x
image
თამილა გურაშვილი
" სირცხვილი EBRD-ს, რომ ქურდ-ბაცაცების თავშესაფარი გახდა 21-ე საუკუნეში"- ცოტნე გამსახურდია

image
"გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კონსულტანტად ის ამბავი გამახსენა, რომ მაფიოზობა სულაც არ უშლის ხელს საერთაშორისო ორგანიზაციებს ვინმესთან თანამშრომლობაში, რის მაგალითიც კვირიკაშვილისთვის სათაყვანო, მისი მასწავლებელი ედუარდ შევარდნაძე გახლდათ.

მოგეხსენებათ, შევარდნაძის შავბნელი ფინანსური საქმეები, მისი სანათესაოს ნავთობისა და გაზის ტრანზიტის აზიურ და კავკასიურ ინფრასტრუქტურაში ჩასმა სულაც არ უშლიდა ხელს ევროპელ და ამერიკელპოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს მასთან ახლო ურთიერთობები ჰქონოდათ და მის გამო საქართველოს დამოუკიდებლობას და ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასაც დაუპირისპირდნენ. რა მიზნებით - ეს ისტორიკოსების საკვლევი საკითხია.

მაგრამ დღეს, როდესაც საჯარო პოლიტიკა და ზოგადად პოლიტიკის სფერო გახდა უფრო ღია და გამჭვირვალე, სრულიად ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო ა ევროპული ფინანსური სტრუქტურის მხრიდან კორუფციაში ბრალდებულ ყოფილ პრემიერთან მსგავს ურთიერთობებში შესვლა. კეისრის მეუღლე, მოგეხსენებათ, ეჭვზე მაღლა უნდა იდგესო, ხოლო კვირიკაშვილისადმი ამ ქვეყანაში იმდენი კითხვა დაგროვდა, ეჭვზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მასალები ამის შესახებ არაერთხელ გამოუქვეყნებიათ და გაუჟღერებიათ მთელ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო პლატფორმას, და დაინტერესების შემთხვევაში ევროპელებსაც მიაწვდიდნენ.

სირცხვილი EBRD-ს, რომ ქურდ-ბაცაცების თავშესაფარი გახდა 21-ე საუკუნეში!" - ცოტნე გამსახურდია

0
100
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0