x
image
რუსუდან ნადირაშვილი
მირზა სუბელიანი - თავს დამნაშავედ ვცნობ და მინდა დავრჩე პატიმრობაში მიუხედავად იმისა, რომ მირჩევნია, ჩემი გასვენება იყოს
image


წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ვცნობ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.

.

პროკურატურამ მტკიცებულებად გამოკითხვების და დაკითხვის ოქმები წარადგინა, ასევე წარადგინა საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები. ბრალდებამ მოწმეთა სიაც წაიკითხა, ვის დაკითხვასაც პროკურატურა არსებითი განხილვების დაწყების დროს აპირებს. მათ შორის არიან: მიხეილ კალანდია, გიორგი კალანდია, დაჩი ღლონტი, მერაბ მორჩაძე, ზაზა სარალიძე და გიორგი მენაბდე.


.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც საკუთარი პოზიცია დაცვის მხარემ დააფიქსირა. დაცვის მხარემ საკუთარი პოზიცია წარმოადგინა, კერძოდ, პროკურატურიდან და სასჯელაღსრულების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის სახით. ამასთან, დაცვის მხარეს ბრალდების მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია. ადვოკატებმა სადავოდ მხოლოდ ერთი, მიხეილ შაყულაშვილის ჩვენება გახადეს.

.

ბრალდებულ მირზა სუბელიანის თქმით, მისთვის შაყულაშვილის ჩვენება მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, სუბელიანის განმარტებით, იცნობს ყველა მტკიცებულებას და მათ არ თვლის სადავოდ.

"ჩემი ჩვენებიდან არის გამომდინარე ბრალი. მე ვაღიარებ ბრალს და ვიცი, რა შედეგები მოჰყვება ჩემს ქმედებას. მე არ ვხდი სადავოდ მტკიცებულებებს, " - განაცხადა მირზა სუბელიანმა.

.

ამასთან, მისი თქმით, ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ პატიმრობაში დარჩეს.

"საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად დიდია, რომ ეს ჩემთვის პოპულარიზაცია არ არის ჩემი თავის. უბრალოდ ჩემი პოზიციაა, რომ მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს. ასევე, მე ვაცხადებ, რომ ვეთანხმები ბრალდების მხარეს და მსურს, დავრჩე პატიმრობაში, თუმცა ეს არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩემი მიმალვის საფრთხე არსებობს - ჩემი აქ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია, მირჩევნია, გასვენება იყოს ჩემი, ვიდრე აქ ვიჯდე, " - განაცხადა მირზა სუბელიანმა.

.

საქმის არსებითი განხილვა 1-ელ ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

.

შეგახსენებთ, სუბელიანი სასამართლო დარბაზში სამი თვის წინაც იგივე შინაარსის შეფასებებს აკეთებდა.

“თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი, - ამის შესახებ ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის გისოსები მეორეხარისხოვანია.


„ვიზიარებ მშობლების მწუხარებას, მათ ტრაგედიას. ძალიან ბევრი ოჯახი განადგურდა“, – განაცხადა მირზა სუბელიანმა.

0
117
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0