x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მეცნიერების სიმფონია - "ჰორიზონტს მიღმა"

მეცნიერების სიმფონია - "ჰორიზონტს მიღმა"


მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კომპანია "Melodysheep"-მა დაიწყო ცნობილი მეცნიერების ლექციებიდან მათი შთამაგონებელი გამონათქვამების ამოკრება, მათზე მუსიკის დადება და გავრცელება. ამ ვიდეოს ჰქვია "ჰორიზონტს მიღმა" და შეიცავს ნილ დიგრას ტაისონის, ბრაიან კოქსისა და ქეროლაინ პორკოს გამონათქვამებს:



"ცივილიზაციური წინსვლა ნიშნავს, რომ ჩვენ გავცდით კონკრეტულ ნიშნულებს. პირველი იყო დედამიწის ატმოსფეროს დატოვება, შემდეგი იყო მთვარეზე დაჯდომა. რა არის შემდეგი? - პლანეტები.


ჩვენ ვმოძრაობთ, რომ გავცდეთ ჰორიზონტს, გავცდეთ საზღვარს, ჯერ კი აქ ვართ ერთად ამ მყიფე, პატარა მსოფლიოში.

ეს კი ჩვენი მზეა - უბრალოდ ერთ-ერთი ვარსკვლავი ვარსკვლავთა ზღვაში მოცურავე, მყოფი ჩვენი სისტემის გულში.

მერკური კი ერთ-ერთი უახლოესი პლანეტაა. ეს ნაწამები ქვის ნატეხი მთლად გაშიშვლებულა.

მთვარეს აქვს თავისი ცა და ჰორიზონტი, ეს სხვა სამყაროა. მას აქვს დედამიწა ღამის ცაზე, ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს მთვარე.

ჩვენ არ ვართ ერთადერთი მსოფლიო სამყაროში, რომელზე ფიქრიც შეგვიძლია, მსოფლიოები უთვალავია!

დიდი გარდატეხა ხდება ჩვენში, როდესაც სხვა პლანეტების ცაზე ჩვენს პატარა, ცისფეროკეანიან პლანეტას ვხედავთ.

სატურნის სისტემა გვთავაზობს შეუდარებელ მშვენიერებას, ვინაიდან მისი ბეჭდები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, ათასობით მომცრო მთვარეა.

ეს აღარაა აბსტრაქციები, ეს რეალური მსოფლიოებია. შეიძლება მათზე სიცოცხლეც კი ყვავის. ისინი ცვლიან ჩვენს აზრს დედამიწის შესახებ და გვაჩვენებენ რაც ის რეალურადაა - მზის სხივზე მოკიაფე მტვრის ნაწილაკი.

ბუნების კანონები ქმნიან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მსოფლიოებს, სულ პატარა ცვლილებების წყალობით.

როდესაც ვაღწევ სამყაროს კიდეს, უკვე ვიცი, რომ კოსმოსური აღმოჩენების ზოგიერთ ბილიკზე არსებობს დრო, როდესაც სულ ცოტა, ახლა მაინც, ადამიანებს შეუძლიათ კითხვების დასმა ყველაფრის შესახებ."



ასევე დაგაინტერესებთ:

1. დედამიწის გეოლოგიური ისტორია

2) ნილ დიგრას ტაისონი - ყველაზე საოცარი ფაქტი სამყაროს შესახებ

3) რიჩარდ დოკინსი - სიცოცხლის სილამაზე

4) ლოურენს კრაუსი - ჩვენი უღმერთო სამყარო გამორჩეულია

5) შავი ხვრელების ისტორია

6) ადამიანის, როგორც სახეობის გადასარჩენად აუცილებელია მან დედამიწა დატოვოს - სტივენ ჰოკინგი

7) ბავშვი სამყაროები - ტრილიონობით ტრილიონი პარალელური სამყარო - გია დვალი




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
99
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0