x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძველი ტიბეტური ჰოროსკოპი – 97%-იანი სიზუსტე და რჩევა ტიბეტელი ბრძენისგან

ტიბეტური ჰოროსკოპი, ტრადიციული ინფორმაციის გარდა, რომელიც ყველა ჰოროსკოპის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, პასუხსაც შეიცავს, ბევრისთვის საკრალურ კითხვაზე: არსებული მდგომარეობის შესაცვლელად, რისი გაკეთებაა საჭირო?

ჰოროსკოპი, ტიბეტელი ბერის მიერ, ასობით წლის წინ არის შედგენილი. მასში ერთდროულად წარმოდგენილია ნუმეროლოგიური და ასტროლოგიური პროგნოზები და სიძველის მიუხედავად, დღესაც არ კარგავს აქტუალობას.


image



კაშკაშა ფრანი


დაბადების წელი: 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012, 2024


აღნიშნული ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად იცვლიან ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს, თან ძალიან მოულედნელად — ისინი ხან მშვიდები და მორიდებულები არიან, ხან კი, მეამბოხე ანარქისტებად ევლინებიან ირგვლივმყოფთ. ცვლილება — ის არის, რასაც ისინი, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამიტან, ხშირად, ვარდებიან ერთი უკიდურესობიდან – მეორე უკიდურესობაში. სიკეთისა და ბოროტების საკითხებშიც კი, მათ რომელიმე მხარისადმი მკვეთრად განსაზღვრული კუთვნილება არ გააჩნიათ — ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ დილით რა ხასიათზე გაიღვიძებენ.

კაშკაშა ფრანის ადამიანები ადვილად პოულობენ მეგობრებს — და ამაში განსაკუთრებული არაფერია, ისინი ხომ შესანიშნავი თანამოსაუბრენი არიან. თუმცა, იმის თქმაც არ შეიძლება, რომ მათ ყოველთვის ყველაფერი საუკეთესოდ ეწყობათ, რადგან ამ ნიშნით დაბადებულები განსაკუთრებული მგრძნობიარებით გამოირჩევიან და თუ ვინმე, თუნდაც შემთხვევით აწყენინებს, წონასწორობას კარგავენ და მის აღსადგენად, საკმაოდ დიდი დრო ესჭირდებათ. ბევრი მათგანი სპეციალურად ქმნის საკუთარი თავის ირგვლივ დამცავ ჯავშანს და სხვა ადამიანები საკუთარ გრძნობებზე ზემოქმედების უფლებას არ აძლევს. რაც, ხშირ შემთხვევაში, გაუგებრობის მიზეზი ხდება, რადგან შორიდან ისინი უგრძნობი და გულგრილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ.

რჩევა: იყავით ყურადღებით თქვენი ახლობლების მიმართ და ეცადეთ საკუთარ გრძნობებში გარკვევას — ეს ნამდვილად სასიკეთოდ წაგადგებათ.


მოქმედებისთვის საუკეთესო (იღბლიანი) სეზონი გაზაფხული;
უბედურებისგან დამცავი რიცხვები – 3, 15, 27.
პროფესია, უნარ-ჩვევები – ელჩი, კალათების დამწნავი, კონტრაბანდისტი, ტაძრების მომხატავი, მომღერალი – ავტორ-შემსრულებელი.



კობრა


დაბადების წელი: 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013, 2025


ამ ნიშნით დაბადებულებს ძალიან გაუმართლათ — ისინი სამართლიანად ითვლებიან ყველა საქმის დიდოდტატებად, რადგან რასაც არ უნდა მოჰკიდონ ხელი, ყველაფერი თავისთავად გამოსდით და განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე რამის გაუმჯობესებას ეხება. სხვა ყველაფერთან ერთად კობრის ნიშნის ადამიანები ორატორობის ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი და თუ აუდიტორიის წინაშე მოუხდებათ გამოსვლა, ამასაც მოწოდების სიმაღლეზე გააკეთებენ.

კომუნიკაბელურობის გამო, ისინი ყველა კომპანიაში სასურველი ადამიანები არიან და ეს არც არის გასაკვირი, მათ ხომ ყველაზე მოსაწყენი საღამოს ზეიმად გადაქცევა შეუძლიათ? თუმცა, ნაკლიც აქვთ — სხვა ადამიანების ყველაფერში დახმარების სურვილმა, შეიძლება იქამდე მიიყვანოს, რომ საკუთარი ცხოვრებისთვის დრო აღარ დარჩეთ და თავი დაიზარალონ.

რჩევა: ნუ ჩაიციკლებით ყველაფერში სრულყოფილების ძიებზე — იქნებ, თქვენი ბედნიერება მწვერვალზე კი არა, სულ ახლოს არის?


მოქმედებისთვის საუკეთესო (იღბლიანი) სეზონი – ზამთარი;
უბედურებისგან დამცავი რიცხვები – 1, 13, 25;
პროფესია, უნარ-ჩვევები – ალქიმიკოსი, ქარავანის წინამძღოლი, მომღერელი – ავტორ შემსრულებელი, მეკობრე.



ცეცხლის მცველი


დაბადების წელი: 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026


ცეცხლის მცველები სრულად ამართლებენ საკუთარი ნიშნის სახელს: მათი უპირველესი ამოცანა — საკუთარ ოჯახში სიმყუდროვის შენარჩუნება და მისი დაცვაა (კერაში ცეცხლის შენარჩუნება). ამაში მათ ისეთი თვისებები ეხმარებათ, როგორიც ამტანობა და კარგად განვითარებული ინტუიცია არის. ისინი მთელს ძალისხმევას იმაზე ხარჯავენ, რომ შეინარჩუნონ ის, რაც უკვე აქვთ და ხშირად, საფრთხის დანახვა შეუძლიათ, მის ჰორიზონტზე გამოჩენამდე. ცეცხლის მცველებს ნებისმიერ კომპანიაში სიამოვნებით იღებენ. ისინი განსხვავებულ ადამიანებს მოსწონთ, მაგრამ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თავად, ძალიან ხშირად, მარტოობას გრძნობენ და ისეთი შეგრძნება ეუფლებათ, რომ არავის სჭირდებიან.

ამ ნიშნის ადამიანები პერფექციონისტი არიან — თუ რამეს აკეთებენ, ვერ წყნარდებიან, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ ყველაფერი იდეალურად გააკეთეს. ხოლო თუ მოეჩვენათ, რომ ეს ასე არ არის, ცუდი განწყობა რამდენიმე დღით გარანტირებული აქვთ.

რჩევა: იყავით უფრო გახსნილი, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში — თუ საკუთარ გრძნობებს სხვა ადამიანებსაც გაუზიარებთ, შესაძლებელია, გულზე მოგეშვათ და თავი უკეთესად იგრძნოთ.


მოქმედებისთვის საუკეთესო (იღბლიანი) სეზონი – ზამთარი;
უბედურებისგან დამცავი რიცხვები – 4, 16, 28;
პროფესია, უნარ-ჩვევები – მეომარი (სამართალდამცავი), ფიტოთერაპევტი, მევახშე, აკუშერ-გინეკოლოგი.



სუფთა წყაროს წყალი



დაბადების წელი: 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015, 2027


სუფთა წყაროს წყლის ნიშნით დაბადებული ადამიანები — ნამდვილ საუნჯეს წარმოადგენენ მათთან დაახლოებულ პირთათვის. ასეთ ადამიანებს იშვიათად ნახავთ მოწყენილს და დამწუხრებულს, ხოლო მათი ოპტიმიზმი და კარგი განწყობა ყოველთვის გადამდებია და სხვებისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს, ახალი საგქმეების დაგეგმვის და შესრულებისთვის. ისინი ყოველთვის გახსნილები არიან და გულში წყენას არ ინახავენ, რადგან თვლიან, რომ მრისხანებაში კარგი არაფერია. ამ ნიშნით დაბადებულებს ჭეშმარიტად სჯერათ სამართლიანობის, მაშინაც კი, თუ უსამართლობის პირისპირ აღმოჩნდებიან. მიზნის მისაღწევად და დამატებითი შემოსავლის მიღების გამო, არავის აზარალებენ, რადგან მათთვის ბედნიერება ფულში არ არის, – ის უფრო სიყვარულშია და თუ საპასუხო გრძნობა დაინახეს, მათზე ერთგული ადამიანის პოვნა რთული იქნება.

რჩევა: ენდეთ საკუთარ ინტუიციას, — ის თქვენ არასდროს მოგატყუებთ. ნუ დაუჯერებთ სხვების რჩევას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი აზრი თქვენსას სჯობია.


მოქმედებისთვის საუკეთესო (იღბლიანი) სეზონი – შემოდგომა;
უბედურებისგან დამცავი რიცხვები – 5, 17, 29;
პროფესია, უნარ-ჩვევები – დიპლპმატი, მომღერალი, ავეჯის დურგალი, მეთვიენ, მღვდელი.



ნეფრიტის სვეტი


დაბადების წელი: 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016, 2028


ნეფრიტის სვეტის ნიშნის ადამიანები — ბრძენები და განდეგილები არიან. მათ არ უყვართ ხმაურიანი თავყრილობები და პირველსავე შემთხვევაში იქაურობას ეცლებიან — ისინი უპირატესობას ყოველთვის სიმყუდროვეს და განმარტოვებას ანიჭებენ. სწორედ სხვა ადამიანებისგან მოშორებით ეუფლებიან ამ ნიშნით დაბადებულები ახალ ცოდნას, – სიმშვიდეში და სიჩუმეში, მთელს ენერგიას და ძალისხმევას ახალი ცოდნის შეძენას ახმარენ. მათ ხასიათიც საკმაოდ რთული აქვთ — მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით თავაზიანები და დაბადებიდან ინტელიგენტები არიან, კომპრომისზე წასვლა არ უყვართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ის ზარალის მომტანი იქნება.

მოდა, საზოგადოებრივი სტერეოტიპები, მათთვის მხოლოდ ცარიელი ბგერებია — აქვთ საკუთარი გზა და სხვისი არაფერი აინტერესებთ. მათი სწრაფვა ცოდნისკენ, ნამდვილად რომ უსაზღვროა. ხოლო, ნებისმიერი გაუხსნელი საიდუმლო — გამოწვევაა და თუ იგრძნობენ, რომ რომელიმე სფეროში საკმარისად გათვითცნობიერებულნი არ არიან, მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიჩენენ, ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად. ყველაფერში მაქსიმალისტები არიან — საკუთარი ახლობლებისთვის მთების გადატრიალება შეუძლიათ და ხშირად ეს გამოსდით კიდეც.

რჩევა: შეეცადეთ უფრო მოქნილი იყოთ და დელიკატურ სიტუაციაში ჯოქურად არ წახვიდეთ წინ. და კიდევ, ვიდრე რამეს ან ვინმეს თავს მსხვერპლად შესწირავთ, ჯერ დაფიქრდით — იქნებ ამის გაკეთება საჭირო არც არის...


მოქმედებისთვის საუკეთესო (იღბლიანი) სეზონი – გაზაფხული;
უბედურებისგან დამცავი რიცხვები – 6, 18, 30;
პროფესია, უნარ-ჩვევები – ოქრომჭედელი, ცხენის მხედნავი, შიკრიკი, სკულპტორი.



ლითონის გონგი


დაბადების წელი: 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017, 2029


ამ ნიშნით დამადებულები, საკმაოდ რთული ხასიათის ადამიანები არიან. მათ ჭეშმარიტად სჯერათ, რომ არისტოკრატული ფესვები აქვთ და შესაბამისად იქცევიან კიდეც. ამასთან, არ ანაღვლებთ, სხვები რას ფიქრობენ მათი «გამორჩეულობის» შესახებ. თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს — ისინი თვლიან, რომ კეთილშობილურად მოქცევა მათი ხვედრია, ხოლო მათი ერთგულება, ნამდვილად რომ აღფრთოვანების ღირსია. ამ ნიშნის ადამიანები არასდროს დაეცემიან თაღლითობამნე და ტყუილიმდა — მათთვის ყველაზე მთავარი, საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულებაა.

ლითონის გონგის ადამიანების უმრავლესობა ფატალისტები არიან — სჯერათ ბედისწერის და ფიქრობენ, რომ თუ რამე ხდება, ყველაფერი წინასწარ არის გაწერილი. ამის გამო, მათ შეიძლება სევდა შემოაწვეთ და ყველაფრისადმი ინტერესი დაკარგონ. ცდილობენ რა, თავიაანთი «მაღალი» მდგომარეობით და ქცევის წესით სიამოვნების მიღებას, ისინი ხშირ შემთხვევაში, იმ უბრალი ადამიანური სიხარულის და ბედნიერების მიღმა რჩებიან, რომელიც ნებისმიერი მოკვდავისთვის ხელმისაწვდომია.

რჩევა: იყავით უფრო უბრალონი — ქვეყანა არ დაიქცევა, თუ ხანდახან მაინც, ზეციდან დედამიწაზე დაეშვებით... და იცოდეთ — ყველაფერი ისე უცვლელი არ არის, როგორც გგონიათ.


მოქმედებისთვის საუკეთესო (იღბლიანი) სეზონი – გაზაფხული;
უბედურებისგან დამცავი რიცხვები – 7, 19, 31;
პროფესია, უნარ-ჩვევები – არქეოლოგი, ადვოკატი, მებაღე, მოქანდაკე, მეწაღე.



ტბის კუ


დაბადების წელი: 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018, 2030


ადამიანები, რომლებიც ტბის კუს ნიშნით დაიბადნენ, ყველა ქმედებას და ნაბიჯის აკონტროლებენ, რადგან თვლიან, რომ სიჩქარე და რისკი მათთვის დაუშვებელია — იციან, რომ სულ პატარა შეცდომა გეგმებში, შეიძლება, დიდი უსიამოვნების მიზეზი გახდეს და ამიტომ, შესაბამისად იქცევიან — შედეგად, მათი ყველა იდეა და ჩაიფიქრი, ყოველთვის უნაკლოდ არის შესრულებული. მთავარია, რომ ტბის კუს მუშაობის პროცესში არავინ ჩაერიოს და რჩევების მიცემას არ შევეცადს. ამ ნიშნის ადამიანებს ძალიან არ უყვართ, როდესაც ვინმე მათ საქმეებში იქექება და თუ არ მოეშვებიან და დამოძღვრას გააგრძელებენ, შეიძლება, დიდ უსიამოვნებას გადაეყარონ. სხვა მხრივ, მათი ხასიათი არც თუ ისე რთულია — არ უყვართ ინტრიგები და ჩახლართული ქმედებები, უპირატესობას, მიზნისკენ ნელ, მაგრამ ზუსტ სვლას ანიჭებენ.

ტბის კუს ნიშნით დაიბადებულები სასიყვარულო ურთიერთობებშიც სტაბილურები და ერთგულები არიან. ცხოვრების გზაზე უამრავი ცდუნების მიუხედავად, ისინი არჩეული გზიდან არ უხვევენ. ხოლო, მათი სინაზე და მზრუნველობა ნამდვილად რომ ქებას იმსახურებს.

რჩევა: ზოგიერთი საქმე, შეიძლება, სწრაფ ჩარევას საჭიროებს — დაფიქრდით და ყველაფერი კარგად გაანალიზეთ. მაგრამ, ქმედებას ნუ დააყოვნებთ, რადგან შემდეგ, რამის გაკეთება, შეიძლება, გვიანიც იყოს.


მოქმედებისთვის საუკეთესო (იღბლიანი) სეზონი – შემოდგომა;
უბედურებისგან დამცავი რიცხვები – 8, 20, 32;
პროფესია, უნარ-ჩვევები – პორტერი (ადმინისტრატორი), მქსოველი-დიზაინერი, მესაათე, კალატოზი, დურგალი;



ტყავის სამაჯური


დაბადების წელი: 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019, 2031


ტყავის სამაჯურის ნიშნით დაბადებული ადამიანები ბავშვობიდან გრძნობენ მიზიდულობას საიდუმლოებებისა და გამოცანებისადმი. ისინი არასდროს უშვებენ მხედველობიდან სულ მცირედ მისტიკასაც კი და მისგან უდიდეს სიამოვნებას ღებულობენ. ხასიათის მიხედვით, ამ ნიშნით დაბადებულები გულჩათხრობილები და არაკომუნიკაბელურები არიან. თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს მარტოობაში ატარებენ. მაგრამ, ხან ისეც ხდება, რომ მათ ადამიანებთან ურთიერთობა უნდებათ და თუ მხიარულ თავყრილობაზე მოხვდნენ, იქ დიდხანს რჩებიან. მიუხედავად ასეთი ხასიათისა, ამ ნიშნის ადამიანები ბევრი მეგობრის შეძენას ცდილობენ, რადგან ესმით, მათი როლი რაოდენ მნიშვნელოვანია კონკრეტულად მათ ცხოვრებაში.

ტყავის სამაჯურის ნიშნით დაბადებულებს კონფლიქტებისგან თავი ყოველთვის შორს უჭირავთ. მაგრამ, თუ საქმე მათ ან მათ ახლობლებს ეხებთ — მზად არიან ღიად დაუპირისპირდნენ ყველას. სიყვარულში ისინი მეტად მიზეზიანები და წუნიები არიან — ეძებენ იდეალურ პარტნიორს, რომელიც მათ მაღალ მოთხოვნებს შეესაბამება და ამის გამი, საკმაოდ დიდ ხანს მარტოხელებბად რჩებიან.

რჩევა: დაფიქრდით, იქნებ საკუთარი შეხედულებების და თქვენს მიერ დაწესებული სტანდარტების გადახედვაა საჭირო? ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი ერთდროულად არ გვეძლევა და ხშირად, სასურველი შედეგის მისაღებად, გარკვეული ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო.


მოქმედებისთვის საუკეთესო (იღბლიანი) სეზონი – ზამთარი;
უბედურებისგან დამცავი რიცხვები – 9, 21, 33;
პროფესია, უნარ-ჩვევები – დიპლომატი, სკულპტორი, ალქიმიკოსი, იარაღით მოვაჭრე, მჭედელი;



შავი კამეჩი


დაბადების წელი: 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020, 2032


შავი კამეჩის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს მიკიბულ-მოკიბული საუბარი არ უყვართ — მათ აღიზიანებთ ეშმაკობა და ინტრიგები, უპირატესობას ყოველთვის სწორხაზოვნებას ანიჭებენ, ყოველგვარი ხრიკების გამოყენების გარეშე. სწორედ ამიტომ, ძალიან ხშირად ებმებიან თაღლითების მახეში, მაგრამ ეს მდგომარეობა ხანგრძლივი არასდროს არის — შავი კამეჩის სიძლიერე საშუალებას აძლევს მათ, რომ თავი დააღწიონ მახეს და თავისუფლება მოიპოვონ. შორიდან ისე ჩანს, რომ ეს ადამიანები ძალიან უხეშები არიან, რაც იმით აიხსენება, რომ მათ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ძალების რწმენა აქვთ და იციან, რომ ყველა პრობლემის მოგვარებს შეძლებენ. თუმცა, მათ ასეთ ხასიათს დადებითი მხარეც აქვს — ისინი სიამოვნებით ეხმარებიან უფრო სუსტებს და შეუძლიათ იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ.

შავი კამეჩის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების სისუსტე, რაოდენ უცნაურიც არ უნდ იყოს, მათსავე ძლიერებაში არის — ხედავენ რა, რომ სხვებზე ძლიერები არიან, ისინი საკუთარი თავით ამაყობენ და თვითკმაყოფილებას ეძლევიან. ასეთი ქმედება ადრე, თუ გვიან, იმით სრულდება, რომ ისინი საფრთხეს ვერ ამჩნევენ და მათთან მარცხდებიან, ვინც სუსტად მიაჩნდათ.

რჩევა: ნუ მოდუნდებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გეჩვენებათ, რომ სიტუაციას აკონტროლებთ — დაფიქრდით, იქნებ ისეთი რამ გამოგრჩათ მხედველობიდან, რასაც ყველაფრის თავდაყირა დაყენება შეუძლია?!


მოქმედებისთვის საუკეთესო (იღბლიანი) სეზონი – ზაფხული;
უბედურებისგან დამცავი რიცხვები – 10, 22, 34;
პროფესია, უნარ-ჩვევები – მეომარი (სამართალდამცავი), მჭედელი, სამთო გამცილებელი, მოხეტიალე მსახიობი, ქვისმთლელი.



ახალი მთვარე


დაბადების წელი: 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021, 2033


ახალი მთვარის ნიშნით დაბადებული ადამიანები — მეოცნებენი და რომანტიკოსები არიან. შორიდან ისინი დაუცველები ჩანან, მაგრამ რეალურად, ეს ასე არ არის — მათი მომქრთამავი სინაზე — მხოლოდ ნდობის მოპოვების მცდელობაა და მეტი არაფერი. როდესაც სჭირდებათ, შეუძლიათ მაღალი აქტიურობის გამოვლენა და მტკიცე და მიზადასახური ხასიათის ჩვენება.

საერთოდ, ხასიათის ცვლილება — მათი განმასხვავებელი ნიშანია. აქედან გამომდინარე, ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ჩაფიქრებულნი და გულჩათხრობილნი, ისე მხიარულნი და კომუნიკაბელურნი — ვერასდროს მიხვდებით, თუ როგორ მოიქცევიან ისინი მეორე დღეს.

რჩევა: შეეცადეთ ხასიათი აკონტროლოთ, თუნდაც, ნაწილობრივ მაინც — თქვენმა მეგობრებმა და ახლობლებმა, შეიძლება, თქვენი ხასიათის უეცარი ცვლილებები სწორედ ვერ გაიგონ და თქვენთან ურთიერთობა შეზღუდონ, რაც საბოლოო ჯამში, წყენის და უკმაყოფილების მიზეზი შეიძლება გახდეს.


მოქმედებისთვის საუკეთესო (იღბლიანი) სეზონი – გაზაფხული;
უბედურებისგან დამცავი რიცხვები – 11, 23, 35;
პროფესია, უნარ-ჩვევები – ექიმი, მძღოლი, ხალიჩის მქსოველი, რელიგიური მოღვაწე, მონადირე.



მცხუნვარე მზე


დაბადების წელი: 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022, 2034


ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები — ხალისიანი და სიცოცხლისმოყვარე ოპტიმისტები არიან. ისინი ყველაზე რთულ სიტუააციაშიც კი, სულით არ ეცემიან. მათთვის შესანიშნავი განწყობის გაფუჭება მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვით შეიძლება. ამიტომ, ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ მსგავსი უსიამოვნება თავიდან აირიდონ. რაც შეეხება სხვა პრობლემებს, — არ არსებობს დაბრკოლება, მათ რომ ვერ გადალახონ. ჩვეულებრივ, ისინი ყველაფერს ადვილად და სწრაფად აგვარებენ და არასდროს იწვევენ თავიაანთი ქმედებით უარყოფით ემოციებს.

მცხუნვარე მზის ნიშნით დაბადებულები — ერთგული მეგობრები არიან, რომლებისთვისაც ნებისმიერი საიდუმლოს, საკუთარი გულისნადების განდობა შეიძლება. დარწმუნებული იყავით, რომ სხვა თქვენს საიდუმლოს ვერასდროს გაიგებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები, ბუნებით ხისტები არიან. არ უყვართ ეშმალობა და ხრიკები, ამიტომ მათი განზრახვის გამოცნბა ძალიან მარტივია. მათ სერიოზული ნაკლიც გააჩნიათ — ასაკის მატებასთან ერთად, უფრო სერიოზულდებიან და იმ შემთხვევაში, თუ მოეჩვენათ, რომ მათი ძალისხმევა შედეგს არ იძლევა, შესაძლებელია, სევდა შემოაწვეთ და გარემოსადმი გულგრილები გახდნენ.

რჩევა: სიტუაციის რეალურად შეფასება უნდა ისწავლოთ, თუ არ გინდათ, რომ იმედგაცრუება დაგეუფლოთ.


მოქმედებისთვის საუკეთესო (იღბლიანი) სეზონი – ზაფხული;

უბედურებისგან დამცავი რიცხვები – 12, 24, 36;
პროფესია, უნარ-ჩვევები – მონადირე, ასტრონომი, თილისმებით მოვაჭრე, ხალიჩების მქსოველი, რელიგიური მოღვაწე.



ბერი მაიმუნით


დაბადების წელი: 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023, 2035


ბერი მაიმუნით — ძალიან მეგობრობის მიოყვარული ნიშანია. არის კომუნიკაბელური და ხალისიანი, რის გამოც, სადაც არ უნდა მივიდეს, ყოველთვის, ნაცნობ-მეგობრებით არის გარშემორტყმული. ამ ნიშნით დაბადებულები ძალიან მჭერმეტყველნი არიან და საკუთარ სიმართლეში ნებისმიერი ადამიანის დაარწმუნება შეუძლიათ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მეგობრებად გულღია და უბრალო ადამიანებს ირჩევენ, რომ მათთან რაც შეიძლება ნაკლები ჰქონდეთ საკამათო. მაგრამ, თუ საჭიროება მოითხოვს, კამათსაც არ ერიდებიან — თუ რამე არასწორედ მოეჩვენათ, ვერ მოისვენებენ, ვიდრე ბოლომდე არ გაარკვევნ საკითხს, ამ სიტუაციასთან კავშირში მყოფ ყველა ადამიანთან.

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს საუკეთესოდ აქვთ განვითარებული წარმოსახვის და ფანტაზიის უნარი, რაც ხშირად, ირგვლივმყოფების გაოცების მიზეზი ხდება. სიყვარულში მეტად ერთგულები და მზრუნველები არიან და ცდილობენ რომ მათმა რჩეულებმა მხოლოდ დადებითი ემოციები მიიღოს, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოსდით.

რჩევა: თავი შორს დაიჭირეთ შურიანი და ფლიდი ადამიანებისგან, რომლებსაც შეუძლიათ, თქვენი კეთილგანწყობა ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენონ.


მოქმედებისთვის საუკეთესო (იღბლიანი) სეზონი – გაზაფხული;
უბედურებისგან დამცავი რიცხვები – 11, 23, 35;
პროფესია, უნარ-ჩვევები – კომედიანტი, მკითხავი, მომღერალი, ფულის გამყალბებელი.

imageimage

imageimageimageimageimage




0
25561
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
25561
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0