x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რუსეთის არმიის გენერალი, რომელიც მხოლოდ სკოლის განათლებითაა

image რუსეთში ბლოგერების გარკვეული ნაწილი დასცინოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, არმიის გენერალს, სერგეი შოიგუს და მას უწიგნურს უწოდებდა.
შოიგუს უმაღლესი ტექნიკური განათლება მაინც აქვს, მას დამთავრებული აქვს კრასნოიარსკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (სადაც სამხედრო კათედრაც იყო) და სანამ კომკავშირულ საქმიანობაზე გადაიყვანდნენ პროფესიით მუშაობდა.
შემდეგ იყო უკვე საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში მუშაობა, საიდანაც წარმატებული კარიერის მერე მოხვდა თავდაცვის სამინისტროში.
ნაკლებადაა საინტერესო რუსეთის თავდაცვის მინისტრის კარიერა და განათლება უბრალოდ შედარებისათვის მოვიყვანე კიდევ ერთ არმიის გენერალთან, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდალთან ზოლოტოვთან, რომელსაც უმაღლესი განათლება არა აქვს მიღებული, არც სამხედრო და არც სამოქალაქო.
ავტომშენებელი ქარხნის "АЗЛК"-ას ყოფილი ზეინკალი, რომელიც ფიზიკური მონაცემების გამო დაიქირავა ელცინის დაცვის უფროსმა კორჟაკოვმა, ელცინის მერე უკვე ჩვენთვის კარგად ცნობილ სობჩაკს იცავდა. ზოლოტოვი 1996 წელს გაანთავისუფლეს დაცვის ფედერალური სამსახურიდან და გარკვეული პერიოდი "კრიმინალურ ავტორიტეტს" გვარად ცეპოვს იცავდა.
2000 წელს ზოლოტოვს პუტინი ყველასთვის მოულოდნელად ნიშნავს საკუთარი დაცვის უფროსად, პუტინის ბრძანებით ზოლოტოვი უკვე 2013 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის მოადგილეა, ხოლო 2014 წლიდან უკვე აღნიშნული უწყების დაქვემდებარებაში მყოფი შინაგანი ჯარების სარდალი ხდება.
გასაკვირი აქ არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მაგრამ!-არმიის გენერალს მხოლოდ საშუალო განათლება აქვს და წარმოუდგენლად ბრწყინვალე კარიერის გაკეთება როგორ მოახერხა ასეთმა კაცმა!?
ვიკიპედიაში წერია: "არმიის გენერალმა ზოლოტოვმა დაამთავრა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული ინსტიტუტი და რუსეთის ფედერაციის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია".
როდის სწავლობდა და როდის დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი და სამხედრო აკადემია არაა აღნიშნული, თუმცა მარტივად შეიძლება გამოვიანგარიშოთ მითი და რეალობა, რომელია აქედან სიმართლე. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული ინსტიტუტი შეიქმნა 2002 წელს, აქედან გამომდინარე, ზოლოტოვს უნდა დაემთავრებინა აღნიშნული ინსიტუტი 2007 წელს, როცა ის 50 წელს გადაცილებული იქნებოდა, თან როგორ მოახერხებდა სწავლას, როცა აღნიშნულ პერიოდში ის პუტინის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულთა შორის კი გვარი ზოლოტოვი არ ფიქსირდება.
ასე, რომ გასაგებია როგორ და ვისი მფარველობით გახდა საშუალო განათლების მქონე კაცი არმიის გენერალი.
ზოლოტოვი გახლავთ პუტინის ფავორიტი...

3
713
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
713
  
2019, 19 თებერვალი, 19:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 19 თებერვალი, 13:53
" самом деле дубов и безмозглых у них хватает как и у нас"!
2019, 19 თებერვალი, 0:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3