x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"საოცნებო სამსახური" დაიპყრეს! - 6 თვის განმავლობაში, 55 კატის მომვლელი დასაქმებულია!
საბერძნეთში მდებარე სიროსის კუნძულზე აშენებულია თავშესაფარი, სადაც კატებს ინახავენ. თავშესაფარის მფლობელმა შესანიშნავი ვაკანსია გააზიარა, რაც ძალიან ბევრისთვის "საოცნებო" სამსახურად ითვლებოდა. ვაკანსიის თანახმად, პიროვნება, რომელიც ამ კატების თავშესაფარში დასაქმდებოდა, მიიღებდა თვეში ფიქსირებულ ხელფასს - 2000 ევროს, გარდა ამისა, დღეში სამჯერადი კვებით და საცხოვრებელი ადგილით იქნებოდა უზრუნველყოფილი.


ვაკანსიას 6 კვირაში 40 000 -ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, თუმცა რათქმაუნდა მხოლოდ ერთ გაუმართლა. ჯეფინ ტელსონი, 62 წლის ქალბატონი კალიფორნიის შტატიდან(აშშ)


image



კატების ვაკანსიამ მსოფლიო პრესაში ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო. თავშესაფარის მფლობელმა ჯოან ბოველმა სოციალურ ქსელში განათავსა ვაკანსია, რომლის თანახმადაც, 6 თვის განმავლობაში დასაქმებული პირს უნდა მოევლო კატებისთვის.



image



ვაკანსიას 6 კვირაში 40 000 ადამიანი გამოეხმაურა


image


თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მიმართეს ვაკანსიის მფლობელს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბოველმა არჩევანი კალიფორნიელ ქალბატონზე შეაჩერა.



დასაქმების სურვილი უფრო ქალებმა გამოხატეს, თუმცა მამაკაცების რაოდენობაც შესამჩნევი იყო


image




ბოველი გაოცებული იყო, როდესაც ამდენ ადამიანმა მიმართა ვაკანსიის შესახებ, მას რეზიუმების განხილვაში მეგობრებიც ეხმარებოდნენ.


image



საბოლოოდ ბოველმა აირჩია ჯეფინ ტელსონი, რომელსაც 21 წლიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. როგორც ბოველი იუწყება, ჯეფინს ჰყავს შესანიშნავი მეუღლე და მეგობრები, რომლებიც დიდ თანადგომას უწევენ, ჯეფინი ზამთრის პერიოდში კატების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი იქნება. ბოველი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დასაქმების შესახებ მიმართა, ის დარწმუნდა კიდევ ერთხელ, რომ დედამიწაზე უამრავი ადამიანია, რომელსაც უყვარს კატა და მზადაა მათ გადასარჩენად დასაქმდეს. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ აღმოჩენილი ჩვენი გვერდი, მაშინ ეს აქ არის: God's Little People Cat Rescue


image



ტელსონი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც 21 წლის განმავლობაში უვლიდა კატებს, მას ამ ხნის მანძილზე 10 000 -ობით კატა ჰყავს შენახული.


image












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ვაკანსია - უნდა მოუაროთ 55 კატას, პირობები: უფასოდ სახლი, სამჯერადი კვება და 2000 ევრო ხელფასი

2. 500 წელიც რომ იცხოვროთ, შესაძლოა ამ 24 სანახაობიდან 5 -ის ნახვაც ვერ შეძლოთ!

3. დედა, რომელიც 5 წლის ბავშვს ძუძუთი კვებავს, ცდილობს ყველანაირ ტაბუს დამსხვრევას

4. ციხეში გაზრდილი 5 ცივსისხლიანი ბავშვი

5. "ქვეყანაში არსებული უმძიმესი კრიზისი არასწორი სულიერი მდგომარეობის ბრალია..." - პეტრე კოლხი

6. ვინ არიან ქურთები? - 10 ფაქტი, რომელიც შესაძლოა დღემდე არ გცოდნოდათ...

7. გაიცანით უძლიერესი მაფია მსოფლიოში: რეალური ფაქტები იტალიური მაფიის შესახებ!

0
238
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0