x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნოველას საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი

image
ქალის ბედი ---------------- თხუთმეტი წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა. გაეპარა მშობლებს და ჩუმათ იქორწინა მასზე ბევრად უფროს მამაკაცზე. იმ დღესვე დაიწერეს ჯვარი იმის შიშით, რომ მამას არ წაეყვანა სახლში. მშობლები მასთან არ ურთიერთობდნენ, მაგრამ როცა პატარა გაჩნდა შვილიშვილს სიყვარულმა დაავიწყათ ძველი წყენა. შეურიგდნენ სალომეს მშობლები. გარეგნულად მოსიყვარულე და თბილი ოჯახი ჩანდა მაგრამ ბევრი რამის ატანა უხდებოდა სალომეს. ქმარმა სმა დაიწყო. სახლში გვიან ბრუნდებოდა და ცოლს სცემდა. სალომე ვერ ეუბნებოდა მშობლებს თავის გაჭირვებას, იტანდა ყველა ტკივილს და დამცირებას.წლები გადიოდა ამ ტანჯვაში.ერთ საღამოს ისევ მთვრალი დაბრუნდა სალომეს ქმარი სახლში და პიჯაკზე პომადის ნაკვალევი ჰქონდა.---ეს რა არის?! ჰკითხა ქმარს: მან კი პასუხის ნაცვლად სახეში სილა გააწნა. სალმემ ვეღარ მოითმინა ქმრისგან ამდენი შეურაცყოფა, მოკიდა ბავშვს ხელი და მშობლებთან წავიდა. გარეთ ქარი და წვიმა იყო. ღამის თორმეტი საათი.წვიმა კიდევ უფრო უმატებდა, თითქოს წვიმა ხელს უშლიდა მშობლებთან წასვლაზე და ჩასძახოდა: “ არ წახვიდე იქ უარესი გელოდება უკან დაბრუნდიო“. არც ტაქსი ჩანდა სადმე, რომ გაეჩერებინა. სამყაროც კი მის წინააღმდეგ იყო. როგორც იქნა მიაღწია მშობლების სახლამდე სალომემ. სულ სველი იყო, ბავშვისთვის საწვიმარი ჰქონდა მოფარებული და წვიმას ის ნაკლებად დაესველებინა.მშობლები გაოცებული შეჰყურებდნენ ზღრუბლთან დამდგარ გაწუწულ შვილს, ვერ ერკვეოდნენ რა ხდებოდა. მათ ხომ არ იცოდნენ რა ტანჯვა წამებას იტანდა მათი შვილი. ოთახში შეიყვანეს და გამოკითხეს, თუ რამ აიძულა ამ შუაღამეს მშობლების სახლში დაბრუნება. სახლში მისი უფროსი ძმაც იყო.სალომე დაჯდა და მშობლებს მოუყვა ყველაფერი, რაც იმ დრომდე გადაიტანა. დედა ატირებული ჩაეხუტება შვილს. მამა ყვიროდა და მისი ძმა ეჩხუბებოდა.--შენ ჩვენთვის არ გიკითხავს გათხოვება ადექი და გათხოვდი, ხოდა შეეგუე იმას ვინც გყავს. დროზე წადი აქედან, არ გქონდს იმედი მიგიღო უკან. მე არ მჭირდება სახლში მობრუნებული და. მე ცოლის მოყვანას ვაპირებ და ვინ გამომყვება ცოლად, როცა გაიგებენ სახლში და მიზის თავისი შვილით. სალომემ სევდიანი თვალებით მამას გადახედა, იქნებ ამან მიშველოს და არ გამწიროსო, მაგრამ მამამ კარისკენ მიუთითა. მეუღლე მუხლებში ჩაუვარდა ქმარს: ---ამ შუაღამეზე სად აგდებთ ბავშვს ცოდვაა გათენდეს და მე თვითონ წავიყვანო. ძმა კიდევ უფრო განრისხდა, ხელი მოკიდა და კარისაკენ გაათრია. ბავშვმა ტირილი მორთო: დედას ხელი გაუშვი ნუ აგდებ გარეთ ბიძია! მამა ურტყამდა. „დედა ცოდვაა შეიბრალე“. ვის ესმოდა პატარას ტირილი და ვედრება.მასაც მოკიდა ხელი და ორივე: დედა- შვილი სახლიდან გაყარა. იმ საღამოს მეზობლის ქალმა შეიფარა სალომე, გაუგონია ჩხუბის ხმა და გარეთ გამოსულა. მეორე დილით კი ისევ ქმრის ოჯახში დაბრუნდა. ქმარი სიცილით შეხვდა.---აბა რა გეგონა შენები მიგიღებდნენ და ჩემგან თავს დააღწევდი, ჭკუა გამოგლევია სულ ამდენი რტყმევისგან. დრო გადიდოა სალომეს ცხოვრება ჯოჯოხეთს ემსგავსებოდა.ბევრი ღამე გარეთ წვიმაში, ქარში და სიცივეში გაუტარებია.დამხმარე და პატრონი არავინ ჰყავდა ამ ტანჯვიდან, რომ გაენთავისუფლებინა. ერთ საღამოს ისევ მთვრალი მოვიდა ქმარი სახლში. ისევ ჩხუბი დაუწყო . ვერ მოითმინა და ხელი შეუბრუნა სალომემ ქმარს.----ეს როგორ გამიბედე მე შენ, ღრიალებდა, დანას წაავლო ხელი და სალომესკენ გაიწია ჩასარტყმელად.წამებში მოახერხა აცილება დანის. ოდნავ გაჰკრა კიდევაც ტანსაცმელზე. ბავშვს ხელი დაავლო და სახლიდან გაიქცა. ყვიროდა გამწარებული სალომე: ---აქ არასოდეს დავბრუნდები, ქუჩაში ვიცხოვრებ, ვიმათხოვრებ და აქ არ მოვალო. ქმარმა მიაძახა: ჯანდაბამდე გზა გქონია. ისევ მეზობლის ქალმა შეიფარა სალომე. შემდეგ კი დედას გააგებინა თავისი გასაჭირი. დედამ ქმრის და შვილის ჩუმათ ბინა დაუქირავა და როგორც შეეძლო ეხმარებოდა. სამსახურიც იშოვა და თავი როგორმე გაჰქონდა, მაგრამ ქმარი არ ასვენებდა, იქაც აკითხავდა და ისევ ჩხუბობდნენ. სალომემ განქორწინება მოითხოვა. ქმარს უთხრა: დამთანხმდი განქორწინებაზე და ფულს მოგცემო. ისიც სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. განქორწინების შემდეგ ყველას მალულად საბუთები გააკეთა, დედას ბავშვი ჩააბარა და საფრანგეთში ქალაქ ბორდოში წავიდა სამუშაოდ. ძმას არ მოეწონა დისშვილის სახლში საცხოვრებლად დაბრუნება . დედას ეჩხუბა:--- ჩემ ცოლს ზედმეტი საქმე არ ჭირდება, ისედაც თავზე საყრელი აქვს. ხელი მოჰკიდა მის ცოლ- შვილს და სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. საფრანგეთში ჩასულ სალომეს იქ ბავშობის მეგობარი დახვდა. სამსახურიც მალევე უშოვა და მშვენივრად მოეწო, მხოლოდ შვილის დარდი ჰკლავდა. დარდობდა: ვაითუ ჩემმა ძმამ ცემოსო. მერე ცოტა დამშვიდდა, რომ გაიგო სახლიდან მისი ძმის წასვლის შესახებ. ფულს რასაც აიღებდა დედას უგზავნიდა, სურდა შვილისთვის სახლი ეყიდა, რაც შეიძლება სწრაფად. თვითონ კი კაპიკებს იტოვებდა.საღამოობით ბავშვს ესაუბრებოდა ტკბილ ძილს უსურვებდა და იძინებდა. ასე გადიოდა დღეები. დღეებს თვეები ემატებოდა და წლები.მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა დასვენება და ცდილობდა ის დღე, რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოეყენებინა, განტვირთვისთვის. მშვენიერი გრილი საღამო იყო. ცას უზარმაზარი მთვარე ამშვენებდა. ირგვლივ კი ვარსკვლავები კიაფობდა. სალომე ვერანდაზე გავიდა და მთელი დღის დაღლ დაქანცული ამ სილამაზით ტკბებოდა. უცებ ვარკვლავი ჩამოვარდა ციდან და სალომემ სურვილი ჩაიფიქრა.ხმამაღლა კი ის დააყოლა: მე აუცილებლად მეწვევა დიდი სიყვარული. ცოტა ხანს დაჰყო ვერანდაზე და სახლში შევიდა. ტელეფონმა დაიწკრიალა, დახედა მეგობრობას სთავაზობდნენ. ნახა უცხოელი მამაკაცი იყო. გულში გაიფიქრა” მოდი დავიმატებ ცოტას გავერთობიო და დაიმატა კიდევაც. სალომემ ფრანგული კარგად იცოდა და იცის ფრანგი იყო. მიმოწერა არ გაჭირვებია.ჯერ ხუმრობდა სალომე, ბევრი ტყუილი მისწერა და ცოტა მართალი. ბოლის ტკბილი ძილი უსურვეს ერთმანეთს და დაემშვიდობნენ. დილით, როგორც კი თვალი გაახილა სალომემ ტელეფონს მოჰკიდა ხელი და მესიჯი დახვდა, სადაც ბედნიერ დღეს და წარმატებას უსურვებდა მეგობარი. გაეღიმა სალომეს, რახანია ასეთი თბილი მესიჯი მის ტელეფონზე არ მოსულა.ის დღე ხალისიანად გაატარა. არც დაღლა უგვრძვნია. ღამით კი ისევ მშვიდობიანი ღამე უსურვეს და ლამაზი სიზმრები. ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე, მერე კი ცოტა მოუმატეს მიმოწერის ხანგრძლივობას, მხოლოდ მოკითხვით არ შემოიფარგლებოდნენ. ფრანგი მამაკაცი სალომეს შვილსაც მოიკითხავდა, როგორ გყავს შვილიო, დაეკითხებოდა. სალომეს დღითი დღე სახეზე ღიმილი და ბედნიერება ემატებოდა გამოჩნდა ადამიანი, ვინც დაინტერესებული იყო მისი ყოველდრიურობით. როგორ იყო, რას შვრებოდა. როგორც იქნა ფრანგი მამაკაცი გამოუტყდა რომ სალომე ძალიან მოსწონდა და შეხვედრა სთხოვა.სალომემ ჯერ იუარა, შემდეგ კი დასთანხმდა. არც თვითონ იყო გულგრილი მის მიმართ. დასვენების დღეს განსაკუთრებულად ლამაზად ჩაიცვა და პაემანზე წავიდა. ერთმანეთი დანახვისთანავე იცვნეს.ყავაზე დაპატიჟა მამაკაცმა სალომე. ცოტა ისაუბრეს და შემდგე ქალაქში გაისეირნეს. დღეს უფრო ლამაზი და საოცარი ეჩვენებოდა სალომეს ირგვლივ ყველაფერი. ასეთი მხიარული და ბედნიერი რა ხანია არ ყოფილა მისი დასვენების დღე. ისტორიული ადგილები მოინახულეს. საღამოს კი ისევ იმ ოჯახში დაბრუნდა სადაც მუშაობდა. სალომეს ყოველ დილით ხვდებოდა სასიამოვნო სიტყვრბით გაჟღენთილი მესიჯი ტელეფონში, ეს ცხოვრებას უმსუბუქებდა მას, ხალისიანს ხდიდა. დასვენების დღეებს კი სალომე და ფრანგი მამაკაცი ერთად ატარებდნენ .არავის უმხელდა ამ ამბავს. შიში ჰქონდა: არ მაპატიებენ ფრანგის სიყვარულს და ასე საიდუმლოდ დარჩეს ჯობსო. ერთ დღეს დედასთან საუბრის დროს, დედამ ჰკითხა:--შვილო რა ხანია მაქ ხარ, ნუთუ არავინ გამოჩენილა ისეთი, შენი გული რომ მოეგო, გაიცანი კარგი ფრანგი და გაჰყევი მას, ქართველთან არ გაგიმართლა და მასთან იქნებ გეწვიოს ბედნიერება. სალომეს დედის სიტყვებზე გაეღიმა, სახეზე წამოაწითლა და დედას არაფერი უპასუხა. დედას არ გამორჩენია შვილის ეს ქცევა და ჩაეძია: ---სალომე რა ხდება? თუ კი არის რაიმე სიახლე შენს ცხოვრებაში, მე დედა ვარ შენი და ჩემზე უკეთ ვერავინ გაგიგებს, გამანდე. სალომემ თავი ასწია, მხრებში გაიმართა, ღრმად ამოისუნთქა და დედას უთხრა : -------მოგიყვები იმ პირობით მამას და ძმას არაფერს ეტყვი. ------კარგი შვილო მითხარი, შენ თუ ბედნიერი იქნები და გახარებული ამათ ყვირილს და ჩხუბს არ დავეძებ, მაგრამ არ მგონია მამაშენი უარზე იყოს შენი გათხოვების. ---კარგი დედა რა, ვინ ამბობს რომ ვთხოვდები? ჯერ მსგავსი არაფერი ხდება, უბრალოდ ვსაუბრობთ და დასვენების დღეებში ვხვდებით ერთმანეთს. ---გასაგებია ესე იგი არის ცვლილება შენს ცხოვრებში, ქართველია, დედა? ---არა, დედა არ არის ქართველი, ფრანგია, კარგი ჩამოყალიბებული მამაკაცია ჩემზე ცოტათი უფროსია. ----არ გადამრიო შვილო, მოხუცს არ დაელეპარაკო, არ გაჰყვე. -----არა დედა ათი წლით უფროსია ჩემზე. ---დედა ცოლიანი არ იყოს, შვილო, არ მოგატყვილოს დაუკვირდი კარგად. ---არა, დედა ცოლი არ ჰყოლია, აქ გვიან ქმიან ოჯახებს, ჩვენსავით არ იციან აკვნიდან ქორწინება. ------შვილო მერე ცოლი თუ არ ჰყოლია, შენ შვილი რომ გყავს იცის? იქნებ არ უნდა ეს შვილიანი ქალი დედა, არ შეგიყვარდეს და გული არ გატკინოს შვილო. შენს გულს კიდე ტკივილი და თვალებს ცრემლები უნდაა? -დედა! ჯერ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ, მეტი არაფერი. დედა შვილმა დაასრულა საუბარი: სალომემ თავის ფრანგს დაურეკა მოიკითხა და დაიძინა. დასვენების დღეს სალომე ისევ წავიდა მასთან შესახვედრად.დათქმულ ადგილას არ დახვდა, არც ტელეფონზე პასუხობდა. დედის სიტყვები დაუდგა თვალწინ სალომეს: ვაი თუ მატყუებს და მართლა ცოლი ჰყავს, აღარ უნდა მოსვლა ჩემთანო. უცებ ვიღაც გამვლელმა წერილი დაუგდო ძირს და გაიქცა. ჯერ არ მიაქცია ყურადღება ქაღალდის ნაგლეჯი ეგონა, შემდეგ კი დაიხარა და აიღო ნაგავის ყუთში ჩავავგდებ აქ რას დამიგდოო. თან ცრემლები ერეოდა თვალზე, ფიქრობდა: ისევ მოვლტყულდი და ისევ დედა გამოვიდა მართალი. ქაღალდის ხელი მოჰკიდა და დაინახა კონვერტი იყო, გახსნა შიგ რესტორნის მისამართი ეწერა სადან ის ფრანგი ელოდა. სალომეს ხელები აუკანკალდა. ატირდა. რა ხდება, ნეტავ იქ რად მიბარებს? და დანიშნულ მისამართზე წავიდა.რესტორნის შესასვლელში ორი დაცვის თანამშრომელი იდგა. სალომეს მიესალმნენ და შიგ შეუძღვნენ --რა პატივია გაიკვირვა სალომემ. რესტორანი ფერადი ბუშტებით და ყვავილებით იყო მორთულიყო. სასიამოვნო მუსიკაც ისმოდა. წინ მიიწევდა სალომე და მის გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. მისი მეგობრები შენიშნა რესტორანში. მივიდა მათთან და ჰკითხა: თქვენ აქ საიდან? არასოდეს მოსულხარ ამ ადგილას. ---მოდი აქ დაგვიჯექი სალომე და ყველაფერს ძალიან მალე გაიგებ. ---სალომე გაოცებული დაჯდა მაგიდასთან, თან თვალებით ფრანგ მამაკაცს ეძებდა.არც უნდოდა შეემჩნია მეგობრებს. მათ ხომ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. წითელი ვარდებით ხელდამშვენებული ფრანგი მამაკაცი მივიდა მაგიდასთან, სალომე გაოცებული შეჰყურებდა მას და კიდე ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს.მამაკაცი სალომეს წინ ცალი ფეხით მოიხარა ვარდები დაუწოდა და სთხოვა: --შიგ პატარა ყუთია გთხოვ, გახსენი. ვარდების გამორთმევის ნაცვლად სალომემ სახეზე აიფარა ხელი და ტირილი დაიწყო. ვერც ყუთის გახსნა მოახერხა, ისევ მამაკაცმა წამოდგა ფეხზე და სალომეს თითზე ნიშნობის ბეჭედი გაუკეთა.---სალომე მინდა გახდე ჩემი ცოლი. სალომე გადაეხვია მამაკაცს თანხმობის ნიშნად და ჰკითხა: ჩემი მეგობრები აქ საიდან? მე გავიცანი შენი მეგობარი ინტერნეტის მეშვეობით, ვნახე ფოტოები ერთად რომ გქონდათ გადაღებული, ამიტომ მივხვდი აქ შენს გვერდით იყო და დაუკავშირდი დახმარება ვსთხოვე მოვიყვანე ისინი აქ. ის დღე ყველაზე ბედნიერი დღე იყო. სიხარულის, სიყვარულის და ბედნიერების ცრემლების დენა. შეთანხმდნენ ქორწილს თვის ბოლოს გადაიხდიდნენ.წინასწარ კი მშობლებისთვის ეთქვა და თუ სურვილი ექნებოდათ საფრაგეთში ჩასვლის, თვითონ უზრუნველყოფთდა ამ ყველაფერს. საღამოს დედას დაურეკა, დედა სიხარულით შეხვდა ამ ამბავს, მაგრამ ქმრის და შვილის პასუხი აშინებდა. სალომეს დაპირდა: მე დაველაპარაკები ამათ შენ არაფერზე ინერვიულო. ჩამოსვლით ვერ ჩამოვალ დედა და შენ კი აუცილბლად უნდა ჩამოხვიდე ქორწილის შემდეგ გავიცნო სიძე, ფრანგული არ ვიცი მაგრამ ქართულს ვასწავლი, ვანახოთ როგორი ლამაზი ქვეყნიდან ხარ. სალომეს დედამ მეუღლეს მოუყვა ამ ამბის შესახებ. დიდიად აღფრთოვანებული არ დარჩენილა შვილის გადაწყვეტილებით, მაგრამ არც უკმაყოფილო იყო მხოლოდ ის თქვა გათხოვება თუ უნდოდა ქართველ გაჰყოლოდაო. ეგ ჩვენთვის დაკარგულია უკვე აქ არ ჩამოვაო ხელი ჩაიქნია და ვერანდაზე გავიდა ცრემლი რომ არ შეეჩნია მეუღლეს მის სახეზე. გულში ფიქრობდა:---ჩემი ნატანჯი შვილი რამდენ რამეს გაუძლო და ნეტა ახლა გაუმართლებდეს, ისევ სანანებელი არ ექნებოდეს ეს გადაწყვეტილება. სალომეს ძმასაც გააგებინა დედამ.ტელეფონზე დაურეკა: სალომე ფრანგზე თხოვდება, ქორწილი თვის ბოლოს აქვს და თუ სურვილი გავს გეპატიჟება ცოლშვილით წადიო. მან ღრიალი მორთო იქედან.---რა გინდათ, თავი გინდათ საერთოდ მომჭრათ? არ დამედგომებოდეს ბიჭებთან, ის არ მაკმარა ოჯახი დაანგრია მერე უცხოეთში წავიდა და ახლა ვიღაც ფრანგს მიყვება!!! გაფრთხილებ დედაჩემო, როგორც კი მიიღებთ თქვენ მაგას და მხარს დაუჭერთ, არ შეაცვლევინებთ აზრს, ჩემთვის თქვენ მკვდარი იქნებით და ყურმილი გაუთიშა. სალომეს დედამ მოუყვა ყველაფერი. უთხრა, რომ წინააღმდეგები არიას ესენი და თუ არ გინდა შენი მამის და ძმის დაკარგვა უარი თქვი მაგ გადაწყვეტილებაზე. --დედა ჩემი შვილი რას ამბობს? რა თქვა ჩემთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანია მას თუ არ მოეწონება ეს ჩემი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში ვიტყვი უარს ისე არა. ---ეს დედა შენ დაელაპარაკე შენს შვილს მე არ მითქვამს არაფერი, ბავშვია ჯერ კიდევ და არ ვიცი როგორ მიიღებს. -------კარგი დედა რომ მოვა სკოლიდან დამირეკოს მე თვითონ დაველაპარაკები. სკოლიდან დაბრუნებულმა შვილმა დაურეკა. სალომემ და შვილმა ჯერ როგორც ყოველთვის ისე ისაუბრეს. მოუყვა შვილმა სკოლის ამბები და ისიც დააყოლა: დე, ძალიან მენატრები, უკვე მეტი არ შემიძლია ჩამოდი რა სახლში?! არაფერი არ მინდა, ოღონდ შენ მყავდე გვერდით, იცი მეხარბება ჩემ კლასელებს დედები, რომ აკითხავენ, მე კი არავინ არ მაკითხავს ბებოს არ შეუძლია სულ მოვიდეს ჩემთან.წუხელ მესიზმრე, ვითომ პარკში წამიყვანე. კარუსელებზე ვკატაობდით ორივე ერთად. ჩვენი სიცილი ყველას ესმოდა.მერე, რომ გამომეღვიძა და ეს ცხადი არ იყო, ვიტირე, დე. ჩამოდი და წადი ისევ, თუ აქ ვერაფერი ნახე სამუშაო, თუ არა მე წამიყვანე რა, დე მაქ, კი მომენატრება ბებო, ჩემი კლასელები, მაგრამ მე დედასთან მინდა. ---არ ინერვიულო ჩემო პატარა ყველაფრი კარგად იქნება და შენი დედიკო მალე ჩაგეხუტება შენ. პატარას გაუხარდა, წამოხტა სკამიდან და სირბილი დაიწყო სიხარულიდან. ეს ჯერ რაც წასულია დედას არ უთქვამს მისთვის. --დე მე წამიყვან მაქ? --აი შენ თუ დამთანხმდები რაღაც მინდა გითხრა წამოგიყვან. ---კი დედა კი მე ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ შენს თავს ჩამახუტა და. ---მომისმინე ახლა ყურადღებით დაჯექი, მინდა როგორც დიდი ბიჭს ისე დაგელაპარაკო კარგი? პატარა მაშინვე დაჯდა სკამზე. --დე გისმენ ყურადღებით, ხომ მოვდივარ მაქ აა. ----მოიცა მომისმინე ჯერ. ----დედიკო შენ ხომ ხარ დიდი ბიჭი უკვე? ----კი დედა მე უკვე დიდი ვარ ათი წლის . --დე რაღაც მინდა გითხრა და სწორად გამიგე კარგი. --კარგი დე.შენ ჩემი დედიკო ხარ ცუდს არაფერს მეტყვი და არც ისეთს მე რომ გული მეტკინოს. ---ჩემო დიდი მიჭი, მე აქ მამაკაცი შემიყვარდა ფრანგი არის. პატარამ დედის ამ სიტყვებზე თავი ჩაღუნა. და ისე ამოისუნთქა მთელი ფილტვები ამოაყოლა. მაგრამ მალევე აწია თავი და დედას უთხრა: ---დედა აბა რომ დამპირდი წაგიყვანო? --ხოდა დედიკო თვის ბოლოს ვქორწინდები და მინდა შენ იყო ჩემი ხელის მომკიდე. ---ეს როგორ დედა? ---როგორ დედიკო და შენ უნდა შემიყვანო ტაძარში და შენ უნდა მისცე ჩემი ხელი ჩემ მომავალ მეუღლეს. ---მალე რა დედა მალე წამიყვანე. მაგრამ სულ არ დარჩე დედიკო მაქ ხომ ჩამოხვალ აქ, ბებო ცოდვაა, ნერვებს უშლის ბაბუა და ბიძა სულ. --კი დედიკო, რომ ვიქორწინებ ჩამოვალ. მერე ისევ დავბრუნდები აქ, შენც წამოგიყვან სკოლის არდადეგებზე სულ ჩემთან იქნები. აი სკოლას, რომ დაამთავრებ მერე თუ სურვილი გექნება წამოგიყვან ჩემთან საცხოვრებლად. ერთი კვირის შემდეგ ბებომ გააცილა პატარა. ---ბებო ხომ არ გეშინია თვითმფრინავში ჩაჯდომა? --არა ბებო რისი მეშინია იქ ჩემი დედიკო დამხვდება.ნეტა მალე ჩავიდოდეს ჩქარა იფრენდეს. აეროპორტში სალომე დახვდა თავის პატარას. --შვილი ისეთი პატარა არ იყო, როგორც დატოვა, გაზდილიყო და დედას დასწეოდა სიმაღლეში. სიხარულის და ბედნიერების ცრემლები სდიოდათ დედა-შვილს.გულში იკრავდა სალომე შვილს და ამბობდა:--- რამხელა ხარ, დე, მე როგორი პატარა დაგტოვე და უკვე დიდი ბიჭი გაზრდილხარ დედიკო. ჩემო ლამაზო შვილო, როგორ ვბედნიერობ შენ რომ გხედავ დე. --დე როგორი ტკბილი სურნელი გაქვს. დავიწყებული მქონდა შენი სული. რომ წადი შენს ტანსაცმელს ვიხუტებდი და მერე გაუვიდა იმასაც შენი სუნი. სალომემ წამოიყვანა შვილი სახლში იქ, სადაც მუშაობდა. ჯერ არ იყო გადასული მეუღლესთან, ქორწილის შემდეგ წავიდოდა მასთან. ქორწილი ერთ კვირაში გაიმართებოდა. სამი დღეა დარჩენილი ქორწილამდე და ურეკავს მეგობარი ტელეფონზე:---სალომე სთხოვე ოჯახის უფროს ერთი საათით გამოგიშვას აუცილებლად უნდა წამოხვიდე... --ხომ მშვიდობაა? წამოვალ კი სად მოვიდე მითხარი. და სავადმყოფოს მისამართს ეუბნება. ---მანდ რა მინდა ვინ წევს? რა ხდებაა? --მოდი იქ და ყველაფერს გაიგებ, ბავშვი დატოვე სახლში არ წამოიყვანო. --კარგი გამოვალ ახლავე. სალომეს სავადმყოფოს შესასვლელში მეგობარი დახვდა და სთხოვა. თავი ხელში აიყვანე ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულო უბრალოდ ცოტა დაშავდა. ---ვინ დაშავდა რა მოხდა? --შენს საქმროს ავარია მოუვიდა და დაშავდა. სალომეს ბოლომდე არ გაუგონა რა უთხრა მეგობარმა გული წაუვიდა და წაიქცა. აზრზე რომ მოვიდა თავზე მისი თავშეხვეული და ხელმოტეხილი საქმრო ადგა. არ ახსოვდა სალომეს, როგორ მოვიდა სავადმყოფოში ან სად იყო და საერთოდ რა ხდებოდა მის თავს.იკითხა: --სად ვარ? რა ხდება? ან შენ რა გჭირს? -----ყველაფერი კარგად არის ჩემო ძვირფასო. მე კარგად ვარ შენც გამოკეთდები და სახლში წავალთ.იმ საღამოს არც სალომე გამოუშვეს სავადმყოფოდან და არც მისი საქმრო. ბავშვს დაურეკა და უთხრა:--დე არაფერი ინერვიულო, კარგად ვარ, დაიძინე და დილით მე მოვალ სახლში. სალომეს არ ცმევია პირვლი ქორწინების დროს თეთრი კაბა, მისი ოცნება იყო თეთრი საპატარძლო კაბით ტაძარში შესვლა. ამიტომ ახლა ჩაიცვა.ქართველი დედოფლის დანახვაზე ფრანგი სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.გვერდს მისი შვილი უმშვენებდა ქართულ სამოსში გამოწყობილი. რაც კიდევ უფრო მიმზვიდელს ხდიდა სანახაობას. გალობა ისმოდა ტაძარში.შვილმა, როგორც დედამ ასწავლა დედის ხელი გადასცა მის მომავალ მეუღლეს. --ცოლქმრად გაცხადებთ, შეგიძლიათ მიულოცოთ ერთმანეთს-უთხრა მათ მოძღვარმა.სალომე და მისმა მეუღლემ გადაკოცნეს ერთმანეთი და ტაშმა იქუხა ტაძარში.გარეთ რომ გამოვიდნენ მტრედები გაუშვეს. მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. სალომემ ერთი თვე დაიტოვა შვილი მასთან, რადგან სკოლა ჰქონდა და არ შეეძლო მეტი.შვილს დაპირდა, მე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. აცრემლებული თვალებით დაემშვიდობა დედა შვილი ერთმანეთს. ერთი წლის თავზე სალომეს პატარა შეეძინა, მოქალაქეობაც მიიღო და საქართველოში მოინდომა წასვლა.მეუღლე სიხარულით შეხვდა სალომეს ამ გადაწყვეტილებას. ---შვებულებას ავიღებ და საქართვლოში გავატაროთ, ვნახო როგორია შენი სამშობლო სულ მის ქება დიდებაში, რომ ხარ. ერთ თვეში სალომე თავისი ქმარ-შვილით უკვე საქართველოში იყო. დედა და მამა სიხარულით შეხვდა სალომეს და მის ოჯახს.ყოველი დღე დაკავებული იყვნენ იმით, რაც შეიძლება მეტად გაეცნოთ მათი ფრანგი სიძისთვის ქართული გემრიელი კერძები. ღვინო და ისტორია.სალომეს ძმა კი არ მოვიდა დის სანახავად.დედამ ურჩია სალომეს. --მოდი შენ დაურეკე ხმას რომ გაგიგონებს შენსას, იქნებ შეგირიგდეს და აქაც მოვიდეს.დასთანხმდა სალომე დაურეკა ძმას. --გამარჯობა ნიკა როგორ ხარ? ---რომელი ხარ ვერ გიცანი? --სალომე ვარ. --ვინ სალომე? --სალომე შენი და. --მე და არ მყავს და არც სალომეს ვიცნობ. ტელეფონი გაუთიშა.--აი დედა, რომ მითხარი, დარეკე, ეს მივიღე, მე არასოდეს მაპატიებს ის.მე აქ ჩემ სამშობლოში არცერთი დღე არ გამიხარია დედა, ის სიყვარული, რაც ბავშობაში ვიპოვა ჩემი დიდი შეცდომა იყო.სიყავრული ჩემთვის უცხო ქვეყანაში ვიპივე . მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ მე დღეს ბედნიერი ვარ დედა. სალომემ თავისი ფრანგი ოჯახით ერთი თვე დაჰყო თავის სამშობლოში და ისევ ქმრის სამშობლოში წავიდა. იქ სადაც სიყვარული იპოვა.

3
434
3-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
434
  
2018, 30 აგვისტო, 0:17
თხუთმეტი წლის იყო, როცა ოჯახი შექმნა. ქართული ჩვეულებრივი ისტორია, როცა სექსის სურვილი სიყვარული გონიათ.
2018, 29 აგვისტო, 7:46
ძალიან კარგია, ძალიან მომეწონა, წარმატებები
2018, 29 აგვისტო, 1:11
ცოტა გასამართი სტატიაა. ისე კი, რამდენია ასეთი კაცი, რომლებსაც ურჩევნიათ საკუთარი ხელით დამარხონ ღვიძლი და თუ შვილი, ვიდრე მეზობელს ან ძმაკაცს ,,რამე ათქმევინონ"
0 1 3