x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ამოდენა პარკების დაპროექტებაზე განკუთვნილი ვადა მერიის აზრით შეადგენს მხოლოდ 90 დღეს" - ირაკლი ჟვანია
image

თბილისის მერს ბატონ კახი კალაძეს.
ბატონო კახი!
თქვენ ძალიან ხშირად იყენებთ ფეისბუკს იმისათვის რომ მიმართოთ საზოგადოებას ( რაც უთუოდ კარგია) და ამიტომ გადავწყვიტე ასევე საჯაროდ მოგმართოთ იმ საკითხის გამო, რომელიც არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ჩვენს თანაქალაქელს ეხება.
მერია აპირებს ვაკის და ვერის პარკების რეაბილიტაციის ჩატარებას 2019 წელს და ამისთვის მხოლოდ პატივისცემას იმსახურებთ. ამასთან ერთად გაუგებარია რატომ აღიზიანებს თბილისის მერიის საკონკურსო კომისია საზოგადოებას თავისი ქმედებით ამ პროექტთან დაკავშირებით, კერძოთ:
- მერიამ გამოაცხადა ორი კონკურსი ვაკის და ვერის პარკების პროექტირებაზე. ეს უნდა ყოფილიყო გახსნილი, დემოკრატიული პროცესი, რომელშიც მონაწილეობას შესძლებდა ყველა, ვისაც ამ პარკების გაუმჯობესება უნდა.
საზოგადოება უთუოდ იმსახურებს მერიისგან ასეთ დამოკიდებულებას.
ამის მაგივრად მერიამ ისეთი მოთხოვნები ჩადო კონკურსში, რომ არამცთუ ენტუზიასტებს და მოხალისეებს, უამრავ პროფესიონალებსაც კი არანაირი შანსი არ დაგვიტოვეს კონკურსში შესვლის, გამომდინარე წაყენებული პირობებიდან.
- პროექტებს შეაფასებს მერიის საკონკურსო კომისია, მთლიანად დაკომპლექტებული ჩინოვნიკებისგან, მხოლოდ 5 პროფესიონალია მოწვეული კომისიაში, ერთი მოქანდაკე, ორი არქიტეტორი, ერთი ურბანისტი და ერთიც ლანდშაფტის დიზაინერი.
- ამოდენა პარკების დაპროექტებაზე განკუთვნილი ვადა მერიის აზრით შეადგენს მხოლოდ 90 დღეს. ვისაც კი შეხება ჰქონია პროექტირებასთან, ის გეტყვით რომ ამხელა პარკებს სამ თვეში ვერავინ ვერ დააპროექტებს ხარისხიანად, ესაა ნამდვილი აბსურდი რამდენიც არ უნდა იმართლონ თავი მერიაში ე წ. " ბაზრის კვლევით", როგორც მოიწერეს spa.ge ზე.

ვფიქრობთ, რომ თქვენი ჩარევაა საჭირო, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს, კერძოთ:

1. კონკურსში შესვლა უნდა შეეძლოს
ყ ვ ე ლ ა ს, ვისაც კი გამოცდილება და შეხება აქვს არქიტექტურასთან, სახვით ხელოვნებასთან, ლანდშაფტის დიზაინთან, შადრევნების პროექტირებასთან, საერთოდ საზოგადოებრივი სივრცის გეგმარებასთან. მათ შორის ჩვენს გუნდს, კასკადის და მუზეუმის იდეა-კონცეპტით, რომელსაც ამ დღეებში გავასაჯაროვებთ. მერიამ ყველას უნდა მისცეს საშუალება მიიღოს მონაწილეობა მისი ქალაქის გალამაზებაში, თუკი ამის რესურსი და სურვილი გააჩნია, და არა მხოლოდ იტალიელ თუ ესპანელ არქიტექტორებს, ვისთანაც კონტაქტი ჰქონია ქართულ მხარეს....ესაა სწორედ საზოგადოების ჩართულობა, რომელზედაც თქვენ ხშირად საუბრობთ.


2. წარმოდგენილი პროექტები განიხილოს არა ჩინოვნიკების კომისიამ მოწვეული 5 სტუმრით, არამედ მოწვეულმა საზოგადოებრივმა საბჭომ, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან ჩვენს საზოგადოებაში არაერთი მოქმედი მაღალი კლასის პროფესიონალი, ვისაც ჭკუა და გემოვნება მოეკითხება, რაც მათ არაერთხელ საქმით დაამტკიცეს. თუ მერიაში მათი ვინაობა არ იციან, ფეისბუკზე დაისვას შეკითხვა და საზოგადოება შესთავაზებს მერიას ასეთ კანდიდატურებს.

თბილისის მერიამ უნდა შექმნას სპეციალური გვერდი ფეისბუკზე, სადაც გამოტანილი იქნება პროექტები და ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულად შეირჩეს ის ვარიანტი, რომელიც თბილისელებს მოეწონებათ.

ვაკის და ვერის პარკები განსაკუთრებულია თავისი მნიშვნელობით და თბილისის მშვენებაა. მას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, ჩვენ ყველას გულწრფელად გვჯერა, რომ თქვენი ქმედითი ჩარევა კონკურსის პროცესს გამჭირვალეს და ყველასთვის ხელმისაწვდომს და კომფორტულს გახდის.
თქვენდამი პატივისცემით
ი.ჟ.image

0
36
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0