x
მეტი
  • 08.08.2022
  • სტატია:121383
  • ვიდეო:354777
  • სურათი:493404
ცნობილ მომღერალს არიანა გრანდეს მღვდელი დაკრძალვაზე მკერდზე უთათუნებდა ხელს(ვიდეო)
imageვიდეოჰოსტინგ "იუ ტუბზე" აიტვირთეს ვიდეო, სადაც პოპულარული ამერიკელ მომღერალს არიანა გრანდეს(Ariana Grande) მღვდელი ჩარლზ ელისონი დაკრძალვის ცერემონიალზე მკერდზე უთათუნებს ხელს.
ინციდენტი ლეგენდარული მომღერლის, არიტა ფრანკლინის დაკრძალავაზე მოხდა, 25 წლის მომღერალმა არიტა ფრანკლინის ერთ-ერთი ჰიტი შეასრულა, რის შემდეგაც მღვდელი რამდენჯერმე შეეხო არიანას მკერდს, შემდეგ კი მოეხვია.
არიანას ყოვლად შეუძლებელი იყო არ ეგრძნო, რომ მღვდელს ცოტა ზედმეტი მოუვიდა, თუმცა სკანდალს მოერიდა, ამასობაში საზოგადოებამ და სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მღვდელი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს.
image
გრანდეს თაყვანისმცემელებმა ჰეშტეგიც კი გაუშვეს ქსელში #RespectAriana(პატივი ეცი არიანას), თან ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ინციდენტი მოხდა იმ მომღერლის დაკრძალავაზე, რომელიც მთელი ცხოვრება ქალთა უფლებების დაცვისთვის იბრძოდა.
როგორც ცნობილი გახდა მღვდელმა ამ ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა:
"მე არ მქინდა იმის განზრახვა რომელიმე ქალის მკერდს შევხებოდი, უბრალოდ მოვეხვიე მას, შეიძლება ზღვარსაც გადავაბიჯე, შეიძლება ძალზე კეთილგანწყობილი ვიყავი..კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს"-აღნიშნა მღვდელმა.
image
შეგახსენებთ, ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი არეტა ფრანკლინი 16 აგვისტოს, 76 წლის ასაკში პანკრესის კიბოთი გარდაიცვალა, სოულის და ბლუზის დედოფალი 31 აგვისტოს დეტროიტში ვულდაუნის სასაფლაოზე დაკრძალეს.
რაც შეეხება არიანა გრანდეს, პირველ დიდი წარმატებას ახალგაზრდა მომღერალმა ალბომი Yours Truly (2013)-ის გამოსვლის შემდეგ მიაღწია, რომელიც აშშ-ს ჰიტ-აღლუმს სათავეში მოექცა.
სიმღერები "Problem», «Break Free», «Bang Bang» და «Love Me Harder» 34 კვირის განმავლობაში დომინირებდა Billboard Hot 100-ის სინგლების ჩარტში.
image

ამის გარდა არიანა კეტ ვალენტაინის როლს ასრულებდა კომედიურ სერიალში „ვიქტორია-გამარჯვებული“. სერიალი დასრულდა თუმცა არიანა როლიდან არ გამოსულა და ისევ ასრულებს კეტის როლს სერიალში "სემი და კატა".
0
1925
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1925
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0