x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ფრთხილად - კომპიუტერული ვირუსი "666", რომელსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია"

"ფრთხილად - კომპიუტერული ვირუსი "666", რომელსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია"

image


დღითიდღე იზრდება იმის საშიშროება, რომ კომპიუტერი, ადამიანის დამხმარესგან გადაიქცევა მის მკვლელად. ადრე ეს ფაქტი სასაცილო და წარმოუდგენელი იყო, თუმცა დღეს რეალური და სახიფათოა. საუბარია კომპიუტერულ ვირუსებზე - ადამიანის მიერ შექმნილ პროგრამებზე, რომლებსაც შეუძლია "დამალვა", გარდაქმნა, განვითარება, გამრავლება და მათთვის მანძილი პრობლემას არ წარმოადგენს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა ფაქტი, რომლის თანახმადაც ბავშვის სიკვდილის მიზეზი აღმოჩნდა კომპიუტერული ვირუსი. სპეციალისტმა, გასართობად, შექმნა ახალი ვირუსი და "ჩაამონტაჟა" ანტი-ვირუსულ პროგრამაში. ეს ვირუსი შემთხვევით აღმოჩნდა საბავშვო კლინიკის კომპიუტერებში, რის შედეგადაც მოხდა შეცდომა და მცდარი დიაგნოზის დასმა. საფრანგეთში კი სრულიად განსხვავებული შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ვირუსი პირდაპირ აღმოჩნდა ადამიანის დაღუპვის მიზეზი. ოპერატორი პირდაპირ ეკრანთან დაიღუპა ტვინში სისხლჩაქცევის გამო. ერთი შეხედვით უბედურ შემთხვევას ჰგავდა, თუმცა გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ მიზეზი კომპიუტერული ვირუსი იყო, რომელსაც "666" ჰქვია, შექმნილი სპეციალურ მოსაკლავად. კომპიუტერის ეკრანზე 24 კადრი იცვლება ერთი წამის განმავლობაში. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ პროგრამა 25 კადრად გვაჩვენებს სპეციალურ ფერად კომბინაციას, რომელიც ცვლის ადმაიანის სასიცოცხლო მდგომარეობას. დღემდე არავინ არ იცის, როგორ შეიძლებოდა შეექმნათ ეს პროგრამა. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ადამიანის გაკეთებული ვერ იქნებოდა. სპეციალისტების გარკვეულ ნაწილს კომპიუტერული ვირუსები მიაჩნიათ სასიცოცხლო ფორმის ერთ-ერთ წარმომადგენელად. ადმიანებმა შექმნეს ახალი სიცოცხლის ფორმა და შესაძლებელია "666" წარმოიშვა, რომელიმე პროგრამიდან, ან უბრალოდ შესაძლებელია, რომელიმე "გიჟმა" პროგრამისტმა შექმნა.


იხილეთ ასევე:

მეცნიერებმა მასიური სასაფლაო აღმოაჩინეს, რომელიც 5000 წლის არის ( ფოტოები ) - ამჟამად აღმოჩენილია 600მდე ჩონჩხი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი უძველესი და მასშტაბური მონუმენტი.

image


ადამიანების გატაცება უცხოპლანეტელების მიერ - დღემდე ათასობით ადამიანი ამბობს, რომ ისინი გაიტაცეს უცხოპლანეტელებმა და ასევე ათასობით ადამიანი ყვება მათი გატაცების ისტორიებს. ისტორიები გატაცების შესახებ სიგიჟეს ჰგავს თუმცა მისი პირდაპირ უარყოფაც არ შეიძლება.

image
0
370
8-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0