ფილოსოფია როზენკროიცერული წვლილი მშვიდობაში 2018, 3 ოქტომბერი, 12:15 - მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც ვცდილობ სხვებთან ურთიერთობებში ჩემი საუკეთესო მხარის გამოვლინებას. - მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც ვიყენებ ჩემს გონიერებას და შესაძლებლობებს სიკეთის სამსახურისთვის. - მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც თანავუგრძნობ ყველას გასაჭირში მყოფთ. - მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც ყველას ვიღებ საკუთარ ძმად და დად განურჩევლად რასის, კულტურისა და რელიგიისა. - მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც ვხარობ სხვათა ბედნიერების გამო და ვლოცულობ მათი კეთილდღეობისათვის. - მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც შეწყნარებით ვუსმენ სხვათა აზრებს, რომელიც განსხვავდება ან სულაც უპირისპირდება ჩემსას. - მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც მივმართავ დიალოგს, ნაცვლად ძალისა, კონფლიქტის გადასაჭრელად. - მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც პატივს ვცემ ბუნებას და ვინახავ მომავალი თაობებისთვის. - მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც არ ვეძიებ ღმერთის საკუთარი გაგების სხვებისათვის თავსმოხვევას. - მე ხელს ვუწყობ მშვიდობას, როდესაც მშვიდობას ვუდებ საფუძვლად ჩემს იდეალებსა და ფილოსოფიას. 43 1-ს მოსწონს
|