x
მეტი
  • 30.06.2022
  • სტატია:120425
  • ვიდეო:354464
  • სურათი:492551
ქალთა წინდაცვეთა ისლამში
ქალთა წინდაცვეთა ისლამში


უსამა იბნ უმარი გადმოგვცემს, რომ მუჰამედმა თქვა: წინადაცვეთა არის ტრადიცია კაცებისთვის და ღირსეული საქციელი ქალებისთვის. (მუსნად აჰმადი 20195, და'ეეფ)

უმ ათთია კი გადმოგვცემს, ქალი, რომელიც ქალაქ მედინაში ჭრიდა გოგონებს კლიტორს, უტარებდა ე.წ. ქალთა წინადაცვეთას, მისთვის ეს საქმიანობა სულაც არ აუკრძალია მუჰამედს, არამედ უთხრა ასეთი რამ: "ნუ მოჭრი (კლიტორს) სრულად (მკაცრად), ვინაიდან ეს უკეთესია ქალებისთვის და უფრო სასიამოვნო მათი ქმრებისთვის." (სუნან აბუ დავუდი 5271)


მუჰამედი - ისლამის დამფუძნებელი



აი კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ებრძოლოს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დრომოჭმულ ტრადიციებს, რომელიც ხშირად რელიგიის მიერ გამყარებული და დაშვებულია. ისლამურ სამყაროში, და უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში (მუსლიმი მოსახლეობის ევროპაში და ამერიკაში ემიგრაციის შემდეგ) ქალებს წინდაცვეთას უტარებენ. ხშირად უკვე ზრდასრულ გოგონებსაც კი კლიტორს აჭრიან. ოპერაცია გულისხმობს ქალის გარეთა სასქესო ორგანოების სრულ ან ნაწილობრივ მოკვეთას. ეს პრაქტიკა გავრცელებულია ბევრ აფრიკულ, აზიურ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში. ის სათავეს იღებს უძველესი დროიდან, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელება ჰპოვა ისლამურ საზოგადოებებში და ისლამმაც იგი დაუშვა. ამ დროს მინიმუმ ხდება კლიტორის მოკვეთა, რათა შემცირდეს ქალის სექსუალური აღგზნებადობა და ქალური მოთხოვნილება, რომ ქალი გახდეს მეტად "პატიოსნებისკენ" მიდრეკილი. ამავდროულად არაა მიღებული ოპერაციის ჩატარებისას ანესთეზიის გამოყენება. ოპერაციას ატარებენ დანების, საპარსისა და შუშის ნატეხის გამოყენებითაც კი. ხშირად ხდება ინფიცირება. მუსლიმ ქალებში გავრცელებულია ცრურწმენა, რომ ქალს ვერ ეყოლება შვილი, თუ წინდაცვეთა არ ექნება გაკეთებული. ასე იყო საუკუნეების განმავლობაში და ასე გრძელდება ახლაც.


ქალთა წინდაცვეთა ისლამში


სტატისტიკა შოკისმომგვრელია - 2016 წლის მონაცემებით ეგვიპტეში, გათხოვილი ქალების 92%-ს წინდაცვეთა აქვს გაკეთებული, იმისთვის, რომ სექსის დროს ნაკლები სიამოვნება იგრძნოს ქალმა და მისთვის პრიორიტეტული არ იყოს სიამოვნების ეს ფორმა. საუბარია 15-დან 49 წლის ასაკის ქალებზე. სოფლებში წინდაცვეთილ ქალთა რიცხვი კიდევ უფრო მაღალია. ამის შესახებ ეგვიპტის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ადელ ადავის ინფორმაციით წინდაცვეთა უტარდებათ გოგონებს ძირითადად 9-დან 12 წლამდე ასაკში, ზოგ შემთხვევაში უფრო პატარებს და უფრო იშვიათად თოთო ბავშვებსაც კი. ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეგვიპტელ ქალთა 30% მიიჩნევს, რომ ეს პრაქტიკა უნდა აიკრძალოს კანონით, მაგრამ 50%-ზე მეტი მაინც მიიჩნევს, რომ ის უნდა ჩატარდეს და ეს პრაქტიკა აგრძელდეს ეგვიპტეში, ვინაიდან ამას ისლამი მოითხოვსო. 2008 წელს ეგვიპტეში შემოღებული იქნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მსგავსი ოპერაციის ჩატარებისთვის, მაგრამ ის კვლავინდებურად ძალიან ფართოდაა გავრცელებული და ვერ ხერხდება მისი აღმოფხვრა მოსახლეობიდან.

ეგვიპტელი ექიმი რასლან ფადლი, რომელსაც 13 წლის გოგონა, სოჰაირ ალ-ბატეა შემოაკვდა წინდაცვეთის ოპერაციის დროს, მხოლოდ 2 წლით ჩასვეს ციხეში. ეს სამარცხვინო ვერდიქტი ეგვიპტეში აღიქვეს, როგორც ქალთა უფლებების დაცვის ტრიუმფი, იმდენად დაბალია ქალთა უფლებების დაცვის დონე ისლამურ საზოგადოებაში.


ქალთა წინადაცვეთა ისლამურ ქვეყნებში


ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში წინდაცვეთა ქალთა ინიციაციას ნიშნავს და ამის გარეშე ქალს გათხოვების უფლება საერთოდ არ აქვს. მსგავსი პრაქტიკა გავრცელებულია პრაქტიკულად ყველა იმ რეგიონში, სადაც მუსლიმური მოსახლოება ჭარბობს. ამას ადგილი აქვს ინგლისში მცხვორებ მუსლიმებს შორისაც კი. მაგალითად ბრიტანეთის მასშტაბით, სასუალოდ წელიწადში 24, 000 (ოცდაოთხი ათასი) ქალთა წინადაცვეთის ოპერაცია ტარდება.


ქალთა წინდაცვეთა ისლამში


2016 წლის მონაცემებით მსოფლიოში ცოცხალია დღეს 200 მილიონზე მეტი ქალი, რომლებიც გახდნენ ისლამური წესებით ნებადართული ამ ბარბაროსული ტრადიციის - ქალთა წინდაცვეთისა. სულ 2016 წლისთვის, როდესაც ეს სტატისტიკა გამოქვეყნდა, მსოფლიოში იყო სულ დაახლოებით 800 მილიონი მუსლიმი მდედრობითი სქესის ადამიანი. აქედან 200 მილიონს ჰქონდა გაკეთებული ეს ოპერაცია - ყოველ მეოთხე მუსლიმ ქალს!


ქალთა წინდაცვეთის ოპერაციის 4 ტიპი

ქალთა წინდაცვეთა ისლამში


საღად მოაზროვნე მუსლიმი ქალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოითხოვენ ამ პრაქტიკის უკანონოდ გამოცხადებას და აკრძალვას, მაგრამ ეს ყოველივე რჩება ხმად მღაღადებლისად უდაბნოში.


ქალთა წინდაცვეთა ისლამში


და ეს ხდება უპირველესად ყოვლისა იმიტომ, რომ ულტრალიბერალები, რომლებიც თავს გამოიდებენ ხოლმე მუსლიმების დაცვაში, ისე, რომ არც კი იციან რეალურად რას წარმოადგენს ისლამი, ამ საღად მოაზროვნე მუსლიმ თუ ექს-მუსლიმ ქალებს კი არ უჭერენ მხარს, არამედ საშინელ ტრადიციას ამართლებენ და ყველას, ვინც ამას აკრიტიკებს, ისლამოფობად, ანტისემიტად, რასისტად და ათას უბედურებად რაცხავენ. მაგალითად ჰილარი კლინტონის ქალიშვილი - ჩელსი კლინტონი, ამერიკის პრეზიდენტის - ბილ კლინტონის ერთადერთი შვილი, რომელმაც 2017 წელს ამ საშინელი ტრადიციის მხარდამჭერი თავისი განცხადება გამოაქვეყნა ტვიტერზე და განაცხადა: გენიტალური დამახინჯება კულტურულად დაბინძურებული (მოძველებული), რასისტული (?!) ცნებაა. სწორი ფორმაა - "გენიტალური კვეთა" და გააჩნია მრავალი დადებითი რამ, ჯანდაცვის მხრივ."


#მემუსლიმებისგვერდშივარ


ჰილარი და ჩელსი კლინტონებიჩელსი კლინტონი ქალთა წინდაცვეთის შესახებ


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
3169
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
3169
  
2020, 28 ოქტომბერი, 19:08
ერთხელ ალლაჰის შუამავალი გამოვიდა მუსალლადან (ლოცვისათვის) ო'იდ-ალ-ადა ან ალ-ფიტრის ლოცვისთვის. შემდეგ მას შემოხვდნენ ქალები და მან თქვა - ო ქალო! გაიღე დახმარება უპოვართათვის, ვინაიდან მე ვნახე, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლის მკვიდრთა უმრავლესობა ხართ თქვენ (ქალები).

მათ ჰკითხეს - რატომაა ასე, ო, შუამავალო ალლაჰისა?

მან კი უპასუხა: თქვენ ხშირად იწყევლებით და უმადურები ხართ თქვენი ქმრებისადმი. მე არ მინახავს არავინ იმდენად ინტელექტუალურად დაქვეითებული და მცირე რელიგიური რწმენის, როგორც თქვენ.

ქალებმა ჰკითხეს, ო, ალლაჰის შუამავალო! რატომ ვართ ჩვენ ინტელექტუალურად შეზღუდულები ან რელიგიურად ურწმუნოები?

მან (მუჰამედმა) უპასუხა: ამის დამადასტურებელი ის არაა, რომ სასამართლოზე ერთი კაცის ჩვენება უტოლდება ორი ქალის ჩვენებას? ქალები დაეთანხმნენ.

მუჰამედმა გააგრძელა - ეს არის მაჩვენებელი ქალების ინტელექტუალური შეზღუდულობისა. განა შეუძლიათ ქალებს, რომ მენსტრუაციის პერიოდში ილოცონ და იმარხულონ? ეს არის მტკიცებულება, რომ ისინი არიან რელიგიურად ნაკლებად მორწმუნენი.

საჰიჰ ალ-ბუხარი 304

Once Allah's Apostle went out to the Musalla (to offer the prayer) o `Id-al-Adha or Al-Fitr prayer. Then he passed by the women and said, O women! Give alms, as I have seen that the majority of the dwellers of Hell-fire were you (women). They asked, Why is it so, O Allah's Apostle ? He replied, You curse frequently and are ungrateful to your husbands. I have not seen anyone more deficient in intelligence and religion than you. A cautious sensible man could be led astray by some of you. The women asked, O Allah's Apostle! What is deficient in our intelligence and religion? He said, Is not the evidence of two women equal to the witness of one man? They replied in the affirmative. He said, This is the deficiency in her intelligence. Isn't it true that a woman can neither pray nor fast during her menses? The women replied in the affirmative. He said, This is the deficiency in her religion.

Sahih Al-Bukhari 304
2018, 30 აგვისტო, 0:00
200 მილიონზე მეტ მუსლიმ ქალს აქვს ჩატარებული ეს საშინელება....
2018, 29 აგვისტო, 23:51
ვერ შევძელი ბოლომდე წაკითხვა, ამაზრზენია :(
0 1 3