღსაზრდელ მოზარდებთან მუშაობს. ამ ჯოჯოხეთში სიმშვიდის შესანარჩუნებლად მასწავლებელი გაკვეთილის დაწყების წინ ანტიდეპრესანტებს ღებულობს. თინეიჯერები მას მასწავლებლად ვერ აღიქვამენ, სანამ მის ხელში ერთ-ერთი მოსწავლის იარაღი არ აღმოჩნდება, რომელსაც მოსწავლეებისკენ მიმართავს...

ვფიქრობ, უკვე სიტუაცია მიგვანიშნებს, თუ რამდენად დაძაბული იქნება ყველაფერი. ემოციის გარდა, ფილმი ერთი კლასის მაგალითზე საზოგადოების პრაქტიკულად ყველა პრობლემას გვიჩვენებს.


სიცარიელე, 2003

nothing

თუ თრილერების ყურებაში დამწყები არ ხართ, თქვენთვის ალბათ ცნობილია სახელი ვინჩენცო ნატალი, ან თუნდაც მისი ლეგენდარული ფილმის სახელი „კუბი“. და აი კიდევ ის მსგავსი ფორმატის ექსპერიმენტს კიდევ ცდილობს, თანაც სიტყვა „ექსპერიმენტი“ აქ ყველაზე უკეთ ესადაგება. „სიცარიელე - ფილმი ძალიან არა სტანდარტულია. ნახევრად კომედია, ნახევრად დრამა ორი წარუმატებელი ადამიანის შესახებ გვიამბობს, რომლებიც საკუთარ თავში ნიჭს - გადააქციონ სიცარიელედ ყველაფერი, რაც მათ არ მოსწონთ და გარშემო სამყაროს იმდენად აქრობენ რომ პრაქტიკულად არაფერი რჩება.


აუცილებლად წაიკითხეთ ტიტრები ბოლომდე: მათ შემდეგ საკმაოდ საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.


იდეალური უცხო, 2016

perfect sconosciutiეს იტალიური კომედიური დრამა ჩვენს ერთ-ერთ ფილმების სიაში უკვე შევიყვანეთ, მაგრამ აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა გვეხსენებინა, რადგან ამ ჟანრის ეტალონად ითვლება. წარმოიდგინეთ: მეგობრების ჯგუფი კიდევ ერთხელ იკრიბებიან და აქ მათ საინტერესო თამაშის იდეა უჩნდებათ - ყველა მესიჯის ხმამაღლა წაკითხვა, ყველა შემომავალ ზარზე ხმამაღალი რეჟიმის ჩართვა. ალბათ, უკვე წარმოიდგინეთ, თუ რით დასრულდება ეს უბრალო გართობა. მათ ტელეფონებში არა უბრალოდ ჩონჩხი, არამედ ჩონჩხებია! ამასთან, ყველას ტელეფონში!

სპოილერი: ფინალი უმაგრესია!


გამოცდა, 2009

examთუ შინაარსს გავითვალისწინებთ, თქვენს წინაშე კიდევ ერთი ზემოთჩამოთვლილი ფილმების მსგავსია: 8 კანდიდატი დახურულ ოთახში 80 წუთი ცდილობს ერთადერთ კითხვას პასუხი გასცენ. კითხვა ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ დასვა და გამოცდა მოაწყო იმისთვის, რომ ვაკანტურ ადგილზე საუკეთესო კანდიდატი იპოვოს. საქმით ეს სურათი სხვებისგან გამოირჩევა: აქ არაა ჩხუბი, სისხლი, სპეცეფექტები და რაიმე საიდუმლო. თუმცა მთელი ფილმის განმავლობაში დაძაბული იქნებით, ფინალის დროს კი იყვირებთ „კარგით რა, ყველაფერი ასეთი მარტივი იყო?!“


ადამიანი დედამიწიდან, 2007

the man from the earthერთ ოთახში იკრიბება ანთროპოლოგი, არქეოლოგი, ბიოლოგი, ფსიქოლოგი, ქრისტიანი, ახალგაზრდა სტუდენტი, შეყვარებული ქალი და ადამიანი, რომელიც მოულოდნელად ყველას ეუბნება, რომ ის 14 ათასი წლის არის. და ეს ანეგდოტი არაა, დრამის ნაკვეთი, თუ ჩვენ რამდენად ურწმუნო ვართ რწმენაში და არ შეგვიძლია მივიღოთ ფაქტები, რომლებიც მსოფლიოს შესახებ ჩვენი წარმოდგენებისგან განსხვავდება.

ეშმაკი, 2010

devilდა ბოლოს მივადექით ფილმს, სადაც მოქმედება არა ერთ ოთახში, არამედ ლიფტში ხდება. დიახ, ფილმის სათაურით ვარაუდობთ რომ ეს საშინელებათა ჟანრის ან სხვა მსგავსი ბოროტი სულების შესახებ ფილმის, მაგრამ ასე არაა. მისტიკა აქ გვერდზეა გადადებული, პირველ ადგილას ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანის ქცევის ფსიქოლოგიური ასპექტი დგას. უფრო კონკრეტულად: 5 ადამიანი, რომლებიც ლიფტში ჩაიკეტნენ, რაღაც მომენტში ხვდებიან რომ მათ შორის თავად ეშმაკი იმყოფება.

ფილმი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ფილმის ყურების დროს დეტექტივის როლის მორგება უყვარს, რადგან იმის გარკვევა თუ ვინ არის ეშმაკი საკმაოდ რთულია. „ადამიანები თავისი პრეტენზიებით ეშმაკის მსგავსნი გახდნენ“.


შეიძლება კიდევ იცით რამდენიმე მსგავსი ფილმი, რომლებიც ამ სიას უნდა დავუმატოთ? მოხარული ვიქნებით, თუ ფილმის სათაურებს კომენტარებში გაგვიზიარებთ.



0
1696
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1696
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0