სხვა როგორ იცვლის ფერს ქამელეონი? 2012, 4 ივლისი, 12:11 ყველამ იცის რომ ქამელეონი იცვლის ფერს :მისი ეს თვისება უკვე ხატოვან გამონათქვამად იქცა და ამ გამონათქვამს სიამოვნებით იშველიებენ ისეთი ადამიანებიც კი, რომელთაც წარმოადგენაც არა აქვთ ქამელეონზე.ქამელეონები პატარა ქვეწარმავლები არიან .მათი სიგრძე იშვიათად აღწევს ნახევარ მეტრს. ისინი მართლაც ადვილად იცვლიან ფერს . როგორ ხდება ეს? მათ კანში სამი ფერის საღებავია :შავი, ყვითელი და წითელი .ყოველი მათგანი ავსებს სპეციალურ უჯრედებს -ქრომატოფორებს, რომელთაც შეუძლიათ შეიკუმშონ პაწაწინა წერტილივით, მაგრამ ამასთანავე შეუძლიათ გაფართოვდნენ კიდეც .ამ შემთხვევაში ისინი პატარა ვარსკვლავების ან ობობების ფორმას იღებენ და, ცხადია, ამ მდგომარეობაში გაცილებით მეტ ფართობს იკავებენ . 515 2-ს მოსწონს
|