x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის ვარსკვლავმა შერონ სტოუნმა მეგობარ მამაკაცთან, მილიონერ ანჯელო ბოფასთან ქორწინება ჩაშალა

image შერონ სტოუნმა ჩაშალა ქორწინება თავის მეგობარ მამაკაცთან, 41 წლის შვეიცარიელ მილიონერთან ანჯელო ბოფისთან. გავრცელებული ხმების თანახმად მილიონერმა მსახიობს ხელი სთხოვა, თანხმობაც მიიღო და გვიან შემოდგომით ურთიერთობის დაკანონებასაც აპირებდნენ.
როგორც ამერიკული პორტალი "Radaronline.com" იუწყება-შერონმა მათი ურთიერთობების დაკანონებამდე ყველაფერი აწონ-დაწონა და გადაწყვიტა მოვლენები არ დაეჩქარებინა. წყაროს ინფორმაციით: "შერონი თვლის, რომ მათი ურთიერთობები გახდა ძალიან სერიოზული. შერონს კი სურს ჯერჯერობით ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის".
ანჯელო ბოფა უძრავი ქონების გაყიდვითაა დაკავებული. მსახიობი მან გაიცნო შვეიცარიაში, ზამთარში სანკტ-მორიცეში საქმიანი მივლინებით ყოფნის დროს.
წყვილი პაპარაცებმა წელს მარტის თვეში დააფიქსირეს ერთად, როცა შერონმა აღნიშნა 60 წლის იუბილე. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს რომანი ჰქონდა 19 წლით უმცროს მილიონერთან.
როგორც წყარო იუწყება შერონმა ანჯელოს გადაწყვეტილება-ურთიერთობისათვის კანონიერი სახე მიეცათ თავიდან მიიღო და გადაწყვეტილებაც მიიღეს შემოდგომაზე ქორწილი გადაეხადათ, მაგრამ მოულოდნელად შერონმა გადაწყვეტილება შეცვალა.
მსახიობი ორჯერაა ქორწინებაში ნამყოფი, არცერთი ქორწინება არ ყოფილა შერონისათვის ბედნიერი! "მას არ უნდა ისევ განიცადოს ის ტკივილი, რაც წინა ორი ქორწინებისას განიცადა შერონმა"-აცხადებენ ჰოლივუდის ვარსკვლავის უახლოესი გარემოცვის ადამიანები.
შეგახსენებთ, რომ შერონი ზრდის სამ შვილად აყვანილ ბიჭებს. 1998 წლიდან 2004 წლამდე ის იყო «San Francisco Chronicle» -ის ვიცე პრეზიდენტის ფილ ბრონშტეინის ცოლი. ქორწილის მერე წყვილმა იშვილა ბიჭი როენა რომელიც ახლა 17 წლისაა. განქორწინების მერე კი შერონმა ორი ბიჭი იშვილა, ლერდა ვონა სტოუნი (ახლა 12 წლისაა) და კუინა კელი სტოუნი (ახლა 11 წლისაა).
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage











0
427
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0