x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
4 აშკარა ნიშანი იმისა, რომ მეუღლე გღალატობთ - კერძო გამომძიებლის დასკვნები
image

დევიდ კინგმა, Lipstick Investigations-ის მთავარმა გამომძიებელმა, ქმრის ღალატის ყველაზე აშკარა ნიშნები საზოგადოებას გაუზიარა. მისი თქმით, დეტექტივთან მისული ქალების 80%, რომლებსაც მეუღლის ღალატზე აქვთ ეჭვი, მართლები არიან. ეს იმიტომ, რომ ისეთ დეტალებს ამჩნევენ, რაზეც მათი ქმრები საერთოდ არ ნერვიულობენ.


სტატიაში გთავაზობთ ქმრის ღალატის 4 ყველაზე აშკარა ნიშანს. ყურადღებით წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ!








ნიშანი #1


ღალატის პირველი და უმთავრესი ნიშანია, როცა თქვენი შეყვარებული თუ ქმარი იმაზე მეტად იწყებს თავის გარეგნობაზე ზრუნვას, ვიდრე ადრე: ახალი ოდეკოლონი, ვარცხნილობა და ჩაცმის სტილი აქვს. თუ ამჩნევთ, რომ მას თქვენთან დიდი დროის გატარება არ სურს, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ გღალატობთ.


image








ნიშანი #2


თუ კაცი მობილურზე ან კომპიუტერზე უმიზეზოდ აყენებს პაროლს, მაშინ შეშფოთების მიზეზი გაქვთ. რა თქმა უნდა, თუ მისდა უკითხავად ათვალიერებდით ხოლმე ფაილებს, კითხულობდით წერილებს და ამოწმებდით შემავალ და გამავალ ზარებს, მაშინ პაროლის დაყენების მიზეზიც აშკარაა, მეუღლეს პირადი სივრცე სჭირდებოდა.


თუმცა, თუ თქვენი ურთიერთობა ნდობით იყო სავსე და მან მოულოდნელად გადაწყვიტა პაროლის დაყენება, ესე იგი რაღაცას გიმალავთ.

image








ნიშანი #3


მოღალატისთვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშანი ბრაზი და აგრესიაა. ყოველთვის, როცა მობილური ურეკავს, ოთახიდან გადის და ისე პასუხობს. თქვენი დასმული ყველაზე უბრალო შეკითხვებიც კი კამათამდე მიჰყავს. თითქოს, ცდილობს, კონფლიქტი გამოიწვიოს. ხოლო თუ ამაზე საუბარს ეცდებით, ოთახს ტოვებს "სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად".


ფაქტობრივად, ასეთ სიტუაციებში კაცი ცდილობს, დანაშაულის გრძნობა აირიდოს თავიდან და თავისი ქმედებები თქვენი დადანაშაულებით გაამართლოს.

image








ნიშანი #4


ბოლო ნიშანი, რის გამოც კაცში ეჭვის შეტანა შეიძლება, სახლიდან ხშირად თქვენ გარეშე გასვლის სურვილია. თუ მეუღლე კინოში ან რესტორანში გპატიჟებდათ ხოლმე, ან მეგობრებთან ერთად აწყობდა შეხვედრებს ქალაქგარეთ და ახლა მიზეზს ეძებს, რომ თქვენ გარეშე წავიდეს სადმე, მაშინ სანერვიულო გაქვთ.


იგივე ხდება იმ შემთხვევაში, თუ ქმარი ადრე სულ სახლში იყო ხოლმე, ახლა კი "ვიღაცასთან" რეგულარული შეხვედრები აქვს. ასეთ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ მას საყვარელი ჰყავს.

image








დაიმახსოვრეთ:


შეიძლება, ცალ-ცალკე ეს ნიშნები არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ თუ რამდენიმე მათგანს ამჩნევთ ერთად, მაშინ არ უნდა დააიგნოროთ და ეცადოთ, რამე იღონოთ.








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ურთიერთობაში ღალატის რისკი რომ შეამციროთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები!

image


2. 7 რამ, რასაც წყვილები მხოლოდ დაშორების შემდეგ ხვდებიან

image


3. თუ უკეთესი სასიყვარულო ურთიერთობა გსურთ, დაუსვით ეს 10 შეკითხვა პარტნიორს

image

2
5934
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
5934
  
2018, 17 აგვისტო, 11:01
4 ნიშანი კი არა, სიტყვა ,,ღალატის,, მნიშვნელობაც აღარ ახსოვს, იმიტომ რომ იცის ჩემი დედუქციური ნიჭის ამბავი))))))))
2018, 16 აგვისტო, 22:49
:D
0 1 2