x
image
_K_
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განადგურება სამარცხვინო გადაწყვეტილებაა და არანაირი გამართლება არ აქვს" - მიხეილ სააკაშვილი
image

2018 წლის 20 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა, რასაც საზოგადოების მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.


მოვლენას საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც მომხდარში მოქმედი მთავრობა დაადანაშაულა და საზოგადოებას უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა:


"შავი ზღვის უნივერსიტეტის განადგურება, ვითომ ფორმალური პროცედურების დაცვის გამო, სამარცხვინო გადაწყვეტილებაა და არანაირი გამართლება არ აქვს..მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს-კერძოდ, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას, რომელსაც სურს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგების სხვა ქვეყანაში დასჯა....
მე ძალიან ბევრი გავაკეთე თურქეთთან კარგი ურთიერთობებისთვის და მიმაჩნია, რომ მეზობელთან კარგი ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის.ამავე დროს, ეს ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას.
ვთვლი, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის განადგურება ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა.ივანიშვილი კიდევ ერთხელ ლახავს ჩვენს ეროვნულ ღირსებას.უამბიციო ქვეყნებს კი, არავინ სცემს პატივს.თუ თურქეთი გამოდის თავისი ინტერესებიდან, ჩვენ უნდა გამოვიდეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი უფლებები განათლებაზე.
საქართველოს მომავალი ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად შეცვლის ივანიშვილს ოქტომბრის არჩევნებზე, არავის დაისვამს თავზე და არ გაათელინებს ჩვენს ღირსებას.
მოვუწოდებ საქართველოს ყველა უმაღლეს დაწესებულებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს, წინ აღუდგნენ ამ უსამართლობას უკვე დღესვე".


image

შეგახსენებთ, ექსპერტების შეფასებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აკმაყოფილებს ავტორიზაციის შვიდივე სტანდარტს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით. თუმცა, ამავდროულად, საბჭომ მიიღო სრულიად ალოგიკური და ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მან უგულებელყო ექსპერტების დადებითი დასკვნა და უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა. შედეგად, 800-მდე სტუდენტის არჩევანი, ესწავლათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იგნორირებულ იქნა.


image


0
280
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0