x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მომღერალმა ანა კალაშნიკოვამ მკერდის გასადიდებლად პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა და მეოთხე დღეა ნაოპერაციევიდან სისხლი მოდის

image მომღერალი ანა კალაშნიკოვა კლინიკაში წევს, რადგან მისთვის ბიუსტის ზომის გასადიდებლად ჩატარებულ პლასტიკურ ოპერაციას გართულება მოჰყვა და ანას ორივე ძუძუზე მიერთებული აქვს კათეტერები, საიდანაც უკვე მეოთხე დღეა სისხლი წვეთავს.
ვარსკვლავმა ინტერვიუ მისცა ერთერთ რუსულ გამოცემას, სადაც ვკითხულობთ: "მე ამ კლინიკაში (იგულისხმება მოსკოვის პლასტიკური ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკა) გამიკეთეს პლასტიკური ოპერაცია ბიუსტის ზომების გასადიდებლად.
აღნიშნული ოპერაციის გაკეთება მაიძულა ლონდონის კლინიკაში სოლიდური თანხის გადახდის მიუხედავად ძალზე უხარისხოდ გაკეთებულმა პლასტიკურმა ოპერაციამ, ძუძუებმა უცნაური ფორმა მიიღო და ხელის შეხებისას მქონდა ისეთი შეგრძნება, თითქოს სილიკონის ნაცვლად ქვა მქონოდა ძუძუებში.
ლონდონში ოპერაცია ბიჭის გაჩენამდე გავიკეთე, თუმცა ოპერაციიდან რამდენიმე კვირის გავლის მერე მივხვდი, რომ ბიუსტის ზომა სულ ოდნავ იყო შეცვლილი ხოლო ფორმა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, ამიტომაც გადავწყვიტე უკვე მოსკოვში გამეკეთებინა პლასტიკური ოპერაცია ბიუსტის ზომების გასადიდებლად.
ოპერაციისას აღმოჩნდა, რომ ლონდონელმა პლასტიკურმა ქირურგებმა "გადამაგდეს", რადგან აღმოჩნდა, რომ სილიკონი საერთოდ არ იყო ძუძუებში ჩასმული.
ჯერჯერობით ბიუსტზე ორი კათეტერი მაქვს მიერთებული, საიდანაც სისხლი წვეთავს. ექიმები მპირდებიან, რომ ეს პროცესი მალე დამთავრდება და უკვე არა მეორე ზომის, არამედ მეოთხე ზომის ბიუსტი მექნება".
32 წლის მომღერალი მეგობარ მამაკაცთან ასევე მომღერალ პროხორ შალიაპინთან გაშორების მერე ცდილობს საკუთარ თავს და შვილს მიხედოს.
მომღერალმა ამ ოპერაციაზე ნახევარი მილიონი რუსული რუბლი გადაიხადა და აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს სხეულის ფორმების გასაუმჯობესებლად "ტიუნინგი" გააგრძელოს.



0
266
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0