სხვა პროფესორი პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა იმ დროს,როდესაც საუბრობდა,თუ სად და როგორ სჯობს მოკვდე(ვიდეო) 2018, 13 სექტემბერი, 10:18 ინდოეთში პროფესორი რიტა ჯიტენდრა გარდაიცვალა პროგრამა "დილა მშვიდობისა"-ს პირდაპირ ეთერში, როდესაც ცნობილი პროფესორი, მხატვარი და მწერალი საუბრობდა საკუთარ ცხოვრებაზე და კარიერაზე. ინტერვიუს დროს ქალმა თავი უკან გადასწია და შეწყვიტა საუბარი, კადრი უმალ შეიცვალა და უწყვეტად გადაცემის წამყვანს აჩვენებდნენ, რომელიც აშკარად დაბნეული იყო. პროფესორი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი სიკვდილის კონსტატაცია მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს დროს პროფესორი რიტა ჯიტენდრა განიხილავდა საკუთარი სიკვდილის შესაძლო ვარიანტს:ქალს უნდოდა ისევე მომკვდარიყო, როგორც პრეზიდენტი აბდულა კალამი, რომელიც საკუთარ სამსახურში, უნივერსიტეტში ლექციის კითხვის დროს გარდაიცვალა. 344 5-ს მოსწონს
|