სხვა მეგობარი ხიდიდან გადააგდო:"ხელის კვრა თვითონ მთხოვა"(ვიდეო) 2018, 18 აგვისტო, 9:07 ფოტოზე: ტეილორ სმიტი
თინეიჯერმა, ტეილორ სმიტმა რომელმაც თავისი მეგობარი 18 მეტრის სიმაღლიდან ვაშინგტონის ხიდიდან მდინარეში გადააგდო, სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ რომ ხელის კვრა მეგობარმა თავად სთხოვა: "გადახტომა უნდოდა და ვერ ბედავდა, მთხოვა ხელი მეკრა"-განაცხადა 18 წელის ტეილორ სმიტმა სატელევიზიო ინტერვიუში. ინციდენტი ვაშინგტონში, რეგიონალურ პარკში მოხდა. 16 წლის ჯორდან ჰოლგერსონმა(Jordan Holgerson) მრავლობითი დაზიანებები მიიღო. გაუტყდა 6 ნეკნი, გაეხვრიტა ფილტვები და მიიღო სხვა შიდა დაზიანებები. ჯორდანი განაცხადა, რომ მისი მეგობარი იმსახურებს დროებით ჩაჯდეს ციხეში. ფოტოზე:ჯორდან ჰოლგერსონი. კლარკის ოლქის პროკურატურამ დაადასტურა, რომ სმიტის სასჯელის ზომაზე მსჯელობს. პროკურატურის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. 304 5-ს მოსწონს
|