x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მშენებლობის ტექნოლოგიური საოცრება-უხილავი ეკლესია ნებისმიერს გააოცებს

image დამეთანხმებით ესაა უნიკალური არქიტექტურა, რომელიც ჯერ გაგაოცებთ შემდეგ კი აღტაცებაში მოგიყვანთ.
ბელგიის პროვინცია ლიმბურგის ქალაქ ბორგლოონში არის ეკლესია სახელად "Reading between the lines".
ეკლესიის უნიკალურობა შემდეგშია, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კათოლიკური ეკლესია წახნაგოვანი გუმბათით-ისეა გარემოსთან შეხამებული, რომ მხოლოდ რამდენიმე რაკურსით ჩანს როგორც ერთი მთლიანი ნაგებობა, სხვა შემთხვევაში ის თითქმის შეუმჩნეველია. სწორედ აქედანაა წარმომდგარი მისი მეორე სახელი-"უხილავი ეკლესია".
ასეთი ეფექტი მიღწეულ იქნა მსოფლიოში უნიკალური სამშენებლო ტექნოლოგიით, რომელიც გამოიგონეს ბელგიელმა არქიტექტორებმა პეტერიანომ გიისმა და არნოუტომ ვან ვაერენბერგმა.
ჩვეულებრივი ეკლესიებისაგან განსხვავებული ეკლესია სიმაღლით 10 მეტრია. 2 ათას ფოლადის ელემენტებისაგან და ფოლადის ფირფიტების 100-ი ფენისაგან შედგება. კონსტრუქციის საერთო წონა-30 ტონაა.
ეკლესიის გამჭვირვალობას უზრუნველჰყოფს ფოლადის ფირფიტებს შორის დარჩენილი სივრცე, ამიტომაც დამთვალიერებლებს შეუძლიათ გამჭოლ ნახონ ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია.
ჯერჯერობით ეკლესიაში ღვთისმსახურება არაა დაწყებული, მაგრამ ეკლესია ძალზე პოპულარულია მრავალრიცხოვან ტურისტებში. ეკლესიის ასეთი პოპულარულობა სრულებით არაა გასაკვირი იმდენად შთამბეჭდავი სანახავია ეკლესია, თან სხვადასხვა რაკურსით ეკლესიის გამჭვირვალობა იცვლება და უმეტეს რაკურსში ეკლესია პრაქტიკულად უხილავია.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













4
110
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
110
  
2018, 17 ოქტომბერი, 12:36
მადლობა
სამწუხაროდ მკითხველს სხვა რამ უფრო აინტერესებს ვიდრე შემეცნებითი სტატიები...
2018, 17 ოქტომბერი, 9:55
რა საინტერესოააააა
2018, 3 ოქტომბერი, 15:06
ნამდვილად
2018, 3 ოქტომბერი, 14:58
საოცრებაა
0 1 4