x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც გადაღლილ მძღოლებს ჩაძინების უფლებას არ მისცემს

image


ბევრ ქვეყანაში გადაღლილი მძღოლების ჩაძინების გამო ადამიანები ავარიით იღუპებიან. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
ჩაძინებული მძღოლი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ისე გზაზე გამვლელ სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსაც და მგზავრებსაც.
განსაკუთრებით მძიმე ავარიების სიხშირე მოდის გადამზიდავ ტრაილერებზე, რადგან აღნიშნული გადამზიდავი მანქანების მძღოლებს ათასობით კილომეტრის გავლა უწევთ, რათა კონტრაქტში გაწერილ ვადებში მიაწოდონ ტვირთი დამკვეთს.
ჩაძინებული მძღოლების მიერ გამოწვეულმა ავარიებმა სხვადასხვა ქვეყნის ინჟინრებს სტიმული მისცა, რათა გაეკეთებინათ ხელსაწყოები, რომლებიც გადაღლილ მძღოლებს ჩაძინების საშუალებას არ მისცემდა.
უკვე მრავლადაა ინტერნეტ სივრცეში მასალა აღნიშნულ ხელსაწყოებზე, მძღოლის სავარძლის მკვეთრი შერყევით დაწყებული და ყურზე გასაკეთებელი დეტექტორ-სიგნალიზატორის თუ თითზე წამოსაცმელი ბეჭდის ფორმის დეტექტორ-სიგნალიზატორის სახით.
ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობა "StoopSleep" ბეჭდის სახით მძღოლს არ აძლევს საშუალებას, დაიძინოს, რადგან ბეჭედში მოთავსებული სენსორები მყისიერად აფიქსირებს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებას, რომელსაც ძილის რეჟიმზე გადასვლისას განიცდის ცენტრალური ნერვული სისტემა.
ბეჭედი უმალვე იწყებს ვიბრირებას მკვეთრი რხევებით, რაც მყისიერად აღვიძებს მძღოლს, რითაც შესაძლო ავარიის ალბათობას ირიდებს თავიდან.
ბეჭედში მოთავსებულია 8 ერთეული ზემგრძნობიარე სენსორი, რომლებიც აკონტროლებენ მძღოლის მდგომარეობას, მათ შორის ძილის რეჟიმზე გადამსვლელ ნერვულ პარამეტრებს. "StoopSleep"-ს გააჩნია მძღოლის გამოსაღვიძებელი სამი რეჟიმი: ხმოვანი, სინათლის მინათების და ვიბრირების.
ჩაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე სენსორების მიერ დაფიქსირებულ ცვლილებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ბეჭედი-სიგნალიზატორის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვება და ბეჭედი მძღოლს მაღალ ხმაზე უკარნახებს, რომ დროა, მანქანა გადააყენოს და გამოიძინოს.
imageimage "StoopSleep"-ზე ბევრად იაფი, მაგრამ ეფექტური საშუალებაცაა, რომელიც ყურსამაგრით მაგრდება ყურზე, აპარატი აფიქსირებს მძღოლის მიერ თავის დახრის მომენტს და მყისიერად რთავს განგაშის სირენას, რაც უმალ აღვიძებს მძღოლს.
მას აგრეთვე აქვს ძლიერი ვიბრაციის უნარი, რაც, დამეთანხმებით, დაძინების საშუალებას არ მისცემს მძღოლს. მოწყობილობა იმდენად პატარა და სატარებლად მოხერხებულია, რომ არანაირ დისკომფორტს არ უქმნის მძღოლს.
imageimageimage შემეძლო, დასახელებული დეტექტორ-სიგნალიზატორების შესაძენად მათი განთავსების ლინკები დამედო, მაგრამ ეს რეკლამაში ჩამეთვლებოდა და შეგნებულად შევიკავე თავი.




0
53
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0